TITUS
Tetraevangelium e codice Adisi: Part No. 65

Chapter: 21 


Verse: 1 
   მიხედა და იხილა, რომელნი დასდებდეს შესაწირავსა ფასის საცავსა მას მდიდარნი.
Verse: 2 
   და იხილა ვინმე ქურივი გლახაკი, რომელმან დადვა ორი მწულილი.
Verse: 3 
   და თქუა იესუ: ჭეშმარიტად გეტყუ თქუენ, რამეთუ ქურივმან გლახაკმან უმეტეს ყოველთასა შეწირა.
Verse: 4 
   რამეთუ ამათ ყოველთა ნამეტავისაგან* მათისა შეწირეს დასადებელსა ამას, ხოლო ამან ნაკლულევანებისაგან თჳსისა ყოველი, რაჲცა აქუნდა საცხორებელი, შეწირა.
Verse: 5 
   და რომელნიმე იტყოდეს ტაძრისა მისთჳს, ვითარმედ: ქვითა კეთილითა და პატიოსნითა შენებულ არს; და თქუა:
Verse: 6 
   ხედავთა ამას? მოვლენან დღენი, რომელთა შინა არა დაშთეს ქვაჲ ქვასა ზედა, რომელი არა დაირღუეს.
Verse: 7 
   ჰკითხეს მოწაფეთა: მოძღუარ, ოდეს იყოს, და რაჲ არს სასწაული, ოდეს ესე ყოფად არს?
Verse: 8 
   ხოლო თავადმან ჰრქუა: იხილეთ, ნუუკუე სცთეთ, რამეთუ მრავალნი მოვიდოდიან სახელითა ჩემითა და იტყოდიან, ვითარმედ მე ვარ; და ჟამი მოწევნულ არს, ნუ მიხუალთ შედგომად მათა*.
Verse: 9 
   ოდეს გესმოდიან ბრძოლანი და შფოთნი, ნუ შესძრწუნდებით*, რამეთუ ჯერ-არს ყოფად, და არღა მეყსეულად იყოს აღსასრული.
Verse: 10 
   მაშინ ეტყოდა მათ: აღდგენ ნათესავნი ნათესავსა ზედა და მეუფებაჲ მეუფებასა ზედა;
Verse: 11 
   და იყვნენ ძრვანი დიდ-დიდნი ადგილდ-ადგილდ, სიყმილნი და სრვანი, საშინელებანი ზეცით, სასწაულნი დიდ-დიდნი იყვნენ.
Verse: 12 
   ხოლო ამათ ყოველთა წინა დაგასხნენ თქუენ ზედა ჴელნი მათნი და გდევნიდენ და მიგცნენ თქუენ შესაკრებელთა და საპყრობილესა, მეფეთა წინაშე და მთავართა მიგიყვანებდენ თქუენ სახელისა* ჩემისათჳს.
Verse: 13 
   და გექმნეს თქუენ ესე საწამებელ.
Verse: 14 
   დაისხენით ესენი გულთა თქუენთა, რაჲთა არა წინაჲსწარ იწურთიდეთ, რაჲ სიტყუაჲ მიუგოთ,
Verse: 15 
   რამეთუ მოგცეს თქუენ პირი და სიბრძნე, რომელსა ვერ უძლონ წინააღდგომად და სიტყჳს გებად ყოველთა წინააღმდგომთა თქუენთა.
Verse: 16 
   რამეთუ მიგცნენ თქუენ მამა-დედათაგან და ძმათა და მეგობართა და ნათესავთა, და მოჰკლვიდენ თქუენგანთა;
Verse: 17 
   და იყვნეთ თქუენ მოძულებულ ყოველთაგან სახელისა ჩემისათჳს.
Verse: 18 
   და თმაჲ თავისა თქუენისაჲ ცუდად არა წარწყმდეს.
Verse: 19 
   მოთმინებითა თქუენითა მოიპოვნეთ სულნი თქუენნი.
Verse: 20 
   რაჟამს იხილოთ იერუსალჱმი გარე-მოდგომილი ერისაგან, მაშინ გულისჴმა-ყავთ, რამეთუ მოახლებულ არს მოჴრებაჲ მისი.
