მუნ დგეს ტაკუკნი მარმარილოჲსანი ექუსნი განსაწმედელად ჰურიათა მათ; შთაისხის თითოეულმან მათგანმან ორ ანუ თუ სამ საწყაულ.
Verse: 7
ჰრქუა მათ იესუ: აღავსენით* ტაკუკნი ეგე წყლითა! და აღავსნეს იგინი.
Verse: 8
და ჰრქუა მათ: აღმოიღეთ და მოართუთ პურისა უფალსა და მთავარსა ამის ტაძრისასა! და მათ მოართუეს*.
Verse: 9
და ვითარცა გემოჲ იხილა მთავარმან მან წყალი იგი ღჳნოდ* გარდაქცეული, და არა უწყოდა ვინაჲ იყო, გარნა მსახურთა მათ ხოლო უწყოდეს, მიუგო სიძესა მას მთავარმან მან მის ტაძრისამან
Verse: 10
და ჰრქუა*: ყოველმან კაცმან კეთილი ღჳნოჲ* პირველ ამსახურის და, რაჟამს დაითრვნიან, მაშინ ჯერკუალიცა. შენ დაჰმარხე ღჳნოჲ კეთილი მოაქამდე.
Verse: 11
ესე ყო დასაბამ სასწაულთა* იესუ კანას* გალილეაჲსასა და გამოაცხადა დიდებაჲ თჳსი, და ჰრწმენა მისი მოწაფეთა მისთა.
Verse: 12
ამისა შემდგომად შთავიდა იესუ კაფერნაომდ, იგი თავადი და დედაჲ მისი და ძმანი მისნი, და მუნ იყო არა მრავალ დღე.
Verse: 13
და იყო დღესასწაული იგი ჰურიათაჲ მოახლებულ, და აღვიდა იესუ იერუსალჱმდ*.
Verse: 14
და პოვა ტაძარსა მას, რამეთუ ფრდიდეს ზროხასა და ცხოვარსა და ტრედსა, და კერმის მცვალებელნი*, რამეთუ სხდეს.
Verse: 15
და ქმნა შოლტი საბლისაჲ და გამოასხა ყოველი ტაძრისაგან: და ცხოვარი და ზროხაჲ; და პილენძი თესლის მოფარდულთა* მათ განუბნია და ტაბლები იგი დაამჴუა.
Verse: 16
და რომელნი-იგი ტრედსა ფრდიდეს, ჰრქუა მათ: განიღეთ ეგე ამიერ და ნუ შეიქმთ სახლსა მამისა (ჩემისა)სა* სავაჭროდ.
Verse: 17
მაშინ მოიჴსენეს მოწაფეთა მათ მისთა, ვითარმედ წერილ არს: შურმან სახლისა შენისამან შემჭამოს მე.
Verse: 18
მიუგეს ჰურიათა მათ და ჰრქუეს მას: რაჲ სასწაულ გჳჩუენო* ჩუენ, რამეთუ მაგას იქმ?
Verse: 19
მიუგო იესუ და ჰრქუა: დაარღჳეთ* ტაძარი ესე, და მესამესა დღესა აღვჰმართო ეგე.
Verse: 20
ჰრქუეს მას ჰურიათა მათ: ორმეოც და ექუსსა წელსა აღეშენა* ტაძარი ეგე. და შენ სამსა დღ[ესა] აღჰმართო* ესე?
Verse: 21
ხოლო იგი იტყოდა ტაძრ(ად) ჴორცთა მათ თჳსთა.
Verse: 22
და რაჟამს აღდგა მკუდრეთით, მოეჴსენა მოწაფეთა მისი, ვითარმედ ესე არს, რომელსა-იგი იტყოდა, და ჰრწმენა წერილისაჲ მის და სიტყჳსაჲ მის, რომელ თქუა იესუ.
Verse: 23
და ვითარ იყო იერუსალჱმს* დღესასწაულსა მას, მრავალთა ჰრწმენა სახელი მისი, რამეთუ ხედვიდეს სასწაულთა მათ, რომელთა იქმოდა.
Verse: 24
ხოლო თავადი იესუ არას არწმუნებდა თავსა თჳსსა მათ ამისთჳს, რამეთუ თჳთ უწყოდა, რამეთუ ყოველთა უწყოდეს იგი.
Verse: 25
და არცა უჴმდა რაჲ მას, ვითარმცა წამა ვინმე კაცისა მისთჳს, რამეთუ თჳთ უწყოდა, რაჲ იყო კაცისა მის თანა.
Copyright TITUS Project
Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form
without prior permission by the copyright holder.