და იყო კაცი ერთი ფარისეველთა მათგანი, ნიკოდემოზ სახელი მისი, მთავარი ჰურიათაჲ.
Verse: 2
ესე მოვიდა მისა ღამე და ჰრქუა მას: რაბი, უწყით, რამეთუ ღმრთისა მიერ მოვლინებულ ხარ შენ მოძღურად, რამეთუ ვერვის ჴელ-ეწიფების ესევითართა სასწაულთა ყოფად, რომელთა შენ იქმ, არა თუ ღმერთი იყოს მის თანა.
Verse: 3
მიუგო იესუ და ჰრქუა მას: მართლიად მართალსა გეტყჳ შენ: არა თუ ვინ იშვეს ზეგარდამო, ვერ შევიდეს სასუფველსა ღმრთისასა.
Verse: 4
ჰრქუა მას ნიკოდემოზ: ვითარ ეგების კაცისა მოხუცებულისა ზეგარდამო შობაჲ? ეგების-მე მუცელსა* დედისა თჳს[ი]სასა მეორედ შესლვად და გამოშ[ო]ბად?
Verse: 5
მიუგო იესუ და ჰრქუა: მართლიად მართალსა გეტყუ შენ: უკუეთუ არავინ იშვეს წყლისაგან და სულისა*, ვერ შევიდეს სასუფეველსა ღმრთისასა.
Verse: 6
რამეთუ შობილი ჴორცთაგან ჴორც არს, და შობილი სულისაგან სულ არს.
Verse: 7
შენ ნუ გიკჳრნ*, რამეთუ გარქუ შენ, ვითარმედ ჯერ-არს თქუენდა შობაჲ ზეგარდამო.
Verse: 8
რამეთუ ქარი, სადა უნებს, ქრის, და ჴმაჲ მისი გესმის, ხოლო არა უწყი, ვინაჲ მოვალნ, ანუ ვიდრე ვალნ. ეგრეცა ყოველი შობილი სულისაგან.
Verse: 9
მიუგო ნიკოდემოს და ჰრქუა მას: ვითარ ეგების ეგე ყოფად?
Verse: 10
მიუგო იესუ და ჰრქუა: შენ ხარ მოძღუარი ისრაჱლისაჲ და ეგე არა იცი?
Verse: 11
მართლიად მართალსა გეტყუ შენ, რამეთუ რაჲ უწყით, მას ვიტყჳთ*, და რაჲ ვიხილეთ, ვწამებთ, და წამებასა მას ჩუენსა არა შეიწყნარებთ.
Verse: 12
ხოლო აწ ქუეყანისაჲ ესე-ღა (გ)არქუ თქუენ, და ა(რ)ა (გ)რწამს, ვითარ უკუე ზეცისაჲ გრქუა, გრწმენეს?
Verse: 13
და არავინ აჴდა ცად, არა თუ რომელი-იგი გარდამოჴდა ზეცით - ძე კაცისაჲ, რომელ არს ცათა შინა.
Verse: 14
და ვითარცა მოსე აღამაღლა გუელი იგი უდაბნოსა მას, ეგრე ამაღლებად ჯერ-არს ძისა კაცისაჲსა,
Verse: 15
რამეთუ ყოველსა რომელსა ჰრწმენეს იგი, მიიღოს ცხორებაჲ საუკუნოჲ.
Verse: 16
რამეთუ ესრე შეიყუარა ღმერთმან სოფელი, ვიდრემდე ძე თჳსი მხოლოდ შობილი* მას ზედა მისცა, რამეთუ ყოველსა რომელსა ჰრწმენეს იგი, არა წარწყმდეს, არამედ მიიღოს ცხორებაჲ საუკუნოჲ.
Verse: 17
რამეთუ არა ეგრე მოავლინა ღმერთმან ძჱ* თჳსი სოფლად, რაჲთამცა დასაჯა სოფელი, არამედ რაჲთა იჴსნეს სოფელი მის გამო.
Verse: 18
რომელსა ჰრწმენეს იგი, არა დაისაჯოს, და რომელსა არა ჰრწმენეს იგი, აწვე დასჯილ არს, რამეთუ არა ჰრწმენა სახელი მხოლოდ შობილისა ძისა ღმრთისაჲ.
