მო-ვინმე-სრულ იყვნეს მას ჟამსა ოდენ და უთხრეს მას გალილეველთა მათთჳს, რომელთაჲ-იგი სისხლი პილატე შეჰრია მსხუერპლთა თანა.
Verse: 2
მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ეგრე გგონიესა, ვითარმედ გალილეველნი იგი უფროჲს ყოველთა გალილეველთა იყვნეს ცოდვილ, რამეთუ ესევითარი ევნო მათ?
Verse: 3
გეტყჳ თქუენ: არა; არამედ უკუეთუ არა შეინანოთ, ეგრევე სახედ ყოველნი წარსწყმდეთ.
Verse: 4
ანუ იგი, რომელ ათორმეტთა ზედა სილოამს გოდოლი დაეცა და მოწყჳდნა*, ჰგონებთა, ვითარმედ იგინი* ხოლო თანა-მდებ იყვნეს უფროჲს ყოველთა კაცთასა, რომელნი მკჳდრ* არიან იერუსალჱმს?
Verse: 5
გეტყჳ თქუენ: არა; არამედ უკუეთუ არა შეინანოთ, ყოველნივე ეგრეთ წარსწყმდეთ.
Verse: 6
და ეტყოდა მათ იგავსა ამას: ლეღჳ ვისმე ედგა ნერგი სავენაჴესა თჳსსა, და მოვიდა და ეძიებდა ნაყოფსა მისგან და არა* პოვა.
Verse: 7
და ჰრქუა* ვენაჴის მოქმედსა მას: აჰა ესერა სამი წელი არს, ვინაჲთგან მოვალ და ვეძიებ ნაყოფსა ლეღუსა ამას შინა და არა* ვპოვე. მოჰკუეთე ეგე, რაჲსათჳს ქუეყანაჲ დაუპყრია* უქმად?
Verse: 8
ხოლო მან მიუგო და ჰქუა* მას: უფალო, უტევე ეგე ამასცა წელსა, ვიდრემდე მოუთოჴნო მაგას და სკორე დაუდვა,
Verse: 9
ყოს ხოლო თუ ნაყოფი; უკუეთუ არა, მერმე მოჰუეთე ეგე.
Verse: 10
და ასწავებდა მათ შესაკრებელსა ერთსა შაფათსა შინა.
Verse: 11
და აჰა ესერა დედაკაცი იყო, რომლისა თანა იყო სული უძლურებისაჲ ათორმეტ* წლითგან; და იყო იგი დაღონებულ და ვერ ეძლო მას ყოვლითურთ ზე ახილვად.
Verse: 12
იხილა იგი იესუ, მოუწოდა და ჰრქუა მას: დედაკაცო, განტევებულ ხარ უძლურებისა- გან შენისა.
Verse: 13
და დაასხნა ჴელნი მისნი მის ზედა, და მეყსეულად აღემართა და ვიდოდა, და ადიდებდა ღმერთსა.
Verse: 14
მიუგო შესაკრებელთ მთავარმან რისხვით, რამეთუ შაფათსა განკურნა იგი იესუ, და ეტყოდა ერსა მას: ექუსნი დღენი არიან, რომელთა შინა ჯერ-არს საქმე; მათ შინა მომავალნი განიკურნებოდეთ და ნუ დღესა შაფათსა.
Verse: 15
მიუგო მას უფალმან და ჰრქუა: ორგულნო, კაცად-კაცადმან თქუენმან არა აჰჴსნისა ჴარი ანუ ვირი ბაგათაგან თჳსთა და წარიბის და ასჳს მას წყალი?
Verse: 16
ხოლო ესე ასული აბრაამისი იყო, რომელი შეეკრა ეშმაკსა, აჰა ესერა ათურამეტი* წელი არს; არა ჯერ-იყოა განჴდად საკრველთაგან მისთა დღესა შაფათსა?
Verse: 17
და ამას რაჲ იტყოდა თავადი, ჰრცხუენოდა ყოველთა წინააღმდგომთა მისთა; და ყოველსა მას ერსა უხაროდა ყოველთა მათ ზედა დიდებულებათა, რომელნი იქმნებოდეს მის მიერ.
