TITUS
Tetraevangelium e codice Adisi: Part No. 72

Chapter: 4 


Verse: 1 
   ვითარცა გულისჴმა-ყო უფალმან, ვითარმედ ესმა ფარისეველთა მათ, რამეთუ იესუ უმრავლესთა დაიმოწაფებს და ნათელ-სცემს უფროჲს იოვანესა,
Verse: 2 
   არა თუ თჳთ იესუ ნათელ-სცემდა, არამედ მოწაფენი მისნი,
Verse: 3 
   დაუტევა ჰურიასტანი ქუეყანაჲ და მივიდა მერმე გალილეად.
Verse: 4 
   და იყო მისა თანა-წარსლვად სამარიასა
Verse: 5 
   მივიდა იგი ქალაქსა ერთსა სამარიტელთასა, რომელსა სახელი ერქუა სჳქარ, მახლობელად დაბასა მას, რომელ მისცა იაკობ ძესა თჳსსა იოსეფს.
Verse: 6 
   და მუნ იყო წყაროჲ ერთი იაკობისი, და იესუ, დამაშურალი გზისა მისგან, ჯდა წყაროსა მას თანა. და იყო ჟამი მეექუსჱ.
Verse: 7 
   მოვალს დედაკაც ერთ სამარიაჲთ ვსებად წყლისა. ჰრქუა მას იესუ: მასუ მე.
Verse: 8 
   რამეთუ მოწაფენი მისნი შესლულ* იყვნეს ქალაქად, რაჲთა საზრდელი იყიდონ.
Verse: 9 
   ჰრქუა მას დედაკაცმან მან სამარიტელმან: შენ ჰურია ხარ, ვითარ ჩემგან სუმად ითხოვ, დედაკაცისა ამისგან სამარიტელისა? რამეთუ არასადა მიეახლნიან ჰურიანი სამარიტელთა.
Verse: 10 
   მიუგო მას იესუ და ჰრქუა: უკუეთუმცა უწყოდე შენ ნიჭი იგი ღმრთისაჲ და ვინ არს, რომელი გეტყჳს შენ, ვითარმედ: მასუ მე, შენმცა ითხოე მისგან, გცა* ხოლო თუმცა შენ წყალი იგი ცხოელი.
Verse: 11 
   ჰრქუა მას დედაკაცმან მან: უფალო შენ სარწყული არა გაქუს, და ჯურღუმული* ესე ღრმა არს. აწ ვინაჲ გაქუს შენ წყალი ცხოელი?
Verse: 12 
   ნუთუ უდიდეს ხარ შენ მამისა მის ჩუენისა იაკობისა, რომელმან ესე ჯურღუმული მოგუცა ჩუენ? და თავადი მაგისგან სუმიდა და ძენი მისნი და საცხოვარი მისი.
Verse: 13 
   მიუგო მას იესუ და ჰრქუა: ყოველი რომელი სუმიდეს მაგის წყლისაგან, მერმეცა სწყუროდისვე.
Verse: 14 
   ხოლო რომელმან სუას წყლისა მისგან, რომელი ვსცე მას, არა სწყუროდის უკუნისადმდე. ხოლო წყალი იგი, რომელი ვსცე მას, ეყოს მას წყარო წყლისა აღმოდინებულისაჲ ცხორებასა მას საუკუნესა.
Verse: 15 
   ჰრქუა მას დედაკაცმან მან: უფალო მეც მე წყალი ეგე, რაჲთა არა მწყუროდის და არცა მოვიდე აქა ვსებად წყლისა.
Verse: 16 
   ჰრქუა მას იესუ: მივედ და მოხადე ქმარსა შენსა და მოვედ აქა.
Verse: 17 
   მიუგო დედაკაცმან მან და ჰრქუა: არა მივის მე ქმარ. ჰრქუა მას იესუ: კეთილად სთქუ, ვითარმედ არა მივის მე ქმარ,
Verse: 18 
   რამეთუ ხუთ ქმარ ცვალებულ არს შენდა, და რომელი-იგი აწ გივის, არა არს იგი შენი ქმარი; ეგე მართალი სთქუ*.
