ხოლო მე ვევედრე მამასა ჩემსა შენთჳს, რაჲთა არა მოგაკლდეს სარწმუნოებაჲ შენი, და შენ ოდესმე მიექცე და განამტკიცნე* ძმანი შენნი.
Verse: 33
ხოლო მან ჰრქუა: უფალო, მე შენ თანა მზა ვარ საპყრობილედ და მოსიკუდილდ.
Verse: 34
ხოლო თავადმან ჰრქუა: გეტყჳ შენ, პეტრე: არღა ეყივლოს ქათამსა დღეს, ვიდრემდე სამ გზის უვარ-მყო მე, ვითარმედ არა მიცი მე.
Verse: 35
და ჰრქუა მათ: ოდეს წარგავლინენ* თქუენ თჳნიერ ბალანტისა და ვაშკარანისა და ფერჴთ-შესასხმელისა*, ნუ* გაკლდა რაჲ თქუენ? ხოლო მათ თქუეს: არაჲ გუაკდა*.
Verse: 36
და მერმე თქუა: არამედ აწ რომელსა აქუნდეს ბალანტი, აღიღენ; ეგრევე მსგავსად ვაშკარანიცა*; და რომელსა არა აქუნდეს, განყიდენ სამოსელი თჳსი და იყიდენ მახჳლი.
Verse: 37
გეტყჳ თქუენ: ესე ხოლო წერილი ჯერ-არს ჩემ ზედა აღსრულებად, ვითარმედ ურჩულოთა თანა შეირაცხა, და რამეთუ ჩემთჳს აღსასრული იყოს.
Verse: 38
ხოლო მათ რქუეს*: უფალო, აჰა ესერა არიან ორ დანაკ. ხოლო თავადმან ჰრქუა: კმა არს.
Verse: 39
და გამოვიდა მიერ და წარვიდა, ვითარცა ჩუეულებაჲ აქუნდა, მთასა ზეთის ხილთასა, და მისდევდეს მას მოწაფენი მისნი.
Verse: 40
და მი-რაჲ-ვიდა ადგილსა მას, და ჰრქუა მათ: ილოცევდით, რაჲთა არა შეხჳდეთ განსაცდელსა.
Verse: 41
და თავადი განეშორა მათგან ვითარ ქვის სატყორცებელ ოდენ, დაიდგნა მუჴლნი, ილოცვიდა
Verse: 42
და იტყოდა: მამაო, უკუეთუ გნებავს თანა-წარსლვად სასუმელი ესე ჩემგან, ხოლო ნუ ნებაჲ ჩემი, არამედ ნებაჲ შენი იყავნ!
Verse: 43*
Verse: 44*
Verse: 45
და აღდგა მიერ ლოცვით და მოვიდა მოწაფეთა თჳსთა და პოვნა იგინი მძინარენი მწუხარებისა მისგან
Verse: 46
და ჰრქუა მათ: რაჲსა გძინავს? აღდეგით და ილოცევდით, რაჲთა არა შეხჳდეთ* განსაცდელსა.
Verse: 47
და ვიდრე იგი ამას იტყოდა, აჰა ერი და რომელსა ერქუა იუდა ისკარიოტელი, ერთი ათორმეტთაგანი, წინა-უძღოდა მათ და მიეახლა იესუს, ამბორის-ყოფად მისა, რამეთუ ესე სასწაული მიეცა მათა* და ჰრქუა: რომელსა მე ამბორს- -უყო, იგი არს.
Verse: 48
ხოლო იესუ ჰრქუა მათ: იუდა ამბორის-ყოფითა მისცემს ძესა კაცისასა.
Verse: 49
იხილეს რაჲ მისთანათა საქმე ესე, ჰრქუეს მას: უფალო, უკუეთუ (გნებავს)*, მოვსრნეთ ესენი მახჳლითა*.
Verse: 50
და სცა ვინმე ერთმან მათგანმან მონასა მღდელთ მოძღურისასა და წარჰკუეთა ყური მისი მარჯუენე*.
Verse: 51
მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: აცადეთ აქამომდე! და შეახო ჴელი ყურსა მისსა და განკურნა იგი.
