და მოუწოდა თითოეულად*, ვის რაჲ თანა-ედვა უფლისა მისისაჲ: ჰრქუა პირველსა მას: რავდენ რაჲ თანა-გაც უფლისა ჩემისაჲ?
Verse: 6
და მან ჰრქუა: ასი მარი ზეთი. და ჰრქუა მას: მიიღე წიგნი შენი და დაჯედ, დაწერე ადრე-ადრე ერგასისი.
Verse: 7
მერმე ჰრქუა სხუასა: შენ რავდენი-რაჲ თანა-გაც? და მან ჰრქუა: ასი სათუელი* იფქლი. და ჰრქუა მას: მიიღე წიგნი შენი და დაჯედ და დაწერე ოთხმეოცი.
Verse: 8
და აქო უფალმან მნე იგი სიცრუისაჲ, რამეთუ გონიერად ყო. რამეთუ შვილნი ამის სოფლისანი უგონიერეს არიან უფროჲს შვილთა ნათლისათა ნათესავთა თჳსთა შორის.
Verse: 9
და მე თქუენ გეტყჳ: იყვენით თავებისა თქუენისა მეგობრებ ფასისაგან სიცრუვისა, რაჲთა, რაჟამს მოაკლდეს იგი, შეგიწყნარნენ თქუენ საყოფელთა მათ საუკუნეთა.
Verse: 10
რომელი მცირესა ზედა სარწმუნო არს, მრავალსა ზედა სარწმუნო არს; და რომელი მცირესა ზედა ცრუ იყოს, მრავალსა ზედაცა ცრუ იყოს.
Verse: 11
უკუეთუ აწ სიცრუესა მას მამონაჲსსა არა სარწმუნო იპოვენით, ჭეშმარიტი იგი თქუენდა ვის ჰრწმენეს?
Verse: 12
და თუ უცხოსა მას არა სარწმუნო იქმნეთ, თქუენი იგი ვინ მოგცეს* თქუენ?
Verse: 13
არავინ მონამან შეუძლის ორთა უფალთა მონებად, რამეთუ ერთი მოიძულოს და ერთი შეიყუაროს, ანუ ერთსა ადიდებდეს და ერთი შეურაცხ-ყოს. ვერ შეუძლოთ ღმრთისა მონებად და მამონაჲსა.
Verse: 14
ვითარცა ესმა ესე ყოველთა მათ ფარისეველთა, რამეთუ ვეცხლის მოყუარე იყვნეს, განკიცხეს იგი.
Verse: 15
და ჰრქუა მათ: თქუენ ხართ, რომელნი განიმართლებთ თავთა თქუენთა წინაშე კაცთა, ხოლო ღმერთმან უწყნის გულნი თქუენნი, რამეთუ რომელი წინაშე კაცთა მაღლოვ არს, პილწ არს წინაშე ღმრთისა.
Verse: 16
შჯული იგი და წინაწარმეტყუელნი იოვანეს(ამდე)*: მიერითგან სასუფეველი ღმრთისაჲ ეხარების და ყოველივე მას ჰმძლავრობს.
Verse: 17
ხოლო უადვილეს არს ცისა და ქუეყანისა წარსლვაჲ, ვიდრე არა შჯულისაგან ერთი სასწავული* დავრდომად.
Verse: 18
ყოველმან რომელმან განუტეოს ცოლი თჳსი და სხუაჲ შეირთოს, იმრუშოს; და რომელმან განტევებული შეირთოს, მან იმრუშოს.
Verse: 19
კაც ერთ ვინმე იყო მდიდარ და იმოსებოდა ძოწეულითა* და ზეეზითა და იხარებდა მარადის ბრწყინვალედ.
Verse: 20
და გლახაკიცა ვინმე იყო, სახელით ლაზარე, დავრდომილი იდვა ბჭეთა თანა მისთა დამღიერებული.
Verse: 21
და სწადინ განძღომად ნაბიჭევისა მისგან, რომელი გარდამოვარდის ტაბლისაგან მის მდიდრისაჲსა, არამედ ძაღლნიცა ჰლოშნიდეს ზუზღასა მისსა.
Verse: 22
და იყო ვითარ მოკუდა გლახაკი იგი, და მიიქუეს იგი ანგელოზთა წიაღთა აბრაამისთა, მოკუდა მდიდარი იგიცა და დაეფლა.
Verse: 23
და ჯოჯოხეთით აღიხილნა თუალნი* თჳსნი, ვიდრე იგი იყო ტანჯვასა შინა, იხილა აბრაამი შორით და ლაზარე წიაღთა მისთა.
Verse: 24
და მან ჴმა-ყო და თქუა: მამაო აბრაამ, შემიწყალე მე და მოავლინე ლაზარე, რაჲთა დააწოს წუერი* თითისა მისისაჲ წყალსა და განაგრილოს ენასა ჩემსა, რამეთუ ვიარები ალსა მას შინა.
Verse: 25
და ჰრქუა მას აბრაამ: შვილო, მოიჴსენე, რამეთუ მიიღე კეთილი ცხორებასა შენსა, და ლაზარე ეგრევე ძჳრნი* იგი. აწ ესერა (ესე)* აქა ნუგეშინის-ცემულ არს და შენ მანდა იარები.
Verse: 26
და ზედა ამას ყოველსა მთხრებლ დიდ არს შორის ჩუენსა და თქუენსა. და თუ ვისმე უნდეს ამიერ წიაღსლვად თქუენდა, ვერ წიაღჴდენ, და არცა მაგიერნი წიაღ-ჩუენდამო-სლვად.
არიან მუნ ჩემნი ძმანი ხუთნი, არწმუნოს მათ, რაჲთა არა მოვიდენ იგინიცა ადგილსა ამას სატანჯველისასა.
Verse: 29
და თქუა აბრაჰამ: ჰქონან მოსე და წინაწარმეტყუელნი, მათი ისმინენ.
Verse: 30
და მან ჰრქუა: არა, მამაო აბრაამ, გარნა მკუდრეთით თუ ვინმე მივიდეს მათა, და შეინანონ.
Verse: 31
და ჰრქუა მას: უკუეთუ მოსესი და წინაწარმეტყუელთაჲ არა ისმინონ, დაღათუ მკუდრეთით* ვინმე აღდგეს, არავე ჰრწმენეს.
Copyright TITUS Project
Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form
without prior permission by the copyright holder.