TITUS
Tetraevangelium e codice Adisi: Part No. 69

Book: Jo. 


[სახარებაჲ იოვანე]სი


Chapter: 1 


Verse: 1 
   (პ)ირველითგან იყო სიტყუაჲ და სიტყუაჲ იგი იყო ღმრთისა თანა, და ღმერთ იყო სიტყუაჲ იგი.
Verse: 2 
   ესე იყო დასაბამითგან ღმრთისა თანა.
Verse: 3 
   ყოველივე მის მიერ იქმნ(ა)*, და მისსა გარეშე არარაჲ იქმნა, რომელ-რაჲ იქმნა.
Verse: 4 
   მის მიერ ცხორებაჲ იყო და ცხორებაჲ იგი იყო ნათელ კაცთა.
Verse: 5 
   და ნათელი იგი ბნელსა შინა ნათობს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია.
Verse: 6 
   და იყო კაც ერთ მოვლინებულ ღმრთისა მიე[რ], და სახელი მისი იოვანე.
Verse: 7 
   ესე მოვიდა წამებად, რაჲთა წამოს მის ნათლისათჳს, რაჲთა ყოველთა ჰრწმენეს მის გამ(ო).
Verse: 8 
   არა თუ იგი იყო ნათელი, არამედ რაჲთა წამოს მის ნათლისათჳს.
Verse: 9 
   ხ~ იყო ნათელი იგი ჭეშმარიტი, რომელი განანათლებს* ყოველსა კაცსა, მომავალსა* სოფლად.
Verse: 10 
   სოფელსა ამას იყო, და სოფელი მის მიერ იქმნა, და სოფელმან იგი არა იცნა.
Verse: 11 
   თჳსთა მათ მოვიდა, და თჳსთა მათ არა შეიწყნარეს.
Verse: 12 
   ხოლო რომელთა შეიწყნარეს იგი, მისცა მათ ჴელმწიფებაჲ ნაშობ ღმრთის* ყოფად, რომელთა ჰრწმენეს სახელი მისი.
Verse: 13 
   რომელნი არა სისხლთაგან და არცა ნებითა ჴორცთაჲთა და არცა ნებითა მამაკაცისაჲთა, არამედ ღმრთისა მიერ იშვნეს*.
Verse: 14 
   და სიტყუაჲ იგი ჴორციელ იქმნა და დაემკჳდრა* ჩუენ თანა, და ვიხილეთ დიდებაჲ მისი, დიდებაჲ ვითარცა მხოლოდ შობილისაჲ მამისა მიერ, სავსჱ მადლითა და ჭეშმარიტებითა.
Verse: 15 
   იოვანე წამებს მისთჳს, ღაღატ-ყო და თქუა: ესე იყო, რომლისათჳს ვთქუ: რომელ-იგი ჩემსა შემდგომად მოსლვად არს, წინა ჩემსა იყო, რამეთუ იყოვე წინა ჩემსა.
Verse: 16 
   რამეთუ სავსებისა მისისაგან მოვიღეთ ჩუენ ყოველთა მადლი მადლისა წილ.
Verse: 17 
   რამეთუ შჯული იგი ჴელითა მოსესითა მოეცა, მადლი და ჭეშმარიტებაჲ იესუ ქრისტჱს* მიერ იქმნა.
Verse: 18 
   ღმერთი* ვერვინ სადა იხილა, გარნა მხოლოდ შობილმან ძემან, რომელ არს წიაღთა მამისათა, მან გამოთქუა.
Verse: 19 
   [დ]ა ესე არს წამებაჲ იოვანესი, რაჟამს მიავლინეს მისა ჰურიათა იერუსალჱმით* მღდელნი და ლევიტელნი, რაჲთა ჰკითხონ მას, ვითარმედ: ვინ ხარ?
Verse: 20 
   და აღიარა და არა უვარ-ყო; აღიარა, ვითარმედ: მე არა ქრისტე* ვარ.
Verse: 21 
   და ჰკითხეს მას: უკუეთუ ვინ ხარ შენ? ელია ხარ? და ჰრქუა: არა. წინაწარმეტყუელი* იგი ხარ შენ? მიუგო: არა.
Verse: 22 
   უკუე მითხარ ჩუენ, ვინ ხარ შენ, რაჲთა მიუთხრათ მომავლინებელთა მათ ჩუენთა, რაჲ ვჰრქუათ შენთჳს?
Verse: 23 
   მე - ჴმაჲ ღაღადებისაჲ უდაბნოსა: წრფელ ყავთ გზაჲ უფლისაჲ, ვითარცა თქუა ესაჲა წინაჲსწარმეტყუელმან.
Verse: 24 
   და რომელნი-იგი მიევლინნეს, ფარისეველთა მათგანნი იყვნეს.
Verse: 25 
   ჰკითხეს მას და ჰრქუეს: და რაჲსა ნათელ-სცემ, უკუეთუ შენ არა ხარ ქრისტე* და არცა ელია და არცა წინაწარმეტყუელი იგი?
Verse: 26 
   მიუგო მათ იოჵანე* და ჰრქუა: მე ნათელს-გცემ თქუენ წყლითა; შორის თქუენსა დგას, რომელი-იგი თქუენ არა იცით,
Verse: 27 
   რომელი-იგი ჩემსა შემდგომად მოსლვად არს, რომლისა არა ღირს ვარ, ვითარმცა განუჴსნენ საბელნი ჴამლთა მისთანი.
Verse: 28 
   ესე ბეთაბრას იყო, წიაღ იორდანესა, სადა-იგი იოვანე ნათელს-სცემდა.