Verse: 19
და ესე არს სასჯელი, რამეთუ ნათელი მოვიდა სოფლად, რამეთუ შეიყუარეს კაცთა ბნელი უფროჲს ვიდრე ნათელი, რამეთუ იყვნეს საქმენი მათნი ბოროტნი.
Verse: 20
რამეთუ ყოველი რომელი იქმნ ბოროტსა, სძულნ ნათელი და არა მოვიდის ნათლად, რაჲთა არა ემხილნენ საქმენი მისნი.
Verse: 21
ხოლო რომელი ჰყოფნ ჭეშმარიტებასა, მოვიდის ნათლად, რაჲთა განცხადნენ საქმენი მისნი, რამეთუ ღმრთისა მიერ ქმნულ არიან.
Verse: 22
ამისა შემდგომად მოვიდა იესუ და მოწაფენი მისნი ქუეყანასა მას ჰურიასტანისასა და მუნ იქცეოდა მოწაფითურთ* და ნათელს-სცემდა.
Verse: 23
მუნ იყო იოჰანეცა* ენჵნს, მახლობელად სალიმსა, რამეთუ წყალნი მრავალნი იყვნეს მუნ, და მოვიდეს და ნათელს-იღებდეს.
Verse: 24
რამეთუ არღა შეეგდო იოჰანე საპყრობილესა.
Verse: 25
ხოლო იყო გამოძიება მოწაფეთა მათ იოვანესთა ჰურიათა მიმართ განწმედისათჳს.
Verse: 26
მოვიდეს იოჰანჱსა და ჰრქუეს მას: რაბი, რომელი-იგი იყო შენ თანა წიაღ იორდანესა, რომლისათჳს შენ სწამე, აჰა იგი ნათელს-სცემს და ყოველნი მივლენან მისა.
Verse: 27
მიუგო იოვანე და ჰრქუა: ვერ შემძლებელ არს კაცი მოღებად თავით თჳსით არარაჲ, არა თუ მოცემულ იყოს მისა ზეცით გარდამო.
Verse: 28
თქუენ თჳთ მოწამე ხართ ჩემდა, რამეთუ გარქუ თქუენ, ვითარმედ: არა ვარ მე ქრისტე*, არამედ მოვლინებულ ვარ წინა მისსა.
Verse: 29
რამეთუ რომლისაჲ არნ სძალი, იგი არნ სიძჱ; ხოლო მიყუარი სიძისაჲ მის, რომელი დგან და ისმენნ მისსა, სიხარულით იხარებნ ჴმასა მის სიძისასა. აწ ესე სიხარული, რომელ ჩემი არს, აღსრულებულ არს.
Verse: 30
მისა* ჯ(ერ)-არს აღორძინებაჲ და ჩემდა დაკლებაჲ.
Verse: 31
ზეგარდამომავალი ყოველთა ჟეჟთა* არს. რომელი ქუეყანისა ამისგანი არს, ქუეყანისაგან არს და ქუეყანისასა იტყჳს; რომელი ზეცით გარდამოვალს,
Verse: 32
რაჲცა იხილა და ესმა, წამებს, და წამებასა მას მისსა არავინ შეიწყნარებს.
Verse: 33
რომელმან შეიწყნაროს წამებაჲ მისი, აღიბეჭდა, ვითარმედ ღმერთი (ჭეშ)მარიტ არს.
Verse: 34
რამეთუ რომელი-იგი ღმერთმან მოავლინა, სიტყუათა* ღმრთისათა იტყჳს, რამეთუ არა ზომით მისცა ღმერთმან სული იგი.
Verse: 35
მამასა უყუარს ძე და ყოველი მისცა ჴელთა მისთა.
Verse: 36
რომელსა ჰრწმენეს ძჱ, მიიღოს ცხორებაჲ საუკუნოჲ, და რომელსა არა ჰრწმენეს ძჱ, არა იხილოს ცხორებაჲ, არამედ რისხვაჲ ღმრთისაჲ დაადგრეს მას ზედა.
Copyright TITUS Project
Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form
without prior permission by the copyright holder.