Verse: 21 
   მაშინ რომელნი ჰურიასტანს იყვნენ, ივლტოდედ* მთად კერძო; და რომელნი იყვნენ შუვა მისა, განივლტოდედ; რომელნი ველსა იყვნენ*, ნუ შევლენედ მუნ.
Verse: 22 
   რამეთუ დღენი შურის-გებისანი არიან, რაჲთა აღესრულნენ ყოველნი წერილნი.
Verse: 23 
   ხოლო ვაჲ მუცელ-ქმნულთა და რომელნი აწოებდენ მათ დღეთა შინა, რამეთუ იყოს ჭირი დიდი მაშინ ქუეყანასა ზედა და რისხვაჲ ერსა მას.
Verse: 24 
   და დაეცნენ პირითა მახჳლისაჲთა, და წარიტყუენნენ* ყოველთა მიმართ წარმართთა; და იერუსალჱმი დათრგუნვილ იყოს წარმართთაგან, ვიდრემდე აღესრულნენ ჟამნი წარმართთანი.
Verse: 25 
   [დ]ა იყოს სასწაული მზესა და მთოვარესა და ვარსკულავთა*, შეკრებაჲ თესლებისაჲ განკჳრვებითა ოხრისაჲთა, ვითარცა ზღჳსაგან* და ძრვისა;
Verse: 26 
   სულითა კაცთაჲთა შიშისაგან და მოლოდებისა მომავალისა ზედა სოფელსა ამას, რამეთუ ძალნი ცათანი შეიძრნენ*.
Verse: 27 
   და მაშინ იხილონ ძე კაცისაჲ, მომავალი ღრუბელთა ძალითა და დიდებითა მრავლითა.
Verse: 28 
   და ვითარცა იწყოს ამან ყოველმან ყოფად, აღიხილენით თუალნი* და აღიპყრენით ჴელნი, რამეთუ მოწევნულ არს გამოჴსნაჲ თქუენი.
Verse: 29* 
   და ეტყოდა მათ იგავსა: იხილეთ ლეღჳ და ყოველნი ხენი.
Verse: 30* 
   რაჟამს გამოვალნ ფურცელი, თჳთ უწყოდით, რამეთუ ახლოს არს ზაფხული.
Verse: 31* 
   ეგრეცა თქუენ, რაჟამს იხილოთ ესე ყოველი ყოფილი, უწყოდეთ, რამეთუ ახლოს არს სასუფეველი ღმრთისაჲ.
Verse: 32* 
   ამენ გეტყჳ თქუენ: არა წარჴდეს ნათესავი ესე, ვიდრემდე ესე ყოველი იყოს.
Verse: 33* 
   ცანი და ქუეყანაჲ წარჴდენ, ხოლო სიტყუანი ჩემნი არა წარჴდენ.
Verse: 34* 
   ეკრძალენით თავთა თქუენთა, ნუუკუე დამძიმდენ გულნი თქუენნი შუებითა და მთრვალობითა და ზრუნვითა ამის სოფლისაჲთა, და მეყსეულად მოიწიოს დღჱ* იგი თქუენ ზედა,
Verse: 35* 
   რამეთუ ვითარცა საფრჴჱ* მოუჴდეს მსხდომარეთა ზედა პირსა ყოვლისა* ქუეყანისასა.
Verse: 36* 
   იღჳძებდით უკუე ყოველსა ჟამსა და ევედრებოდეთ, რაჲთა ღირს იქმნნეთ* განრინებად ამის ყოვლისაგან, რომელი ყოფად არს, და დადგრომად* წინაშე ძისა კაცისა.
Verse: 37* 
   და იყოფოდა* თავადი ტაძარსა მას შინა დღისი და ასწავებდა; ხოლო ღამე* განვიდის და იქცევინ მთასა მას, რომელსა ჰრქჳან ზეთის ხილთაჲ.
Verse: 38* 
   და ყოველმან ერმან აღიმსთჳს მისა* ტაძარსა მას შინა სმენად სიტყუათა მათ მისთა.




Copyright TITUS Project Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.