და მუნ იყო კაცი ერთი, რომელსა ათურამეტი წელი დაეყო სნეულებასა შინა.
Verse: 6
იგი ვითარცა იხილა იესუ, რამეთუ დავრდომილი იდვა, უწყოდა, რამეთუ მრავალი ჟამი დაეყო მუნმდე, ჰრქუა მას: გნებავს, ვითარმცა ცოცხალ იქმენ?
Verse: 7
ჰრქუა მას სნეულმან მან: უფალო, კაც არავინ მაქუს, რაჲთა, რაჟამს წყალი ესე აღიმრღუეს*, შთა-მცა-მაგდო საბანელსა მას. ვიდრე მე მივტონტმანებდი, სხუაჲ ჩემსა უადრეს შთაჴდის.
Verse: 8
ჰრქუა მას იესუ: აღდეგ, აღიღე ცხედარი შენი და წარვედ!
Verse: 9
და განიკურნა კაცი იგი და აღდგა, აღიღო ცხედარი თჳსი და იქცეოდა. და იყო შაფათი დღე იგი.
Verse: 10
ჰრქუეს* ჰურიათა მათ განკურნებულსა მას: შაფათი არს და არა წეს-იყო შენდა აღკიდებად ცხედრისა მაგის.
Verse: 11
მიუგო და ჰრქუა მათ: რომელმან-იგი განმკურნა, მან მრქუა* მე: აღიღე ცხედარი შენი და ვიდოდე.
Verse: 12
ჰკითხვიდეს მას: ვინ არს კაცი იგი, რომელმან გრქუა შენ: აღიღე ცხედარი შენი და იქცეოდე?
Verse: 13
ხოლო განკურნებულმან მან არა უწყოდა, ვინ იყო, რამეთუ იესუ მიჰრიდა ამბოხისა მისგან მოადგილსა* მას.
Verse: 14
ამისა შემდგომად პოვა იგი იესუ ტაძარსა მას და ჰრქუა მას: აჰა ეგერა განკურნებულ ხარ, ნუღარა სცოდავ, რაჲთა არა უძჳრესი გეყოს.
Verse: 15
წარვიდა კაცი იგი და უთხრა ჰურიათა მათ, ვითარმედ: იესუ იყო, რომელმან იგი განმკურნა მე.
Verse: 16
და ამისთჳს სდევნიდეს იესუს ჰურიანი იგი, რამეთუ ამას იქმოდა შაფათსა შინა.
Verse: 17
მიუგო მათ* იესუ: მამაჲ ჩემი მოაქაჟამადმდე იქმს და მეცა ვიქმ.
Verse: 18
ამისთჳს უფროჲს ეძიებდეს მას ჰურიანი იგი მოკლვად, რამეთუ არა ხოლო შაფათთა დაჴსნისათჳს, არამედ რამეთუ მამად თჳსა იჩემებდა ღმერთსა და თავსა თჳსსა ასწარობდა* ღმერთსა.
Verse: 19
მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: მართლიად მართალსა გეტყჳ თქუენ: ვერ ჴელ-ეწიფების ძესა კაცისასა საქმედ თავით თჳსით არარაჲ, არა თუ იხილის, რასა მამაჲ იქმნ, რამეთუ რასაცა* იგი იქმს, მისა მსგავსადცა ძჱ იქმს.
Verse: 20
რამეთუ მამასა უყუარს ძე და ყოველსავე უჩუენებს მას, რასაცა-იგი იქმს, და უდიდეს-ღა ამისსა უჩუენნეს მას საქმენი, რაჲთა თქუენ გიკჳრდეს.
Verse: 21
რამეთუ ვითარცა მამამან* აღადგინნეს მკუდარნი და ცხოელ ყვნეს, ეგრეცა ძემან, რომელთაჲ უნდეს, ცხოელ ყვნეს.
Verse: 22
და არცა მამაჲ შჯიდეს ვის, არამედ სასჯელი ყოველი მისცა ძესა,
მართლიად მართალსა გეტყჳ თქუენ, რამეთუ რომელმან სიტყუაჲ ჩემი ისმინოს და ჰრწმენეს იგი, რომელმან მომავლინა მე, მიიღოს ცხორებაჲ იგი საუკუნოჲ, და სასჯელსა არა შევიდეს, არამედ გარდაიცვალოს სიკუდილისაგან ცხორებად.
Verse: 25
მართლიად მართალსა გეტყჳ თქუენ, რამეთუ მოვალს ჟამი, და აწვე არს, ოდეს მკუდართა ესმოდის ჴმაჲ ძისა მის ღმრთისაჲ; და რომელთა ესმოდის, ცხონდენ.
