აღიმაღლეს ჴმაჲ და იტყოდეს: იესუ მოძღუარ, შეგჳწყალენ* ჩუენ!
Verse: 14
და ვითარცა იხილნა იგინი, ჰრქუა მათ: მივედით, უჩუენენით თავნი მღდელთა მათ. და იყო ვითარცა წარვიდეს, მუნქუესვე განწმიდნეს.
Verse: 15
და ერთმან მათგანმან ვითარცა იხილა, რამეთუ განიკურნა, მიიქცა მუნვე და ადიდებდა ღმერთსა.
Verse: 16
დავარდა ზედა პირსა თჳსსა ფერჴთა თანა მისთა და ჰმადლობდა მას. და თჳთ იგი იყო სამარიტელ.
Verse: 17
მიუგო იესუ და ჰრქუა: არა ესენი ათნი განწმიდნეს? აწ ცხრანი იგი სადა არიან?
Verse: 18
რამეთუ არა იპოვნეს მოქცევად და დიდებისა მიცემად ღმრთისა, გარნა უცხო თესლი ესე ხოლო.
Verse: 19
და ჰრქუა მას: აღდეგ და წარვედ! სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა შენ.
Verse: 20
ვითარცა ჰკითხეს ფარისეველთა მათ, ვითარმედ: ოდეს მოვიდეს სასუფეველი ღმრთისაჲ, მიუგო მან და ჰრქუა: არა მოვიდეს სასუფეველი ღმრთისაჲ ზმნით*;
Verse: 21
და არა თქუან, ვითარმედ: აჰა ესერა აქა არს, გინა თუ მუნ, რამეთუ აჰა ესერა სასუფეველი ღმრთისაჲ თქუენ თანა არს.
Verse: 22
ჰრქუა მოწაფეთა მათცა: მოვიდენ დღენი, და გწადოდის თქუენ ხილვად დღე ერთი დღეთაგან ძისა კაცისათაჲ და ვერ იხილოთ.
Verse: 23
და თუ გრქუან თქუენ, ვითარმედ: აჰა ესერა (აქა)* არს, გინა თუ მუნ, ნუ გრწამნ.
Verse: 24
რამეთუ ვითარცა ელვაჲ რაჲ გამობრწყინებულ ცათა შინა ქუეშე ცასა გამობრწყინდის, ეგრეცა ძე კაცისაჲ დღესა მას თჳსსა.
Verse: 25
ხოლო პირველად ჯერ-არს მისა ფრიად ვნებაჲ და შეურაცხებაჲ ნათესავისა ამის.
Verse: 26
და ვითარცა-იგი იყო დღეთა მათ ნოესთა, ეგრე იყოს დღეთა მათ ძისა კაცისათა:
Verse: 27
ჭამდეს, იქორწინებოდეს და განჰქორწინებდეს ვიდრე დღედმდე შესლვად ნოესა კიდობანსა მას. და მოიწია წყლით რღუნაჲ და წარწყმიდნა ყოველნი.
Verse: 28
და ეგრეთვე ვითარცა იყო დღეთა ლოთისთა: ჭამდეს და სუმიდეს, იყიდდეს და განჰყიდდეს, ნერგსა ასხმიდეს და აშენებდეს.
Verse: 29
და რომელსა დღესა გამოვიდა ლოთ სოდომით, აწჳმა ზეცით ცეცხლი და წუმწუბი და წარწყმიდნა ყოველნი.
Verse: 30
ეგრე იყოს დღე იგი, ოდეს ძე კაცისაჲ გამოცხადნეს.
Verse: 31
მას დღესა შინა რომელი იყოს ერდოსა ზედა და ჭურჭელი მისი სახლსა შინა, ნუ გარდამოვალნ აღებად რაჲსამე; და რომელი ველსა გარე, ნუ უკმოიქცევინ კუალად.
Verse: 32
მოიჴსენეთ ცოლისა ლოთისი.
Verse: 33
რამეთუ რომელსა უნდეს თავისა თჳსისა განრინებაჲ, წარიწყმიდოს იგი; და რომელმან წარიწყმიდოს, მან აცხოვნოს იგი.
Verse: 34
გეტყჳ თქუენ: ორნი იყვნენ ცხედარსა ერთსა: ერთი იგი წარიტაცოს, და ერთი დაეტევოს;
Verse: 35
ორნი ფქვიდენ ერთად: ერთი იგი წარიტაცოს, და ერთი იგი დაშთეს.
Verse: 36
Verse: 37
და მიუგეს და ჰრქუეს: ვიდრე, უფალო? ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: სადაცა ჴორცნი, მუნცა ორბები შეკრბეს.
Copyright TITUS Project
Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form
without prior permission by the copyright holder.