Verse: 18
და ეტყოდა უფალი: რასა ვამსგავსო სასუფეველი ღმრთისაჲ და ვისა მსგავს არს იგი?
Verse: 19
მსგავს არს იგი მარცუალსა მდოგჳსასა*, რომელი მოიღო კაცმან და დასთესა მტილსა თჳსსა; და აღორძნდა და იქმნა იგი ხე*, და მფრინველთა ცისათა დაიმკჳდრეს* რტოთა მისთა.
მსგავს არს სასუფეველი ცომსა, რომელი მოიღო დედაკაცმან და შეჰრთო იგი ფქვილსა სამსა საწყაულსა, ვიდრემდე აღაფუვნოს ყოველი.
Verse: 22
და მიმოვიდოდა ქალაქებსა და დაბნებსა და ასწავებდა და წარიგზავნებოდა იერუსალჱმდ*.
Verse: 23
და ჰრქუა ვინმე მას: უფალო, უკუეთუ მცირედ არიან ცხორებულნი? ხოლო თავადმან ჰრქუა მათ:
Verse: 24
იღუაწეთ შესლვად იწროჲსა მისგან კარისა. ხ~ გეტყჳ თქუენ: მრავალნი ეძიებდენ შესლვად და ვერ შეუძლონ.
Verse: 25
ვინაჲთგან აღდგეს სახლისა უფალი და დაჰჴშას კარი, და გარეშე სდგეთ და იწყოთ რეკად კარსა და იტყოდით: უფალო, უფალო, განგჳღე ჩუენ! და მოგიგოს და გრქუას თქუენ: არა გიცნი თქუენ, ვინანი ხართ.
Verse: 26
მაშინ იწყოთ სიტყუად: ვჭამდით წინაშე შენსა და ვსუემდით* და უბანთა ჩუენთა ზედა გუასწავებდ.
Verse: 27
და გრქუას: არა გიცნი, ვინანი ხართ; განმეშორენით ჩემგან ყოველნი მოქმედნი სიცრუისანი.
Verse: 28
მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაჲ კბილთაჲ, რაჟამს იხილოთ აბრაამი, ისაკი და იაკობი და ყოველნი წინაწარმეტყუელნი* სასუფეველსა ღმრთისასა და თქუენ განსხმულნი გარე.
Verse: 29
და მოვიდოდიან მზის აღმოსავალით და მზის დასავალით, ჩრდილოჲთ და სამხრით და ინაჴ-იდგმიდენ* სასუფეველსა ღმრთისასა.
Verse: 30
და აჰა ესერა არიან უკუანაჲსკნელნი, რომელ იყვნენ პირველ, და არიან პირველნი, რომელნი იყვნენ უკუანაჲსკნელ.
Verse: 31
მას დღესა შინა მო-ვინმე-უჴდეს იესუს ფარისეველნი და ეტყოდეს მას: განვედ და წარვედ ამიერ, რამეთუ ეროდე გეძიებს შენ მოკლვად.
Verse: 32
ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: მივედით და არქუთ მელსა მას: აჰა ესერა განვასხამ ეშმაკთა და კურნებასა აღვასრულებ დღეს და ხვალე, და ზეგე აღვესრულები.
Verse: 33
ხოლო ჯერ-არს ჩემდა დღეს და ხვალე და ზეგე წარსლვად, რამეთუ ვერ ეგების წინაწარმეტყუელი* გარნა იერუსალჱმს* წარწყმედად.
Verse: 34
იერუსალჱმ, იერუსალჱმ*, რომელმან მოსწყჳდენ* წინაწარმეტყუელნი და ქვაჲ დაჰკრიბე მოვლინებულთა შენდა, რავდენ გზის მინდა შეკრებაჲ შვილთა შენთაჲ, ვითარცა სახედ მფრინველმან თჳსნი მართუენი* ფრთეთა ქუეშე მისთა, და არა ინებეთ!
Verse: 35
აჰა ესერა დაუტევნეთ* თქუენ სახლნი თქუენნი ოჴრად. გეტყჳ თქუენ: არღარა მიხილოთ მე ამიერითგან, ვიდრემდის სთქუათ: კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა!
Copyright TITUS Project
Frankfurt a/M 1999-2000. No parts of this document may be republished in any form
without prior permission by the copyright holder.