TITUS
Tetraevangelium e codice Adisi: Part No. 68

Chapter: 24 


Verse: 1 
   ხოლო ერთშაფათსა მას, მსთუად* განთიად მო(ვი)დეს* სამარესა მას, მოიღეს საკუმეველი იგი, რომელ დამზადეს, და სხუანიცა დედანი მათ თანა.
Verse: 2 
   და პოეს ლოდი იგი გარდაგორვებული სამარისა მისგან.
Verse: 3 
   და შევიდეს შინა, არა პოვნეს ჴორცნი იგი უფლისა იესუჲსნი.
Verse: 4 
   და იყო დაკჳრვებასა* მათსა მისთჳს, და აჰა ორ კაც გამოჩნდეს სამოსლითა ბრწყინვალითა.
Verse: 5 
   და ვითარ შეშინებულ იყვნეს, დავარდეს პირსა ზედა თჳსსა ქუეყანად; ჰრქუეს მათ: რაჲსა ეძიებთ ცხოელსა მას მკუდართა თანა?
Verse: 6 
   არა აქა არს, არამედ აღდგა. მოიჴსენეთ, ვითარ-იგი გეტყოდა თქუენ, ვიდრე იგი იყო გალილეას.
Verse: 7 
   და თქუა, ვითარმედ: თანა-აც ძესა კაცისასა მიცმად ჴელთა კაცთა ცოდვილთასა ჯუარ-ცუმად და მესამესა დღესა აღდგომად.
Verse: 8 
   და მოიჴსენნეს სიტყუანი* მისნი.
Verse: 9 
   და მიექცეს და მიუთხრეს ესე ყოველი ათერთმეტთა მათ და სხუათა ყოველთა.
Verse: 10 
   და იყვნეს მარიამ მაგდანელი და იოჵანა* და მარიამ იაკობისი და სხუანი იგი მათ თანა, რომელთა უთხრეს ესე მოციქულთა მათ.
Verse: 11 
   და უჩნდეს მათ წინაშე ვითარცა სიჩქურე სიტყუანი* მათნი და არა ჰრწმენა მათი.
Verse: 12 
   ხოლო პეტრე აღდგა, მირბიოდა სამარესა მას და შთახედნა და იხილნა მჩუარნი იგი ხოლო, რომელ* ისხნეს, და წარვიდა გონებასა თჳსსა დაკჳრვებული საქმისა მისთჳს.
Verse: 13 
   და აჰა ორნი მათგანნი მივიდოდეს მასვე დღესა შინა დაბასა ერთსა, რომელი შორავს იერუსალჱმსა* ას სამეოც ასპარეზ, და იყო სახელი მისი ემმაუს.
Verse: 14 
   და იგინი იტყოდეს ურთიერთას ყოველთა მათთჳს ყოფილთა.
Verse: 15 
   და იყო იტყოდეს რაჲ ურთიერთას და გამოეძიებდეს, თავადი იესუ მიეახლა და მივიდოდა მათ თანა.
Verse: 16 
   და თუალნი* მათნი შეპყრობილ იყვნეს, რაჲთა არა იცნან იგი.
Verse: 17 
   და ჰრქუა მათ: რაჲ არიან სიტყუანი* ეგე, რომელთა ჰჴდებით ურთიერთას გზასა მაგას და მწუხარე ხართ?
Verse: 18 
   მიუგო ერთმან მათგანმან, რომელსა სახელი ერქუა კლეოპა, და ჰრქუა მას: შენ ხოლო მწირ ხარ იერუსალჱმს* და არა აგრძენ, რაჲ იქმნა მას შინა* დღეთა ამათ შინა?
Verse: 19 
   და ჰრქუა მათ: რომელი? და მათ ჰრქუეს: იესუჲსთჳს ნაზორეველისა, რომელი-იგი იქმნა კაც წინაწარმეტყუელ*, ძლიერ საქმითა და სიტ(ყ)ჳთა წინაშე ღმრთისა და ყოვლისა მის ერისა.
Verse: 20 
   ვითარ მისცეს იგი მღდელთ მოძღუართა მათ და მთავართა ჩუენთა სასჯელსა მას სიკუდილისასა და ჯუარს-აცუეს*.
Verse: 21 
   და ჩუენ ვესევდით, ვითარმედ იგი არს, რომელმან იჴსნეს* ისრაჱლი; და ამას ყოველსა ზედა ესე მესამე დღე არს, ვინაჲთგან იქმნა.
Verse: 22 
   არამედ დედათაცა ვიეთმე ჩუენგანთა დამაკჳრვეს ჩუენ, რომელნი მსთუად განთიადსა მას მივიდეს სამარესა მას
Verse: 23 
   და არა პოვნეს ჴორცნი მისნი. მოვიდეს და იტყოდეს, ვითარმედ: ხილვაჲ ანგელოზთაჲ ვიხილეთ, რომელნი იტყოდეს, ვითარმედ: ცხოველ არს.
Verse: 24 
   და წარვიდეს რომელნიმე ჩუენგანნიცა სამარესა მას და პოეს ეგრევე, ვითარცა დედათა მათ თქუეს, ხოლო იგი ვერ იხილეს.
Verse: 25 
   და მან ჰრქუა მათ: ჵ უგუნურნო და დაშთომილნო სარწმუნოებასა ყოველთა, რომელთა იტყოდეს წინაჲსწარმეტყუელნი* იგი!
Verse: 26 
