TITUS
Tetraevangelium e codice Adisi: Part No. 67

Chapter: 23 


Verse: 1 
   და აღდგა ყოველი იგი სიმრავლე მათი და მოიყვანეს იგი პილატესა.
Verse: 2 
   და იწყეს შესმენად მისა და იტყოდეს: ესე ვპოეთ, რომელი გარდააქცევდა ნათესავსა ჩუენსა და აყენებდა ხარკისა მიცემად კეისრისა და იტყოდა თავსა თჳსსა, ვითარმედ ქრისტე იგი არს მეუფჱ.
Verse: 3 
   ხოლო პილატე ჰკითხვიდა მას და ჰრქუა: შენ ხარ მეუფჱ ჰურიათაჲ? მან მიუგო და ჰრქუა: შენ სთქუ.
Verse: 4 
   ჰრქუა პილატე მღდელთ მოძღუართა მათ და სიმრავლესა მას: არას ვპოებ ბრალსა კაცისა ამის თანა.
Verse: 5 
   და იგინი განკრძალულ იყვნეს და იტყოდეს, ვითარმედ: აღძრვს ერსა და ასწავებს ყოველსა ჰურიასტანსა; იწყო გალილეაჲთ და მოაქამდე.
Verse: 6 
   ხოლო პილატეს ვითარცა ესმა გალილეაჲსაჲ, ჰკითხა, ვითარმედ: გალილეველ არს კაცი ესე?
Verse: 7 
   და ვითარცა აგრძნა, ვითარმედ საბრძანებელისაგან ჰეროდესი არს, მიუძღუანა იგი ჰეროდეს, რამეთუ იგიცა იერუსალჱმს იყო მათ დღეთა შინა.
Verse: 8 
   და ჰეროდე ვითარცა იხილა იესუ, განიხარა დიდად, რამეთუ სწადოდა მრავლით ჟამითგან ხილვაჲ მისი, რამეთუ მრავლით ჟამითგან სწადოდა მისთჳს სასწაულის ხილვად მისგან.
Verse: 9 
   ჰკითხვიდა მას* სიტყუათა* მრავალთა, და მან არარაჲ მიუგო მას.
Verse: 10 
   დგეს მღდელთ მოძღუარნი იგი და მწიგნობარნი, განკრძალულად ძჳრსა იტყოდეს მისთჳს.
Verse: 11 
   შეურაცხ-ყო იგი ჰეროდეცა ერითურთ თჳსით, განბასრა იგი და შეჰმოსა სამოსელი სპეტაკი და მიუძღუანა მუნვე პილატეს.
Verse: 12 
   და იმოყურნეს ჰეროდე და პილატე მას დღესა შინა, რამეთუ წინა მტერ იყვნეს ურთიერთას.
Verse: 13 
   მოუწოდა პილატე* მღდელთ მოძღუართა მათ და მთავართა და ერსა მას
Verse: 14 
   და ჰრქუა მათ: მოიყვანეთ, წარმოადგინეთ ჩემ წინაშე კაცი ესე ვითარცა განმდრეკელი ერისაჲ მაგის, და აჰა ესერა თქუენ წინაშე ვიკითხე და ბრალ არაჲ ვპოე კაცისა მაგის თანა, რომელსა თქუენ ძჳრსა იტყჳთ მაგისთჳს.
Verse: 15 
   არამედ არცა ჰეროდე, რამეთუ მიუძღუანე ეგე მას, და აწ არაჲ სიკუდილის საქმჱ* უქმნიეს მაგას.
Verse: 16 
   განვსწავლო ეგე და განუტეო.
Verse: 17 
   რამეთუ თანა-ედვა დღესასწაულად-დღესასწაულად ერთი მიტევებად მათდა.
Verse: 18 
   და ღაღადებდა ყოველი იგი სიმრავლე და იტყოდეს: აღიღე ეგე და განუტევე ჩუენდა ბარაბა,
Verse: 19 
   რომელ-იგი აღძრვისათჳს რაჲსმე ქალაქსა შინა და კაცის-კლვისათჳს შეყენებულ იყო საპყრობილესა შინა.
