TITUS
Tetraevangelium e codice Adisi: Part No. 58

Chapter: 14 


Verse: 1 
   და იყო მო-რაჲ-ვიდოდა იგი სახლსა ვისამე მთავრისა ფარისეველისასა ჭამად პურისა, და იგინი უმზირდეს* მას.
Verse: 2 
   და აჰა ესერა იყო ვინმე წყლითა მანკიერითა წინაშე მისა.
Verse: 3 
   მიუგო იესუ და ჰრქუა რჩულის მოძღუართა* მათ და ფარისეველთა: უკუეთუ ჯერ-არს შაფათსა შინა კურნებაჲ?
Verse: 4 
   ხოლო იგინი დუმნეს. მოიყვანა იგი და განკურნა და განუტევა იგი.
Verse: 5 
   და ჰრქუა მათ: ვის თქუენგანისა ძჱ ანუ ჴარი ჯურღუმულსა შთავარდეს, არა-მე მეყსეულად აღმოიქუასა იგი დღესა შაფათსა?
Verse: 6 
   და ვერარაჲ მიუგეს მას ამისთჳს.
Verse: 7 
   და ეტყოდა ჩინებულთა მათ იგავსა და შეისწავებდა, ვითარ-იგი ზემოჯდომასა ირჩევდეს, და ეტყოდა მათ:
Verse: 8 
   რაჟამს გხადოს ვინმე ქორწილსა, ნუ დასჯდები პირველსა საინაჴესა, ნუუკუე უპატიოსნესი ვინმე შენსა იყოს ჩინებულ;
Verse: 9 
   და მოვიდეს შენდა, რომელმან-იგი შენ და მას გხადა, და გრქუას შენ: ადგილ ეც ამას! მაშინ იწყო სირცხჳლით უკუანაჲსკნელსა ადგილსა დაპყრობად.
Verse: 10 
   არამედ გხადოს თუ ვინმე, მივედ და დაჯედ უკუანაჲსკნელსა ადგილსა, რაჲთა მოვიდეს რომელმან-იგი გხადა შენ და გრქუას: მეგობარო, აღ-რე-გუალე ზემო კერძო! მაშინ იყოს შენდა დიდება წინაშე ყოველთა მეინაჴეთა.
Verse: 11 
   რამეთუ ყოველმან რომელმან აღიმაღლოს თავი თჳსი, იგი დამდაბლდეს, და რომელმან დაიმდაბლოს, იგი ამაღლდეს.
Verse: 12 
   ეტყოდა მასცა, რომელმან-იგი ხადა მას: ოდეს ჰყოფდე სადილსა გინა სერსა, ნუ ხადი მეგობართა შენთა, ნუცა ძმათა შენთა, ნუცა ნათესავთა შენთა, ნუცა მოძმეთა შენთა მდიდართა, ნუუკუე* მათცა გხადონ შენ კუალად და გექმნეს შენ იგი მოსაგებელ.
Verse: 13 
   არამედ ოდეს ჰყოფდე შენ სადილსა, ხადე შენ გლახაკთა უმეცართა, მკელობელთა, ბრმათა,
Verse: 14 
   და ნეტარ იყო, რამეთუ არარაჲ აქუს*, რაჲმცა მოგაგეს შენ, და მოგეგოს შენ აღდგომასა მას მართალთასა.
Verse: 15 
   ესმა ვისმე მის თანა მეინაჴესა ესე (და)* ჰრქუა მას: ნეტარ არს, რომელმან ჭამოს პური სასუფეველსა ღმრთისასა.
Verse: 16 
   ხოლო თავადმან ჰრქუა მას: კაცმან ვინმე ყო პური დიდი და უწოდა მრავალთა.
Verse: 17 
   და წარავლინა მონაჲ თჳსი ჟამსა პურისასა და ჰრქუა ჩინებულთა მათ მოსლვაჲ, რამეთუ ესერა მზა არს ყოველი.
Verse: 18 
   და იწყო ყოველმან თითოეულმან ჯმნად. პირველმან ჰრქუა მას: აგარაკი ვიყიდე და უნებელი ზედა-მაც მისლვად და ხილვად. გლოცავ შენ, ჯმნულმცა ვარ მე შენგან.
Verse: 19 