   არა მითვე ყოვლითა ჯერ-იყო ვნებად ქრისტესა და შესლვად დიდებასა თჳსსა?
Verse: 27 
   და იწყო მოსჱსითგან და ყოველთა წინაწარმეტყუელთა* და გამოუთარგმანებდა მათ ყოველთა წიგნთაგან, რომელთა* წერილ არს მისთჳს.
Verse: 28 
   ვითარცა მიეახლნეს დაბასა მას, რომელსა მივიდოდეს, და მან მიზეზ-ყო შორად-რე წარსლვად.
Verse: 29 
   და აჲძულეს* მას და ჰრქუ[ეს]: ჩუენ თანა იყავ, რამეთუ მწუხრ და მიდრეკილ არს მზე*. და შევიდა დაყოფად მათ თანა.
Verse: 30 
   და იყო ვითარცა ინაჴ-იდგა მათ თანა, მოიღო პური, აკურთხა, განტეხა და მისცა მათ.
Verse: 31 
   და თუალნი* მათნი განეხუნეს და იცნეს იგი. და იგი მიეფარა მათგან.
Verse: 32 
   და იტყოდეს ურთიერთას: არა გულნი ჩუენნი განჴურვებულ იყვნეს, ვიდრე-იგი გუეტყოდა ჩუენ და ვითარ განგჳმარტებდა ჩუენ წიგნებსა?
Verse: 33 
   და აღდგეს მასვე ჟამსა და მიიქცეს იერუსალჱმდ და პოვნეს შეკრებულ ათერთმეტნი იგი და რომელნი მათ თანა იყვნეს,
Verse: 34 
   რომელთა ჰკითხეს* მათ, ვითარმედ: ნანდჳლ აღდგა უფალი და ეჩუენა სიმონს.
Verse: 35 
   და იგინი უთხრობდეს მათ, რაჲ-იგი მგზავრ იყო და ვითარ გამოეცხადა მათ განტეხასა მას პურისასა.
Verse: 36 
   ვიდრე იგინი ამას იტყოდეს ოდენ, თავადი იესუ დადგა შორის მათსა და ჰრქუა მათ: მშჳდობაჲ ჩემი თქუენ თანა! მე ვარ, ნუ გეშინინ!
Verse: 37 
   შეძრწუნდეს და შეშინდეს, ჰგონებდეს, ვითარმედ საუცარ რაჲმე ეჩუენა.
Verse: 38 
   და ჰრქუა: რაჲსა შესძრწუნდებით, და რაჲსა ზრახვანი შევლენან გულთა თქუენთა?
Verse: 39 
   იხილენით ჴელნი ჩემნი და ფერჴნი, რამეთუ მე იგივე ვარ. ჴელი შემახეთ და მიხილეთ, რამეთუ სულსა ხოლო ჴორც და ძუალ არა არნ*, ვითარცა-ესე მე მხედავთ, რამეთუ ჩემ თანა არს.
Verse: 40 
   და ესე ვითარცა თქუა, უჩუენნა მათ ჴელნი და ფერჴნი.
Verse: 41 
   და ვიდრე ორგულებდეს-ღა სიხარულთია მით და უკჳრდა*, ჰრქუა მათ: გაქუს რაჲ აქა ჭამად?
Verse: 42 
   და მათ მიუპყრეს თევზისა მწუარისაჲ და გოლი თაფლი.
Verse: 43 
   და მოიღო, ჭამა მათ წინაშე და ნეშტი იგი მისცა მათ
Verse: 44 
   და ჰრქუა მათ: სიტყუანი ესე არიან, რომელთა გეტყოდე თქუენ, ვიდრე თქუენ თანა ვიყავ, ვითარმედ: ჯერ-არს აღსრულებად ყოველთა მათ წერილთაჲ შჯულსა მას მოსესსა და წინაწარმტყუელთასა* და ფსალმუნთასა ჩემთჳს.
Verse: 45 
   მაშინ განუხუნა გონებანი მათნი გულისჴმის-ყოფად წიგნებისა
Verse: 46 
   [დ]ა ჰრქუა მათ, რამეთუ: ესრე ჯერ-იყო ვნებად ქრისტჱსა და აღდგომად მკუდრეთით მესამესა დღესა
Verse: 47 
   და ქადაგებად სახელითა მისითა სინანული და მიტევებაჲ ცოდვათაჲ ყოველთა მიმართ ნათესავთა, იწყო იერუსალჱმით*,
Verse: 48 
   და თქუენ მოწამე ხართ ამას ყოველსა.
Verse: 49 
   და აჰა მე მივავლინებ აღთქუმასა მამისა ჩემისასა თქუენ ზედა. და თქუენ დასხედით ქალაქსა ამას იერუსალჱმსა*, ვიდრემდე შთაიცუათ ძალი მაღლით.
Verse: 50 
   [გ]ამოიყვანნა იგინი ბეთანიადმდე და აღიპყრნა ჴელნი თჳსნი და აკურთხნა იგინი.
Verse: 51 
   და იყო კურთხევასა მას ოდენ განეყენა მათგან.
Verse: 52 
   და მათ თაყუანის-სცეს მას, მიიქცეს იერუსალჱმდ* სიხარულითა დიდითა.
Verse: 53 
   და იყვნეს მარადის* ტაძარსა მას შინა [და აკუ]რთხე[ვდეს] ღმერთსა.





Copyright TITUS Project Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.