Verse: 20 
   მერმე პილატე იწყო სიტყუად*, რამეთუ უნდა განტევებაჲ მისი.
Verse: 21 
   და იგინი უფროჲს ღაღადებდეს და იტყოდეს: ჯუარს-აცუ ეგე!
Verse: 22 
   და მან სამ გზის ჰრქუა მათ: რაჲ ძჳრ უქმნიეს ამას? არაჲ ბრალი ვპოვე ამის თანა. ვსწავლო ეგე და განუტეო.
Verse: 23 
   და იგინი აწუევდეს ჴმითა დიდითა და გამოითხოვდეს ჯუარ-ცუმად. და განძლიერდებოდეს ჴმანი მათნი და მღდელთ მოძღუართანი მათ.
Verse: 24 
   და პილატე განაჩინა აღსრულებად თხოვაჲ იგი მათი.
Verse: 25 
   განუტევა მათდა ბარაბა* იგი, რომელი აღძრვისათჳს და კაცის-კლვისათჳს შეეყენა საპყრობილესა, რომელსაცა-იგი ითხოვდეს, და იესუ მიუტევა ნებასა მათსა.
Verse: 26 
   ვითარცა წარიყვანეს იგი, შეიპყრეს ვინმე სიმონ კჳრინელი, რომელი მოვიდოდა აგარაკით, და დასდვეს ჯუარი იგი მას ზედა მიღებად კუალსა იესუსა.
Verse: 27 
   და მისდევდა მას სიმრავლე ერისაჲ მის და დედებისაჲ, რომელნი ტიროდეს და ეტყებდეს მას.
Verse: 28 
   მიექცა იესუ და ჰრქუა მათ: ასულნო იერუსალჱმისანო*, ნუ სტირთ ჩემდა, არამედ სტიროდეთ თავთა თქუენთა და ზედა ნაშობთა თქუენთა,
Verse: 29 
   რამეთუ მოვიდენ დღენი, რომელთა შინა იტყოდიან, ვითარმედ: ნეტარ ბერწთა და მუცელთა, რომელთა არა შვეს, და ძუძუთა, რომელთა არა აწოეს!
Verse: 30 
   მას ჟამსა იწყონ სიტყუად მთათა მიმართ: დამეცენით ჩუენ ზედა! და ბორცუთა, ვითარმედ: დამფარენით* ჩუენ.
Verse: 31 
   უკუეთუ ძელსა ნედლსა ამას უყოფენ, ჴმელსა მას რაჲ-მეღა უყონ?
Verse: 32 
   მოჰყვანდეს სხუანიცა* ორნი ძჳრის მოქმედნი მის თანა.
Verse: 33 
   ვითარცა მიეახლნეს ადგილსა მას, რომელსა* ერქუმის თხემ, და მუნ ჯუარს-აცუნეს იგი და ძჳრის* მოქმედნი იგი, რომელიმე* მარჯუენით და რომელიმე მარცხენით ჯუარს-აცუნეს.
Verse: 34 
   და იესუ თქუა: მამაო, მიუტევე მაგათ, რამეთუ არა იციან, რასა იქმან. განიყვეს სამოსელი მისი და წილ-იგდეს.
Verse: 35 
   და დგა ერი და ხედვიდა. ხ~ ეკიცხევდეს მთავარნი იგი მათ თანა და იტყოდეს: სხუანი* განარინნა, განირინენ თავიცა თჳსი, უკუეთუ არს ძჱ ღმრთისაჲ რჩეული.
Verse: 36 
   ხ~ ეკიცხევდეს მას ერისა კაცნიცა იგი, წარდგიან წინაშე, მიუპყრიან მას ძმარი
Verse: 37 
   და ეტყჳედ: უკუეთუ შენ ხარ მეუფჱ ჰურიათაჲ, იჴსენ თავი შენი.