Verse: 52
ჰრქუა იესუ მოსრულთა მათ მის ზედა მღდელთ მოძღუართა და ერისთავთა მის ტაძრისათა და ხუცესთა: ვითარცა ავაზაკსა ზედა მოსრულ ხართ მახჳლითა* და წათებითა.
Verse: 53
დღითი დღედ თქუენ თანა ვიყავ ტაძარსა შინა, და არა გაჰყავთ ჴელი ჩემ ზედა; არამედ ესე არს ჟამი თქუენი და ჴელმწიფებაჲ ბნელისაჲ.
Verse: 54
და ვითარცა შეიპყრეს იგი, წარყვანეს და შეიყვანეს იგი სახლსა მღდელთ მოძღურისასა. ხოლო პეტრე მისდევდა შორით.
Verse: 55
და აღაგზნეს ცეცხლი შორის ეზოსა და გარე მოასხდეს იგინი, და დაჯდა პეტრეცა შორის მათსა.
Verse: 56
და იხილა იგი მჴევალმან ვინმე მჯდომარე ნათელსა მას და თქუა: ესეცა მის თანავე იყო.
Verse: 57
ხოლო მან უარ-ყო და თქუა: დედაკაცო, არა ვიცი იგი.
Verse: 58
და მცირედ-რე იხილა იგი სხუამან და ჰრქუა: შენცა მათთანაჲ ხარ. ხოლო პეტრე თქუა: კაცნო, არა ვარ მათთანაჲ.
Verse: 59
და ვითარ წარჴდა ჟამი ერთი, სხუაჲ* ვინმე დაამტკიცებდა და იტყოდა: ჭეშმარიტად ესეცა მათთანაჲვე იყო, და რამეთუ გალილეველ არს.
Verse: 60
ხოლო პეტრე ჰრქუა მას: კაცო*, არა ვიცი, რასა იტყჳ. და მეყსეულად ვიდრე იტყოდა-ღა იგი ამას, ქათამი ყივა.
Verse: 61
და მოექცა უფალი და მიხედა პეტრეს. და მოეჴსენა პეტრეს სიტყუაჲ იგი უფლისაჲ, რომელ ჰრქუა მას, ვითარმედ: ვიდრე ქათმისა ჴმობადმდე უვარ-მყო მე სამ გზის, ვითარმედ: არა ვიცი მე.
Verse: 62
და გავიდა გარე, ტიროდა მწარედ.
Verse: 63
ხოლო კაცთა მათ რომელთა შეეპყრა იესუ, ეკიცხევდეს მას და სცემდეს
Verse: 64
და ეტყოდეს: წინაჲსწარმეტყუელებდ*, ვინ არს, რომელმან გცა შენ?
Verse: 65
და სხუასა მრავალსა ჰგმობდეს და იტყოდეს* მისთჳს.
Verse: 66
და ვითარცა განთენა დღე, შეკრბეს მოხუცებულნი და მღდელთ მოძღუარნი და მწიგნობარნი და აღიყვანეს იგი შესაკრებელსა მათსა
Verse: 67
და ეტყოდეს: უკუეთუ შენ ხარ ქრისტე, მითხარ ჩუენ. ხ~ ჰრქუა მათ იესუ: უკუეთუ* გითხრა, არა გრწმენეს;
Verse: 68
და უკუეთუ* გკითხო თქუენ, ვერაჲ მომიგოთ გინა განმიტეოთ.
Verse: 69
ამიერითგან იყოს ძჱ კაცისაჲ მჯდომარჱ მარჯუენით* ძლიერებასა ღმრთისასა.
Verse: 70
და ჰრქუეს მას ყოველთა: შენ უკუე* ხარა ძე ღმრთისაჲ? ჰრქუა მათ: თქუენ იტყჳთ, რამეთუ მე ვარ.
Verse: 71
და მათ თქუეს: რაჲ-ღა გჳჴმს წამებაჲ? ჩუენ თჳთ გუესმა* პირისაგან მისისა.
Copyright TITUS Project
Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form
without prior permission by the copyright holder.