და იყო მათ დღეთა ოდენ ასწავებდა ერსა მას და ახარებდა ტაძარსა მას შინა. ზედა-მოუჴდეს მღდელთ მოძღუარნი იგი და მწიგნობარნი მოხუცებულითურთ,
Verse: 2
ეტყოდეს მას და ჰრქუეს: მითხარ ჩუენ, რომლითა ჴელმწიფებითა ამას იქმ, ანუ ვინ მოგცა შენ ჴელმწიფებაჲ ესე?
Verse: 3
მიუგო იესუ და ჰრქუა: გკითხო თქუენ სიტყუაჲ*, და მითხართ მე:
Verse: 4
ნათლის-ცემაჲ იოვანესი ზეცით იყო ანუ კაცთაგან?
Verse: 5
ხოლო იგინი შეიზრახნეს ურთიერთას და იტყოდეს: უკუეთუ ვთქუათ, ვითარმედ: ზეცით არს, მრქუას ჩუენ: რაჲსათჳს არა გრწმენა მისი?
Verse: 6
უკუეთუ ვთქუათ*: კაცთაგან, ყოველმან ერმან ქვაჲ დამკრიბოს ჩუენ, რამეთუ სარწმუნო არს იოვანე* წინაჲსწარმეტყუელად*.
Verse: 7
და მიუგეს და ჰრქუეს: არა ვიცით, ვინაჲ იყო.
Verse: 8
და იესუ ჰრქუა მათ: არცა მე გითხრა თქუენ, რომლითა ჴელმწიფებითა მე ამას ვიქმ.
Verse: 9
და იწყო იგავით სიტყუად მათდა: კაცმან ვინმე დაასხა ვენაჴი და მისცა მოქმედთა და წარვიდა იგი მრავალთა ჟამთა.
Verse: 10
და ჟამსა თჳსსა მიავლინა მოქმედთა მათ მონაჲ თჳსი, რაჲთა ნაყოფისა მისგანი მოსცენ მას. ხოლო მოქმედთა მათ სცეს, ტანჯეს და წარავლინეს იგი ცალიერი.
Verse: 11
და შესძინა მივლინებად სხუაჲ მონაჲ. ხოლო მათ იგიცა გუემეს* და წარავლინეს ცუდი.
Verse: 12
მერმე კუალად მიავლინა მესამე. ხოლო მათ შეიპყრეს და დასდვეს წყლულებაჲ და გამოაძეს იგი.
Verse: 13
და თქუა უფალმან ვენაჴისამან: რაჲ ვყო? მივავლინო ძჱ* ჩემი საყუარელი, ვინ იცის, ამისა შეიკდიმონ.
Verse: 14
ხოლო ვითარცა იხილეს ქუეყანის მოქმედთა მათ, ზრახვიდეს ურთიერთას: ესე არს მკჳდრი, მოვკლათ იგი, რაჲთა ჩუენდა იყოს სამკჳდრებელი.
Verse: 15
და განიყვანეს იგი გარეშე* სავენაჴესა მას და მოკლეს. აწ რაჲ უყოს მათ უფალმან სავენაჴისამან?
Verse: 16
მოვიდეს და წარწყმიდნეს ქუეყანის მოქმედნი იგი და მისცეს ვენაჴი იგი სხუათა. ხოლო მათ ვითარცა ესმა ესე, თქუეს: ნუ იყოფინ!
Verse: 17
ხოლო თავადმან მიხედა (მათ და ჰრქუა)*: ვითარ არს წერილი ესე: ლოდი, რომელ შეურაცხ-ყვეს მაშენებელთა, იგი იქმნა თავ საკიდურთა?
Verse: 18
ყოველი რომელი დაეცეს ლოდსა მას ზედა, შეიმუსროს; და რომელსა ზედა დაეცეს, განანქრიოს.
Verse: 19
და უნდა მღდელთ მოძღუართა მათ და მწიგნობართა დასხმად ჴელთა მათთა მას ჟამსა შინა, და* ეშინოდა ერისა მის, რამეთუ გულისჴმა-ყვეს, ვითარმედ მათთჳს თქუა იგავი ესე.
Verse: 20
და მზირ-უყვეს მას და მიავლინნეს მზირნი ორგულნი, რომელნი მართალ იტყოდეს თავთა თჳსთა, რაჲთა პოონ რაჲმე სიტყუაჲ* მის თანა და მისცენ იგი მთავრობასა და ჴელმწიფებასა მთავრისასა.
Verse: 21
და ჰკითხეს მას და ეტყოდეს: მოძღუარ, ვიცით, რამეთუ სამართალსა იტყჳ და ასწავებ და არავის თუალთ-აღებ*, არამედ ჭეშმარიტად გზასა ღმრთისასა ასწავებ.
