TITUS
Tetraevangelium e codice Adisi: Part No. 63

Chapter: 19 


Verse: 1 
   და შევიდა და განვიდა იერიქოჲთ.
Verse: 2 
   და აჰა ესერა კაცი ვინმე, და სახელი ზაქე, და იყო იგი მთავარი მეზუერეთაჲ* და იყო იგი მდიდარ ფრიად.
Verse: 3 
   და უნდა ხილვაჲ იესუსი*, ვითარ ვინ-ძი არს, და ვერ უძლო ხილვად ერისა მისგან, რამეთუ ჰასაკითა იყო მცირე.
Verse: 4 
   და წარბიოდა წინა და აღჴდა* ლეღუსულელსა.
Verse: 5 
   და ვითარცა მოვიდა ადგილსა მას, მიხედა იესუ და ჰრქუა* მას: ზაქე, ისწრაფე და გარდამოჴედ, რამეთუ დღეს სახლსა შინა შენსა ჯერ-არს ჩემი ყოფაჲ.
Verse: 6 
   ისწრაფა და გარდამოჴდა და შეიყვანა იგი სიხარულით.
Verse: 7 
   ვითარცა იხილეს ყოველთა, დრტჳნვიდეს და იტყოდეს, ვითარმედ: ცოდვილისა თანა შევიდა დადგრომად*.
Verse: 8 
   აღდგა ზაქე და ჰრქუა უფალსა: აჰა, უფალო, ზოგი ნაყოფთა ჩემთაჲ მივსცე გლახაკთა; და უკუეთუ ვისმე ცილი დავსდევ, მივაგო ოთხი წილი.
Verse: 9* 
   ჰრქუა მას იესუ: დღეს იქმნა ცხორებაჲ სახლისაჲ ამის, რამეთუ ესეცა ნაშობი აბრაჰამისი იყო.
Verse: 10* 
   რამეთუ მოვიდა ძჱ კაცისაჲ მოძიებად და ცხორებად წარწყმედულისა.
Verse: 11* 
   და ვითარცა ესმოდა ესე ერსა მას, შეჰსძინა* და ჰრქუა იგავი ამისთჳს, რამეთუ მოახლებულ იყო იგი იერუსალჱმსა, და ჰგონებდეს იგინი, ვითარმედ მეყსეულად გამოჩნდეს სასუფეველი ღმრთისაჲ.
Verse: 12* 
   და ჰრქუა მათ: კაცი ვინმე აზნაური წარვიდოდა შორსა სოფელსა მოღებად თავისა თჳსისა მეუფებისა და მოქცევად.
Verse: 13* 
   და მოუწოდა ათთა მონათა თჳსთა და მიჰსცა* მათ ათი მნაჲ და* ჰრქუა მათ*: ვაჭრობდით ამას, ვიდრემდე მოვიდე.
Verse: 14* 
   ხოლო მოქალაქეთა მისთა ჰსძულდა* იგი და მიავლინეს მოციქული შემდგომად მისა და ჰრქუეს მას: არა გუნებავს მეუფებაჲ ჩუენ ზედა.
Verse: 15 
   და იყო მოქცევასა მას მისსა, მო-რაჲ-აქუნდა მეუფებაჲ თჳსი, და ბრძანა მოწოდებაჲ მონათაჲ მათ, რომელთა მისცა ვეცხლი იგი, რაჲთა უწყოდის, რაჲ იგი ივაჭრეს.
Verse: 16 
   და მოვიდა პირველი იგი და ჰრქუა: უფალო, შენმან მან ვეცხლმან ათი სხუაჲ* შესძინა სასწორი.
Verse: 17 
   ჰრქუა მას: კეთილ, სახიერო მონაო, მცირესა ზედა სარწმუნო იქმენ, იყავ შენ ჴელმწიფე ათთა ზედა ქალაქთა.
Verse: 18 
   და მოვიდა მეორე იგი და ჰრქუა: უფალო, ვეცხლმან შენმან სხუაჲ-ღა ხუთი სასწორი ყო.
Verse: 19 
   ჰრქუა მასცა: და იყავ შენცა ხუთთა ზედა ქალაქთა.
Verse: 20 
   და მოვიდა მესამე იგი და ჰრქუა: უფალო, აჰა ვეცხლი შენი, რომელი მაქუნდა დაკრძალული სუდარსა,
Verse: 21 
   რამეთუ მეშინოდა, ვითარმედ კაცი ხარ სასტიკი: მოიღი, რომელი არა დასდვი, და მოიმკი, რომელი არა დასთესი.
Verse: 22 
   ჰრქუა მას: პირისა შენისაგან გსაჯო, მონაო ურწმუნოო; იცოდე, რამეთუ მე კაცი ვარ სასტიკი: მოვიღი, რომელი არა დავდვი, და მოვიმკი, სადა არა განვსთესი.
Verse: 23 
   და რაჲსათჳს არა დასდევ ვეცხლი ჩემი სავაჭროსა, და მოვედ მე და ვახშითურთ ვქმენ იგი?
Verse: 24 
   და წინაშე მდგომელთა მათ ჰრქუა: მოუღეთ* იგი და მიეცით, რომელსა-იგი აქუს ათი სასწორი ვეცხლი.
Verse: 25 
