და იყვნეს ყოველნი მეზუერენი და ცოდვილნი მახლობელად მისა.
Verse: 2
და დრტჳნვიდეს ფარისეველნი და იტყოდეს, ვითარმედ ესე ცოდვილთა შეიწყნარებს და მათ თანა ჭამს და სუამს.
Verse: 3
და ეტყოდა მათ იგავსა ამას*:
Verse: 4
ვის თქუენგანსა კაცსა ედგას ასი ცხოვარი და წარუწყმდეს ერთი მათგანი, არა-მე დაუტევნესა ოთხმეოც და აცხრამეტნი* იგი უდაბნოსა ზედა და წარვიდეს წარწყმედულისა მისთჳს, ვიდრემდის* პოოს იგი.
Verse: 5
და პოოს რაჲ იგი, დაისუას მჴართა თჳსთა ზედა სიხარულით.
Verse: 6
და მო-რაჲ-ვიდეს იგი სახედ, მოუწოდოს მეგობართა და მოძმეთა და ჰრქუას მათ: ჩემ თანა გიხაროდენ, რამეთუ ვპოვე ცხოვარი ჩემი წარწყმედული.
Verse: 7
გეტყჳ თქუენ: ესრეთ იყოს სიხარული ცათა შინა ერთსა ზედა ცოდვილსა, რომელმან შეინანოს, ვიდრე ოთხმეოც და აცხრამეტთა მათ მართალთა, რომელთა არა უჴმს სინანული.
Verse: 8
გინა დედაკაცსა, რომელსა აქუნდეს დრაქმჱ ათი, რომელ* არს სატირი, რომელმან წარწყმიდოს დრაქმჱ ერთი, არა-მე აღანთოსა სანთელი და მოაგოს სახლი და ეძიებდეს გულს-მოდგინედ, ვიდრემდე პოოს იგი?
Verse: 9
და პოოს რაჲ, მოუწოდის მეგობართა და მოძმეთა და ჰრქუას მათ: ჩემ თანა გიხაროდენ, რამეთუ ვპოვე დრაქმჱ იგი, რომელ წარწყმდა.
Verse: 10
გეტყუ თქუენ: ესრეთ იყოს სიხარული წინაშე ანგელოზთა ღმრთისათა ერთსა ზედა ცოდვილსა, რომელმან შეინანოს.
Verse: 11
მერმე ეტყოდა და ჰრქუა: კაცსა ვისმე ესხნეს ორ ძე.
Verse: 12
და ჰრქუა მამასა თჳსსა უმრწემესმან მან: მომეც მე ნაწილი სამკჳდრებელისაჲ. და განუყო მათ საცხორებელი.
Verse: 13
და შემდგომად არა მრავალთა დღეთა შეიკრიბა ყოველი უმრწემესმან მან ძემან და წარვიდა შორსა სოფელსა და მუნ განაბნია ნაყოფი მისი. რამეთუ ცხონდებოდა არაწმიდებით.
Verse: 14
და ვითარცა წარწყმიდა მან ყოველივე მისი, იყო სიყმილი ძლიერი მას სოფელსა. და იწყო მოკლებად.
Verse: 15
და სოფელსა ერთსა* მივიდა და შეეყო ერთსა მოქალაქეთაგანსა, ხოლო მან წარავლინა იგი ველად თჳსა ძოვნად ღორთა.
Verse: 16
და სწადინ აღვსებად მუცლისა თჳსისა რქისა მისგან, რომელსა ჭამედ ღორნი, და არავინ სცის მას.
Verse: 17
მოდგა გონებასა თჳსსა და თქუა: რავდენთა მორეწეთა მამისა ჩემისათა გარდაერევის პური, და მე აქა სიყმილითა წარვწყმდები.
Verse: 18
აღვდგე, წარვიდე მამისა ჩემისა და ვჰრქუა მას: მამაო, ვცოდე ცათა შინა და წინაშე შენსა.
Verse: 19
და არა ღირს ვარ წოდებად შვილად შენდა. შემრაცხე მე, ვითარცა ერთი მორეწეთა* შენთაგანი.
Verse: 20
და აღდგა და მოვიდა მამისა თჳსისა. და ვიდრე შორს-ღა იყო, იხილა იგი მამამან და შეეწყალა, და აღდგა და სრბით მიეგებვოდა და შეეხჳა ყელსა მისსა, ამბორს-უყო.
Verse: 21
და ჰრქუა მას ძემან: მამაო, ვცოდე ცათა შინა და წინაშე შენსა და არა ღირს ვარ წოდებად ძედ შენდა.
Verse: 22
ჰრქუა მამამან მონათა თჳსთა: გამოართუთ მაგას კუართი იგი წინაჲ და შთააცუთ მაგას, მიეცით ბეჭედი ჴელსა მაგისსა და ჴამლი ფერჴთა მაგისთა.
Verse: 23
და მოიბთ ჴარი იგი უსხი და დაკალთ და ვჭამოთ და ვიშუებდეთ*.
Verse: 24
რამეთუ ესე ძჱ ჩემი მომკუდარ იყო და ცხომდა, წარწყმედულ იყო და იპოვა. და იწყეს შუებად*.
Verse: 25
და იყო უხუცესი ძჱ მისი აგარაკსა. ვითარ მოვიდოდა და მოეახლა სახლსა მას, ესმა ჴმაჲ სახიობისაჲ და პარით მემღერთაჲ.
Verse: 26
მოუწოდა ერთსა მონათა მისთაგანსა და ჰრქუა: რაჲ არს ესე?
Verse: 27
და მან ჰრქუა მას: რამეთუ ძმაჲ შენი მოსლულ* არს, და დაკლა ჴარი იგი უსხი მამამან შენმან, რამეთუ ცოცხალ იყო და იპოვა.
Verse: 28
განრისხნა და არა უნდა შესლვის. და მამაჲ იგი გამოვიდა, ევედრებოდა მას.
Verse: 29
მიუგო და ჰრქუა მამასა მას მისსა: ესე რავდენნი წელნი არიან, ვინაჲთგან გმონე შენ და არასადა გარდაგიჴედ მცნებათა შენთა; თიკანი ერთი არასადა მომეც მე, რაჲთამცა ვიხარე მეგობართა ჩემთა თანა.
Verse: 30
რაჟამს მოვიდა ძჱ იგი შენი, რომელმან შეჭამა საცხორებელი შენი მეძავთა თანა, დაუკალ მას ჴარი იგი უსხი.
Verse: 31
ჰრქუა მას: შვილო, შენ მარადის ჩემ თანა ხარ და ყოველი, რაჲ ჩემი არს, შენი არს.
Verse: 32
არამედ შუებად და სიხარულად ჯერ-არს, რამეთუ ძმაჲ ესე შენი მომკუდარ იყო და განცოცხლდა, წარწყმედილ იყო და იპოვა.
Copyright TITUS Project
Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form
without prior permission by the copyright holder.