Verse: 22
ჯერ-არსა კეისრისა ხარკისა მიცემად ანუ არა?
Verse: 23
და გულისჴმა-ყო ზაკულებაჲ იგი მათი და ჰრქუა მათ: რაჲსათჳს გამომცდით მე?
Verse: 24
მიჩუენეთ* მე დრაჰკანი! ვისი არს ხატი და ზედა-წერილი? ხოლო მათ მიუგეს და ჰრქუეს*: კეისრისაჲ.
Verse: 25
და იესუ* ჰრქუა მათ: აწ უკუე მიეცით კეისრისაჲ კეისარსა და ღმრთისაჲ ღმერთსა.
Verse: 26
და ვერარაჲ უპოვეს სიტყჳს* გებაჲ წინაშე ერისა მის. და უკჳრდა სიტყჳს გებაჲ იგი მისი და დადუმნეს.
Verse: 27
მო-ვინმე-უჴდეს მას ჟამსა შინა სადუკეველნი, რომელნი აცილობენ, ვითარმედ აღდგომაჲ არა არსო. ჰკითხეს მას და ეტყოდეს:
Verse: 28
მოძღუარ, მოსე ესრე დამიწრა ჩუენ: უკუეთუ* ვისამე მოუკუდეს ძმაჲ და ესუას ცოლი და იგი უშვილო იყოს, რაჲთა შეირთოს ცოლი იგი მისი ძმამან მისმან და აღუდგინოს თესლი ძმასა თჳსსა.
Verse: 29
შჳდნი ძმანი იყვნეს ჩუენ შორის. პირველმან მან შეირთო ცოლი და მოკუდა უშვილოჲ.
Verse: 30
და მეორემან და მესამემან.
Verse: 31
და მოწყდეს უშვილონი. ეგრევე შჳდთა მათ, და არა დაშთა შვილი.
Verse: 32
და მათსა შემდგომად მოკუდა დედაკაციცა იგი.
Verse: 33
აწ უკუე აღდგომასა მას მკუდართასა ვისა მათგანისა იყოს ცოლად, რამეთუ შჳდთავე ესუა იგი ცოლად?
Verse: 34
მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ნაშობნი ამის სოფლისანი იქორწინებიან და განჰქორწინებენ;
Verse: 35
ხოლო რომელნი-იგი ღირს იქმნეს საუკუნესა მას მიმთხუევად* და აღდგომასა მკუდრეთით, არცა იქორწინებოდიან, არცა განჰქორწინებდენ.
Verse: 36*
არცა სიკუდიდ მერმე ჴელ-ეწიფების, რამეთუ სწორ ანგელოზთა არიან და ძენი ღმრთისანი და აღდგომისანი არიან.
Verse: 37*
ხოლო რამეთუ აღდგენ მკუდარნი, მოსეცა აუწყა მაყულოვანსა მას ზედა, ვითარცა ეტყჳს უფალსა ღმერთსა აბრაჰამისსა და ღმერთსა ისააკისსა* და ღმერთსა იაკობისსა.
Verse: 38*
რამეთუ ღმერთი არა არს მკუდართაჲ, არამედ ცხოველთაჲ, რამეთუ ყოველნი ცხოველ არიან მის წინაშე.
Verse: 39*
მი-ვიეთმე-უგეს მწიგნობართა და ჰრქუეს: მოძღუარ, კეთილად ჰსთქუ*.
Verse: 40*
და ვერღარა იკადრეს კითხვად მისა მიერითგან. და ჰრქუა მათ უფალმან:
Verse: 41*
ვითარ უკუე იტყჳან თქუენგანნი ვინმე ქრისტესა* ძედ დავთისა*?
Verse: 42*
რამეთუ თჳთ იგი დავით იტყჳს წიგნსა ფსალმუნთასა: ჰრქუა უფალმან უფალსა ჩემსა: დაჯედ მარჯუენით ჩემსა,
Verse: 43*
ვიდრემდე* დავსხნე მტერნი შენნი* ქუე ფერჴთა შენთა.
Verse: 44
თჳთ იგი დავით უფლით ხადის, და ვითარ ძე მისი არს?
Verse: 45
და ვითარ ესმოდა ესე ყოველსა მას ერსა, ჰრქუა მოწაფეთა თჳსთა:
Verse: 46
ეკრძალენით მწიგნობართა, რომელთა ჰნებავს სამოსლითა სლვაჲ და რომელთა ჰნებავს უბანთა ზედა მოკითხვაჲ და პირველ-ჯდომაჲ კრებულსა შორის და ზემოჯდომაჲ პურსა ზედა,
Verse: 47
რომელნი შეჭამენ სახლსა ქურივთასა და მიზეზით შორად ილოცვენ. ამათ მიიღონ უმეტესი სარჩელი.
Copyright TITUS Project
Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form
without prior permission by the copyright holder.