   და სხუამან თქუა: უღელი ჴართაჲ ვიყიდე ხუთი და მივალ გამოცდად მათა*. გლოცავ შენ, ჯმნულმცა ვარ.
Verse: 20 
   და მერმე სხუამან თქუა: ცოლი შევირთე და მის გამო ვერ ჴელ-მეწიფების მისლვად.
Verse: 21 
   და მოვიდა მონაჲ იგი* და უთხრა უფალსა თჳსსა ყოველი ესე. მაშინ განრისხნა სახლისა უფალი იგი და ჰრქუა მონასა მას თჳსსა: განვედ ადრე უბანთა და ყურეთა ქალაქისათა და გლახაკნი უცხონი და ბრმანი და მკელობელნი შემოიყვანენ აქა.
Verse: 22 
   და ჰრქუა მონამან მან: უფალო, იქმნა ბრძანებული შენი, და ადგილი არს-ღა.
Verse: 23 
   და ჰრქუა უფალმან მან მონასა მას: განვედ გზათა ზედა და ფოლოცთა და აიძულე შემოსლვაჲ, რაჲთა აღივსოს სახლი ესე ჩემი.
Verse: 24 
   ხოლო გეტყჳ თქუენ: არავინ მათგანმან კაცმან გემოჲ იხილოს სერობისა მისგან ჩემისა.
Verse: 25 
   და შეკრბებოდა მისა ერი მრავალი. და მიექცა და ჰრქუა მათ:
Verse: 26 
   რომელი მოვალს ჩემდა და არა მოიძულოს მამაჲ თჳსი და დედაჲ თჳსი და ცოლი და შვილნი და ძმანი და დანი და მერმე კუალად თავიცა თჳსი, ვერ ჴელ-ეწიფების მოწაფე ყოფად ჩემდა.
Verse: 27 
   და რომელმან არა აღიღოს ჯუარი თჳსი და შემომიდგეს მე, ვერ ჴელ-ეწიფ[ების] მოწაფე ყო[ფად] ჩემდა.
Verse: 28 
   ვის-მე უკუე [თქუენ]განსა უნდ[ეს გო]დლისა შენება[ჲ, ა]რამე პირვე[ლად] დაჯდესა და [აღი]რაცხოს, რავ[დე]ნი წარჴდეს, [უკ]უეთუ აქუს*, რაჲთა კმა-ეყოს მ[ას], ვიდრე აღსრულებ[ად]მდე.
Verse: 29 
   ნუუკუ[ე] დადვას სა[ფუ]ძველი და ვერ [შეუძლო]ს აღსრულებად [და] ყოველნი რომელნი ხედვი[დე]ნ მას, იწყონ კიც[ხე]ვად მისა
Verse: 30 
   და თქუან, [ვითარმედ]: კაცმან ამან [იწყ]ო შჱნებად* დ[ა ვერ შე]უძლო აღს[რ]ულებად.
Verse: 31 
   და ანუ მეუფჱ, რომელი მი[უ]ვალნ სხუას[ა მე]უფესა ბრძ[ოლ]ად, არა-მე პი[რვე]ლად დაჯდეს და განირაცხოს, [თუ]* შესაძლებელ ა[რს] ათითა ათასითა შემთხუევად ოცითა ათასითა მომავალისა მის ზედა?
Verse: 32 
   უკუეთუ არა, ვიდრე შორს-ღა იყოს, მოციქულნი მიუვლინნეს და მოიკითხოს იგი მშჳდობით.
Verse: 33 
   ეგრეცა ყოველმანვე თქუენგანმან, რომელმან არა იჯმნეს ყოვლისაგან მონაგებისა თჳსისა, ვერ ჴელ-ეწიფების მოწაფე ყოფად ჩემდა.
Verse: 34 
   კეთილ არს მარილი იგი. უკუეთუ მარილი იგი განქარდეს, რაჲთა დაიმარილოს?
Verse: 35 
   (არცა ქუეყანასა)*, არცა სკორესა (სარგებელ არს)*, არამედ გარე განდვან იგი. რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ესმოდენ!




Copyright TITUS Project Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.