Verse: 19 
   ჰრქუა მას დედაკაცმან მან: უფალო, ვჰგონებ, ვითარმედ წინაწარმეტყუელ ხარ შენ.
Verse: 20 
   მამანი იგი ჩუენნი მთასა ამას ზედა თაყუანის-სცემდეს, და თქუენ იტყჳთ, ვითარმედ: იერუსალჱმს* ხოლო არს ადგილი, სადა ღირს თაყუანის-ცემაჲ.
Verse: 21 
   ჰრქუა მას იესუ: დედაკაცო, შენ გრწმენინ ჩემი, რამეთუ მოვიდენ ჟამნი, რაჟამს არცა მთასა ამას, არცა იერუსალჱმსა* თაყუანის-სცემდენ მამა(სა).
Verse: 22 
   თქუენ თაყუანის-სცემთ მას, რომელი არა იცით, ჩუენ თაყუანის-ვსცემთ, რომელი-იგი ვიცით, რამეთუ ჴსნა ჰურიათაჲ არს*.
Verse: 23 
   ხოლო მოვლენან ჟამნი, და აწვე არს, რაჟამს ჭეშმარიტნი (თაყუანის-მცემელნი)* თაყუანის-სცემდენ მამასა სულითა და ჭეშმარიტებითა, რამეთუ მამაჲცა ეგევითართა თაყუანის-მცემელთა* ეძიებს.
Verse: 24 
   სული ღმერთ არს, და თაყუანის-მცემელთა მისთა სულითა და ჭეშმარიტებითა* ღირს თაყუანის-ცემაჲ.
Verse: 25 
   ჰრქუა დედაკაცმან მან: უწყი, რამეთუ მესია მოვალს, რომელსა ჰრქჳან ქრისტე*. რაჟამს მოვიდეს, მან გჳთხრას* ჩუენ ყოველი.
Verse: 26 
   ჰრქუა მას იესუ: მე ვარ, რომელი-ესე გეტყუ შენ.
Verse: 27 
   და ამას* სიტყუასა მოიწინეს მოწაფენი* მისნი და დაუკჳრდა, რამეთუ დედაკაცსა მას ეტყოდა. ხოლო არავინ ჰრქუა მათგანმან, ვითარმედ: რასა ეძიებ, ანუ რასა ეტყჳ მაგას?
Verse: 28 
   დაუტევა სარწყული* იგი თჳსი დედაკაცმან მან და შევიდა ქალაქად, ჰრქუა კაცებსა მას:
Verse: 29 
   მოედით და იხილეთ კაცი ერთი, რომელმან* მრქუა მე ყოველივე, რაჲცა მექმნა, ნუუკუე იგი იყოს ქრისტე* იგი?
Verse: 30 
   გამოვიდოდეს ქალაქისა მისგან და მოვიდოდეს მისა.
Verse: 31 
   და ვიდრე არღა მოსრულ იყვნეს მისა, ევედრებოდეს მას და ეტყოდეს მოწაფენი მისნი: მოძღუარ, პური ჭამე!
Verse: 32 
   მან ჰრქუა მათ: მე საჭმელი მაქუს ჭამად, რომელი თქუენ არა იცით.
Verse: 33 
   იტყოდეს მოწაფენი იგი ურთიერთა[ს]: ნუთუ მოართუა* ვინ მაგას ჭამად?
Verse: 34 
   ჰრქუა მათ იესუ: ჩემი სა[ჭ]მელი იგი არს, რაჲთა ვყ[ო] ნებაჲ მისი, რომელმან მო[მ]ავლინა მე, და აღვას]რულნე საქმენი მის[ნი].
Verse: 35 
   არა თქუენ სთქუთ, ვითარმედ*: ოთხ თუე-ღა, და მკა[ჲ] მოიწიოს? აჰა გეტყ[ჳ] თქუენ: აღიხილენით თუალნი* თქუენნი და იხილეთ ყანობირი ეგე, რამეთუ განთეთრებულ არიან და ახან მკად.
Verse: 36 
   და რომელმან მომკოს, სასყიდელი მიიღოს და შეკრიბოს ნაყოფი ცხოვრებასა მას საუკუნესა, რაჲთა მთესველი იგი და მომკალი (ი)ხარებდ(ენ) ერთად.