   და მათ ჰრქუეს მას: უფალო, აქუს ათი სასწორი.
Verse: 26 
   ხოლო გეტყუ თქუენ: რომელსა აქუნდეს, მიეცეს; ხოლო რომელსა არა აქუნდეს და რომელ-ღა იგი აქუნდეს, მო-ვე-ეღოს მისგან.
Verse: 27 
   ხოლო მტერნი, რომელთა არა უნდა მეუფებაჲ ჩემი მათ ზედა, მომგუარენით მე აქა და მოწყჳდენით წინაშე ჩემსა.
Verse: 28 
   და ესე ვითარცა წართქუა, ვიდოდა წინაშე მათსა და აღვიდოდა იერუსალჱმდ*.
Verse: 29 
   და იყო ვითარცა მიეახლა ბეთბაგედ და ბეთანიად, მთასა თანა, რომელსა ჰრქჳან* ზეთის ხილთაჲ, წარავლინნა ორნი მოწაფეთა მისთაგანნი
Verse: 30 
   და ჰრქუა მათ: წარვედით დაბასა მაგას, რომელსა შეხჳდეთ*, ჰპოოთ კიცჳ დაბმული, რომელსა არავინ დაჯდომილ არს; აჰჴსენით და მომგუარეთ მე.
Verse: 31 
   და უკუეთუ ვინმე გკითხვიდეს: რაჲსათჳს აჰჴსნით? ესრეთ არქუთ, ვითარმედ: უფალსა უჴმს ეგე.
Verse: 32 
   და ვითარცა წარვიდეს, რომელნი-იგი მიავლინნა, პოვეს ეგრეთ, ვითარცა-იგი ჰრქუა* მათ.
Verse: 33 
   და აჰჴსნიდეს იგინი კიცუსა მას. ჰრქუეს მათ* უფალთა მათთა: რაჲსათჳს აჰჴსნით კიცუსა მაგას?
Verse: 34 
   ხოლო მათ ჰრქუეს, ვითარმედ: უფალსა უჴმს ეგე.
Verse: 35 
   და მოჰგუარეს იგი იესუს და დაასხეს* სამოსელი კიცუსა მას და დასუეს* მას ზედა.
Verse: 36 
   და ვითარ შევიდოდეს იგინი, დაუფენდეს სამოსელსა მათსა გზასა ზედა.
Verse: 37 
   და ვითარცა მიიწინეს იგინი შთასავალსა მას მთისა მის ზეთის ხილთაჲსა, იწყო ყოველმან (სიმრავლე)მან* მოწაფეთამან სიხარულით ქებად მისა ჴმითა დიდითა ყოველთათჳს, რომელნი იხილვნეს ძალნი.
Verse: 38 
   და იტყოდეს: კურთხეულ არს მომავალი მეუფე სახელითა უფლისაჲთა! მშჳდობაჲ ცათა ზედა და დიდებაჲ მაღალთა შინა!
Verse: 39 
   და ფარისეველნი ვინმე ერისა მისგანნი ეტყოდეს მას: მოძღუარ, შეჰრისხენ მოწაფეთა შენთა, რაჲთა დადუმნენ.
Verse: 40 
   ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა მათ: გეტყჳ თქუენ, დაღათუ ესენი დადუმნენ, ქვანი ღაღადებდენვე.
Verse: 41 
   და ვითარცა მიეახლა, იხილა ქალაქი იგი და ტიროდა მას ზედა
Verse: 42 
   და იტყოდა: უკუეთუმცა გეცნა შენ დღესა ამას მშჳდობაჲ იგი შენი! ხოლო აწ დაეფარა თუალთაგან* შენთა.
Verse: 43 
   რამეთუ მოვლენან დღენი შენ ზედა, და მოგადგან შენ მტერთა შენთა ლაშქარი და გარე მოგადგენ შენ და შეგკრიბონ შენ ყოვლით კერძო.
Verse: 44 
   და განგაძონ შენ, და შვილნი გარემოჲს შენსა დაეცნენ, და არა დაშთეს ქვაჲ ქვასა ზედა შენ შორის ამისთჳს*, რამეთუ არა გულისჴმა-ჰყავ ჟამი მოხედვისა შენისაჲ.
Verse: 45 
   და ვითარცა შევიდა ტაძარსა მას, იწყო გამოსხმად, რომელნი ჰყიდდეს ტრედებსა.
Verse: 46 
   და ჰრქუა მათ: წერილ არს: იყოს* სახლი ჩემი სახლ სალოცველ, ხოლო თქუენ ჰყავთ იგი ქუაბ ავაზაკთა.
Verse: 47 
   და იყო მუნ და ასწავებდა დღითი-დღე ტაძარსა მას შინა. ხოლო მღდელთ მოძღუარნი იგი და მწიგნობარნი და მთავარნი ერისანი ეძიებდეს წარწყმედად.
Verse: 48 
   და ვერას ჰპოვებდეს, რაჲ უყონ, რამეთუ ყოველი ერი დამორჩილებულ იყო სმენად მისგან.




Copyright TITUS Project Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.