Verse: 29 
   ხვალისაგან ხედვიდა იესუს, რამეთუ მოვიდოდა მისა, და თქუა: აჰა ესერა კრავი იგი ღმრთისაჲ, რომელმან აღჴოცნეს ცოდვანი სოფლისანი.
Verse: 30 
   ესე არს, რომლისათჳს-იგი მე გეტყოდე*: შემდგომად ჩემსა მოვალს კაცი, რომელ წინა ჩემსა იყო, რამეთუ იყო წინავე ჩემსა.
Verse: 31 
   და მე არა ვიცოდე იგი, არამედ რაჲთა გამოეცხადოს ისრაჱლსა, ამისთჳს მოვედ მე წყლითა ნათლის-ცემად.
Verse: 32 
   წამა იოვანე და თქუა: ვხედევდ სულსა მას, რამეთუ გარდამოვიდოდა ვითარცა ტრედი ზეცით და დაადგრა მას ზედა.
Verse: 33 
   და მე არა ვიცოდე იგი, არამედ რომელმან მომავლინა მე ნათლის-ცემად წყლითა, მან მრქუა მე: რომელსა ზედა იხილო სული იგი, გარდამომავალი და დადგრომილი მას ზედა, იგი არს, რომელი ნათელ-სცემდეს სულითა წმიდითა.
Verse: 34 
   და მე ვიხილე და ვწამე, ვითარმედ ესე არს ძჱ იგი ღმრთისაჲ.
Verse: 35 
   ხვალისაგან დგა იოჰანე და მოწაფეთა მისთაგანნი ორნი.
Verse: 36 
   და ხედვიდა იესუს, რამეთუ მოვიდოდა; თქუა: აჰა ესერა ქრისტე, კრავი ღმრთისაჲ.
Verse: 37 
   ესმა მისგან ორთა მათ მოწაფეთა, რამეთუ იტყოდა, და შეუდგეს იესუს.
Verse: 38 
   მიექცა იესუ და იხილნა იგინი, რამეთუ შეუდგეს მას; ჰრქუა მათ: რასა ეძიებთ? მათ ჰრქუეს მას: რაბი, რომელ გამოითარგმანების: მოძღუარ, სადა არს სავანე შენი?
Verse: 39 
   ჰრქუა მათ: მოვედით და იხილეთ. მოვიდეს და იხილეს, სადა იყო სავანე მისი, და მის თანა დაიყოვნეს* მას დღესა, რამეთუ ჟამი იყო ვითარ მეათჱ.
Verse: 40 
   იყო ანდრია, ძმაჲ პეტრესი, ერთი ორთა მათგანი, რომელთა ესმა იოჰანესგან, და შეუდგეს კუალსა მისსა.
Verse: 41 
   პოვა მან პირველ ძმაჲ იგი თჳსი სიმონ და ჰრქუა მას: ვპოვეთ მესია, რომელ გამოითარგმანების: ქრისტე*.
Verse: 42 
   ამან მოიყვანნა იგინი იესუსა. მიხედა მას იესუ და ჰრქუა: შენ ხარა სიმონ, ძე იონაჲსი? შენ გერქუას კეფა, რომელ ითარგმანების: კლდე*.
Verse: 43 
   ხვალისაგან, ვითარ უნდა გამოსლვად გალილეად, პოვა ფილიპე* და ჰრქუა მას იესუ: მომდევდ მე.
Verse: 44 
   და იყო ფილიპე ბეთსაიდაჲთ, ქალაქით ანდრიაჲსით და პეტრესით*.
Verse: 45 
   პოვა ფილიპე ნათანაელი და ჰრქუა მას: რომლისათჳს დაწერა მოსე შჯულსა მას და წინაწარმეტყუელთა, ვპოეთ: იესუ, ძე იოსეფისი, ნაზარეთით.
Verse: 46 
   ჰრქუა მას ნათანაელ: და ნაზარეთით ეგების-მე რაჲ კეთილი რაჲმე ყოფად? ჰრქუა მას ფილიპე*: მოვედ და იხილე.
Verse: 47 
   ვითარცა იხილა იესუ ნათანაელი*, რამეთუ მოვიდოდა მისა, თქუა მისთჳს: აჰა ჭეშმარიტად ისრაჱლიტელი, რომლისა თანა ზაკუვაჲ არა არს.
Verse: 48 
   ჰრქუა მას ნათანაელ: ვინაჲ მიცი მე? მიუგო იესუ და ჰრქუა მას: ვიდრე ფილიპეს მიწოდებადმდე შენდა, რამეთუ იყავ ლეღუსა მას ქუეშე, გიხილე შენ.
Verse: 49 
   მიუგო ნათანაელ და ჰრქუა: რაბი, შენ ხარა ძჱ ღმრთისაჲ, შენ ხარ მეუფჱ ისრაჱლისაჲ?
Verse: 50 
   მიუგო მას იესუ და ჰრქუა: ამისთჳს, რამეთუ გარქუ შენ, ვითარმედ: გიხილე შენ ლეღუსა მას ქუეშე, და გრწამს. უდიდესი-ღა ამისა იხილო.
Verse: 51 
   და ჰრქუა მას: მართლიად მართალსა გეტყუ თქუენ: იხილნეთ ცანი განხუმულნი და ანგელოზნი ღმრთისანი*, რამეთუ აღვიდოდიან და გარდამოვიდოდიან ძესა ზედა კაცისასა.




Copyright TITUS Project Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.