Verse: 38 
   და იყო წიგნი წერილი მას ზედა ბერძულითა* და ფრომინებრითა და ებრაელებრითა, ვითარმედ: ესე არს მეუფე ჰურიათაჲ.
Verse: 39 
   ხოლო ერთი დამოკიდებულთა მათგანი ძჳრის* მოქმედთაჲ ჰგმობდა მას და ეტყოდა: არა შენ ხარ ქრისტე* იგი? იჴსენ თავი შენი და ჩუენცა.
Verse: 40 
   მიუგო მოყუასმან მან რისხვით და ჰრქუა: არა გეშინის შენ ღმრთისა, რამეთუ მასვე ტანჯვასა შინა ხარ?
Verse: 41 
   რამეთუ ჩუენდა მართლ ღირსად საქმეთა ჩუენთაებ* მომეგების ჩუენ, ხოლო ამას უწესოჲ არაჲ უქმნიეს.
Verse: 42 
   და ჰრქუა იესუს: მომიჴსენე მე, უფალო, რაჟამს მოხჳდოდი სუფევითა მით შენითა.
Verse: 43 
   და ჰრქუა მას იესუ: მართლიად გეტყჳ შენ: დღეს ჩემ თანა იყო სამოთხესა მას.
Verse: 44 
   და იყო ვითარ ექუს ჟამ ოდენ, და ბნელ იქმნა ყოველსა ქუეყანასა ვიდრე ცხრა ჟამადმდე.
Verse: 45 
   დაბნელდა მზჱ*, და განიპო ეზოჲ ტაძრისაჲ მის ორგან.
Verse: 46 
   და ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: მამაო, ჴელთა შენთა შევჰვედრებ სულსა ჩემსა. ესე ვითარცა თქუა, აღმოუტევა სული.
Verse: 47 
   ვითარცა იხილა ასისთავმან, რაჲ-იგი იქმნა, ადიდებდა ღმერთსა და თქუა: ნანდჳლვე კაცი ესე მართალ იყო.
Verse: 48 
   და ყოველნი, რომელნი მოსრულ იყვნეს ხილვასა მას და რაჲ-იგი იქმნა, იცემდეს მკერდსა და გარე-უკუნიქცეოდეს.
Verse: 49 
   დგეს ყოველნი მეცნიერნი მისნი შორსგან-რე, და დედანი იგი, რომელნი მოსდევდეს მას გალილეაჲთ, ხედვიდეს მას.
Verse: 50 
   და აჰა კაცი ერთი, რომელსა ერქუა იოსეფ, რომელი-იგი იყო მთავარ მზრახვალთაგანი, კაცი კეთილ და მართალ,
Verse: 51 
   ესე არა შერთულ იყო ზრახვასა და საქმესა მათსა, რომელი-იგი იყო არიმათიაჲთ, ქალაქით ჰურიასტანით*, რომელ იგიცა მოელოდა [სასუ]ფეველსა ღმრთისასა.
Verse: 52 
   [ე]სე წარდგა წინაშე პილატესა და მოითხოვნა ჴორცნი იესუჲსნი
Verse: 53 
   [დ]ა გარდამოიხუნა და წარგრაგნა არდაგსა და დადვა იგი გამოკუეთილსა მას სამარესა, რომელსა არავინ დადებულ იყო.
Verse: 54 
   და დღე იგი იყო პარასკევ და განთენებოდა შაფათა[დ].
Verse: 55 
   [და მ]ისდევდეს მას დედანი იგი, რომელნი მოსრულ იყვნეს მის თანა გალილეაჲთ; ხედვიდეს სამარესა მას და ვითარ დასხნეს ჴორცნი მისნი.
Verse: 56 
   წარვიდეს და დამზადეს საკუმეველი და ნელსაცლებელი და შაფათსა მას დადუმნეს მცნებისა მისთჳს.




Copyright TITUS Project Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.