Verse: 37 
   ამით არს სიტყუაჲ იგი ჭეშმარიტ, რამეთუ სხუაჲ* არს, რომელი სთესავს, და სხუაჲ არს, რომელმან მომკოს.
Verse: 38 
   მე წარგავლინებ თქუენ მომკად, რომელსა არა თქუენ შუერით, სხუანი დაშურეს, და თქუენ ნაშრომსა მათსა შეხუედით*.
Verse: 39 
   და ქალაქისა მისგან სამარიტელთაჲსა მრავალთა ჰრწმენა იგი სიტყჳთა დედაკაცისა მის წამებითა, ვითარმედ: მრქუა მე ყოველივე, რაჲცა მექმნა.
Verse: 40 
   და ვითარცა მოვიდეს მისა* სამარიტელნი იგი, ევედრებოდეს მას ყოფად მათ თანა. და იყო მუნ ორ დღე.
Verse: 41 
   და უფროჲს და უმეტეს მრავალთა* ჰრწმენა მისი სიტყუათა მისთათჳს.
Verse: 42 
   და ეტყოდეს დედაკაცსა მას: არა ამიერითგან სიტყჳთა შენითა გურწამს, რამეთუ ჩუენ თჳთ გუესმის* მაგისგან და უწყით, რამეთუ ეგე არს ჭეშმარიტად მჴსნელი სოფლისაჲ.
Verse: 43 
   და ორისა დღისა შემდგომად მოვიდა მიერ და წარვიდა გალილეად.
Verse: 44 
   რამეთუ თჳთ თავადმან წამა, ვითარმედ: წინაწარმეტყუელი* თჳსსა სოფელსა შეურაცხ არნ.
Verse: 45 
   ხოლო რაჟამს-იგი მივიდა გალილეად, შეიწყნარეს იგი გალილეველთა მათ, რამეთუ ეხილვაცა მრავალი სასწაული, რომელ ქმნა იერუსალჱმს* დღესასწაულსა მას, რამეთუ იგინიცა მისრულ იყვნეს დღესასწაულსა მას.
Verse: 46 
   მივიდა მერმე კანას* გალილეაჲსა(სა)*, სადა-იგი გარდააქცია წყალი ღჳნოდ. და მუნ იყო სეფეწულ ერთ, რომლისა ძჱ თჳსი იდვა სნეული კაფერნაომს.
Verse: 47 
   მას ვითარცა ესმა, რამეთუ იესუ მოსლულ არს ჰურიასტანით გალილეად, მოვიდა მისა და ევედრებოდა, რაჲთა გარდავიდეს და განკურნოს ძჱ* იგი მისი, რამეთუ მიახდა სიკუდიდ.
Verse: 48 
   ჰრქუა მას იესუ: უკუეთუ ნიშ და სასწაულ არა* იხილოთ, არა გრწმენეს.
Verse: 49 
   ჰრქუა მას სეფეწულმან მან: უფალო გარდამოვედ, ვიდრე არღა მომკუდარ არს ყრმაჲ იგი ჩემი.
Verse: 50 
   ჰრქუა მას იესუ: ვიდოდე, ძე იგი შენი ცოცხალ არს. და ჰრწმენა კაცსა მას სიტყუაჲ* მისი, რომელ ჰრქუა, და წარვიდა.
Verse: 51 
   და ვითარ გარდამოვიდოდა, მოეგებვოდეს მას მონანი მისნი სიხარულით და თქუეს*, ვითარმედ: ბრმაჲ იგი შენი ცოცხალ არს.
Verse: 52 
   ჰკითხვიდა მათ ჟამისა მისთჳს: რომელსა მოჰქარდა? ჰქუეს* მას: გუშინ მეშჳდესა ჟამსა დაუტევა იგი სიცხემან.
Verse: 53 
   მოეგონა მამასა მისსა ჟამი იგი, რომელსა ჰრქუა მას იესუ, ვითარმედ: ძე შენი ცოცხალ არს. და* ჰრწმენა მას თავადსა და ყოველსა სახლსა მისსა.
Verse: 54 
   ესე მერმე მეორე სასწაული ყო იესუ, მოსრულ* ჰურიასტანით გალილეად.




Copyright TITUS Project Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.