Verse: 26
რამეთუ ვითარცა მამასა აქუს ცხორებაჲ თავისა თჳსისა თანა, ეგრევე მისცა ძესა, რაჲთა აქუნდეს ცხორებაჲ თავისა თჳსისა თანა.
Verse: 27
და ჴელმწიფებაჲ მოჰსცა მას, რაჲთა შჯიდეს, და რამეთუ ძე კაცისაჲ არს.
და გამოვიდოდიან კეთილისა მოქმედნი აღდგომად ცხორებისად, და ძჳრისა მოქმედნი აღდგომად სასჯელისად.
Verse: 30
არა ჴელ-მეწიფების მე თავით ჩემით არარაჲ, არამედ ვითარცა მესმის, ვსჯი. და სასჯელი ჩე(მი)* მართალ არს, რამეთუ არა ვეძიებ ნებასა ჩემსა, არამედ ნებასა მომავლინებელისა ჩემისასა.
Verse: 31
უკუეთუ მე ვწამო ჩემთჳს, და წამებაჲ ჩემი არა (ჭე)შმარიტ არს.
Verse: 32
სხუაჲ* არს, რომელი წამებს ჩემთჳს, და თქუენ იცით, რამეთუ ჭეშმარიტ არს წამებაჲ მისი, რომელ წამა ჩემთჳს.
Verse: 33
თქუენ მიუვლინეთ იოვანესა, და წამა ჭეშმარიტებისა მისთჳს.
Verse: 34
ხოლო მე არა კაცისაგან მოვიღებ წამებასა, არამედ ამას ვიტყჳ, რაჲთა თქუენ განერნეთ.
Verse: 35
იგი იყო სანთელი, რომელი აღნთებული ნათობდა, და თქუენ ინებეთ ჟამ ერთ მხიარულ ყოფაჲ ნათელსა მისსა.
Verse: 36
ხოლო მე მაქუს წამებაჲ უფროჲს იოვანესა, რაჲთა საქმენი იგი, რომელ მო(მ)ცნა* მამამან, რაჲთა აღვასრულნე იგინი, იგივე საქმენი, რომელთა ვიქმ, წამებენ ჩემთჳს, რამეთუ მამამან მომავლინა მე.
Verse: 37
და რომელმან მომავლინა მე მამამან*, იგი წამებს ჩემთჳს. თქუენ არასადა ჴმაჲ მისი გესმა და არცა ელვაჲ მისი გიხილავს.
Verse: 38
და არცა სიტყუანი მისნი არიან თქუენ შორის დამკჳდრებულ, რამეთუ რომელი მან მოავლინა, თქუენ არა გრწამს.
Verse: 39
გამოიძიეთ წიგნები, რამეთუ თქუენ ჰგონებთ მათ გამო დაპყრობად ცხორებისა მის საუკუნოჲსა; და იგი არიან, რომელნი წამებენ ჩემთჳს, რომლითა ჰგონებთ ჩემთჳს დაპყრობად ცხორებისა.
Verse: 40
და თქუენ არა გნებავს მოსლვად ჩემდა, რაჲთა ცხორებაჲ გაქუნდეს*.
Verse: 41
მე დიდებასა კაცთაგან არა მოვიღებ.
Verse: 42
არამედ გიცნი თქუენ, რამეთუ სიყუარული ღმრთისაჲ არა გაქუს.
Verse: 43
მოვედ სახელითა მამისა ჩემისაჲთა, და არა შემიწყნარებთ მე. სხუაჲ თუ ვინმე მოვიდეს თჳსითა სახელითა, იგი შეიწყნაროთ.
Verse: 44
ვითარ შეუძლოთ სარწმუნოებად, რამეთუ დიდებასა ურთიერთას მიიღებთ და დიდებასა მხოლოჲსა ღმრთისასა არა ეძიებთ?
Verse: 45
ნუ ჰგონებთ, ვითარმცა მე ძჳრის მეტყუელ რაჲმე ვყავ თქუენთჳს წინაშე ღმრთისა; არს, რომელი ძჳრის მეტყუელ არს თქუენთჳს, მოსე, რომელსა-იგი თქუენ ესავთ.
Verse: 46
უკუეთუმცა თქუენ გრწმენა მოსესი, გრწმენამცა ჩემიცა, რამეთუ მან ჩემთჳს დაწერა.
Verse: 47
უკუეთუ მისთაჲ მათ დაწრილთაჲ არა გრწამს, ვითარ ჩემთა ამათ სიტყუათაჲ გრწმენეს?
Copyright TITUS Project
Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form
without prior permission by the copyright holder.