ეტყოდა მათ იგავსაცა, ვითარ- იგი ჯერ-არს მარადის მათდა ლოცვაჲ და არა მოწყინებაჲ ლოცვასა შინა.
Verse: 2
და ეტყოდა: მსაჯული ვინმე იყო ქალაქსა შინა, ღმრთისა არა ეშინოდა და კაცთაგან არა ჰრცხუენოდა*.
Verse: 3
და ქურივი ვინმე იყო მასვე ქალაქსა შინა. და მოვიდის მისა და ეტყჳნ: მისაჯე მე წინამოსაჯულისაგან ჩემისა.
Verse: 4
და არა ისმინის მისი ვიდრე რომლად ჟამადმდე. ამისა შემდგომად თქუა გულსა თჳსსა: და ღათუ ღმრთისა არა მეშინის და კაცთაგან არა მრცხუენის*.
Verse: 5
ამისთჳს, რამეთუ შურომასა მახუედრებს* მე მარადის ქურივი ესე, უსაჯო მას, რაჲთა არა მოვიდოდის და მაწყინებდეს მე.
Verse: 6
და ჰრქუა მათ უფალმან: ისმინეთ, რასა-იგი მსაჯული სიცრუვისაჲ იტყჳს.
Verse: 7
ხოლო ღმერთმან არა-მე ყოსა შურის-გებაჲ რჩეულთა მისთაჲ, რომელნი ღაღადებენ მისა დღე და ღამე, და სულ-გრძელ არს მათ ზედა.
Verse: 8
გეტყუ თქუენ: ყოს შურის-გებაჲ მათთჳს ადრე. ხოლო მო-რაჲ-ვიდეს ძე კაცისაჲ, პოოს-მე რაჲ სარწმუნოვებაჲ ქუეყანასა ზედა?
Verse: 9
თქუა ვიეთდამე მიმართ იგავი ესე, რომელნი ესვენ თავთა თჳსთა, ვითარმედ მართალ არიან და შეურაცხ-ჰყოფენ სხუათა,
Verse: 10
ვითარმედ: ორნი კაცნი აღვიდოდეს ტაძარსა მას: ერთი ფარისეველი და ერთი მეზუერე*.
Verse: 11
ფარისეველი იგი წარდგა და ამას ილოცვიდა: ღმერთო, გმადლობ შენ, რამეთუ არა ვარ ვითარ სხუანი კაცნი მტაცებელ, ცრუ, მემრუშე, გინა ვითარ ესე მეზუერე*,
Verse: 12
ვიმარხავ ორ გზის შაფათსა შინა, ათეულსა შევსწირავ ყოვლისაგან მონაგებისა ჩემისა.
Verse: 13
ხოლო მეზუერე* იგი შორს დგა და არა იკადრებდა თუალთაცა* ზე ახილვად, არამედ იცემდა მკერდსა და იტყოდა: უფალო, მილხინე მე ცოდვილსა ამას.
Verse: 14
გეტყუ თქუენ: გარდამოვიდა იგი განმართლებული სახედ თჳსა, ვიდრე ფარისეველი იგი, რამეთუ რომელმან აღიმაღლოს თავი თჳსი, იგი დამდაბლდეს; და რომელმან დაიმდაბლოს თავი თჳსი, იგი ამაღლდეს.
Verse: 15
მოჰგურიდეს მას ყრმებსა, რაჲთა მიეახლნენ მას. და ვითარცა იხილეს მოწაფეთა, აყენებდეს მათ.
Verse: 16
ხოლო იესუ მოუწოდა მათ და ჰრქუა: აცადეთ ყრმათა მაგათ მოსლვად ჩემდა და ნუ აყენებთ მაგათ, რამეთუ ეგევითართაჲ არს სასუფეველი ღმრთისაჲ.
Verse: 17
ამენ გეტყჳ თქუენ: რომელმან არა შეიწყნაროს სასუფეველი ღმრთისაჲ ვითარცა ყრმაჲ, ვერ შევიდეს მას.
Verse: 18
და ჰკითხა ვინმე მთავარმან და ჰრქუა: მოძღუარო სახიერო, რაჲ საქმე ვქმნე*, რაჲთა ცხორებაჲ საუკუნოჲ დავიმკჳდრო?
Verse: 19
ჰრქუა მას იესუ: რასა მეტყჳ მე სახიერით*? არავინ არს სახიერ, გარნა მხოლოჲ ღმერთი.
უადვილეს არს მანქანის საბელი ჴურელსა ნემსისასა განსლვად, ვიდრე მდიდარი სასუფეველსა ღმრთისასა შესლვად.
Verse: 26
ხოლო რომელთა-იგი ესმა, ჰრქუეს: და ვის-მე ჴელ-ეწიფების ცხორების?
Verse: 27
მიუგო იესუ და ჰრქუა: შეუძლებელი კაცთაგან შესაძლებელ არს ღმრთისა მიერ.
Verse: 28
ჰრქუა პეტრე: აჰა ესერა ჩუენ დაუტევეთ ყოველივე თჳსი და შეგითქთ შენ.
Verse: 29
ჰრქუა მათ: ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ არავინ არს, რომელმან დაუტეოს სახლი გინა მამა-დედანი გინა ძმანი გინა ცოლი გინა შვილნი სასუფეველისათჳს ღმრთისაჲსა.
Verse: 30
(რომელმან არა)* მოიღოს მრავალი წილი ჟამსა ამას და საუკუნესა მას მომავალსა ცხორებაჲ საუკუნოჲ.
Verse: 31
და წარიყვანნა ათორმეტნი იგი და ჰრქუა მათ: აჰა ესერა აღვალ იერუსალჱმდ*, და აღესრულნეს ყოველნი წინაწარმეტყუელთა დაწერილნი ძესა ზედა კაცისასა:
Verse: 32
რამეთუ მიეცეს ჴელთა წარმართთასა, და ეკიცხევდენ მას, და იგინოს, და ჰნერწყუვიდენ მას
Verse: 33
და სტანჯვიდენ და მოკლან იგი, და მესამესა დღესა აღდგეს.
Verse: 34
და მათ არა გულისჴმა-ყვეს ესე, არამედ იყო სიტყუაჲ იგი დაფარულ მათგან. და არა იცოდეს თქუმული იგი.
Verse: 35
და იყო ვითარცა მიეახლნეს იგინი იერიქოდ, ბრმაჲ ვინმე ჯდა გზასა ზედა მთხოველად.
Verse: 36
ვითარცა ესმა, რამეთუ ერი წარმოვალს, ჰკითხვიდა: რაჲ-მე არს ესე?
Verse: 37
და უთხრეს მას, ვითარმედ: იესუ ნაზარეველი წარმოვალს.
Verse: 38
ხოლო მან ღაღატ-ყო და თქუა: იესუ, ძეო დავითისო, შემიწყალე მე!
Verse: 39
და რომელნი წინა-უძღოდეს, ჰრისხვიდეს მას, რაჲთა დადუმნეს. ხოლო იგი უფროჲს ღაღადებდა და იტყოდა: იესუ, ძეო დავითისო, შემიწყალე მე!
Verse: 40
დადგა იესუ და ბრძანა მოწოდებაჲ მისი. და ვითარცა მიეახლა, ჰკითხა მას:
Verse: 41
რაჲ გნებავს, და გიყო შენ? ხოლო მან ჰრქუა: უფალო, რაჲთა აღმიხილნე თუალნი*.
Verse: 42
ხოლო იესუ ჰრქუა: აღიხილენ; სარწმუნობამან შენმან გაცხოვნა შენ.
Verse: 43
და მეყსეულად აღიხილნა და მისდევდა მას და ადიდებდა ღმერთსა. და ყოველმან ერმან იხილა და აქებდეს ღმერთსა.
Copyright TITUS Project
Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form
without prior permission by the copyright holder.