TITUS
Apocalypsis Ioannis iberice
Part No. 16
Previous part

Chapter: 16 
Verse: 1  Link to gntLink to apjocomm   და მესმა ჴმაჲ დიდი, რომელი ეტყოდა შჳდთა მათ ანგელოზთა, ვითარმედ: წარვედით და დასთხიენით შჳდნი ეგე ლანკნანი გულის-წყრომისა ღმრთისანი ქუეყანასა ზედა.
Verse: 2  Link to gntLink to apjocomm   
და ერთი იგი წარვიდა და დასთხია ლანკნაჲ თჳსი ქუეყანასა ზედა, და იქმნა შალალი ბოროტი კაცთა ზედა, რომელთაცა აქუნდა ბეჭედი იგი მჴეცისაჲ მათ ზედა; და თაყუანის-სცემდეს ხატსა მისსა.
Verse: 3  Link to gntLink to apjocomm   
და მეორემან ანგელოზმან დასთხია ზღუასა ზედა, და იქმნა სისხლი, ვითარცა მკუდრისაჲ; და ყოველი სული, რომელი იყო ზღუასა შინა, მოკუდა.
Verse: 4  Link to gntLink to apjocomm   
და მესამემან დასთხია მდინარეთა ზედა და წყაროთა ზედა წყალთასა, და გარდაიქცეს სისხლად.
Verse: 5  Link to gntLink to apjocomm   
და მესმა ანგელოზისა მისგან წყალთაჲსა, რომელი იტყოდა: მართალ ხარ, რომელი-ეგე ხარ და იყავ წმიდა, რამეთუ ესე საჯე.
Verse: 6  Link to gntLink to apjocomm   
რამეთუ სისხლი წმიდათაჲ და წინაწარმეტყუელთაჲ დასთხიეს, და სისხლი ასუ მათ, რამეთუ ღირს არიან.
Verse: 7  Link to gntLink to apjocomm   
და მესმა საკურთხეველისაჲ, რომელი იტყოდა: ჰე, უფალო ღმერთო, ყოვლისა მპყრობელო, მართალ და ჭეშმარიტ არიან სასჯელნი შენნი.
Verse: 8  Link to gntLink to apjocomm   
და მეოთხემან ანგელოზმან დასთხია ლანკნაჲ თჳსი მზესა ზედა, და მიეცა მას ცეცხლითა დაწუვად კაცთა.
Verse: 9  Link to gntLink to apjocomm   
და დაიწუნეს კაცნი სიცხითა დიდითა და ჰგმობდეს კაცნი სახელსა ღმრთისასა. რომელსა-იგი აქუს ჴელმწიფებაჲ წყლულებათა ზედა მათთა, და არა შეინანეს, რაჲთამცა მისცეს მას დიდებაჲ.
Verse: 10  Link to gntLink to apjocomm   
და მეხუთემან დასთხია საყდარსა მას ზედა მჴეცისა მის, და იქმნა მეუფებაჲ მისი დაბნელებულ. და იცოხნიდეს ენათა თჳსთა ტკივილისაგან.
Verse: 11  Link to gntLink to apjocomm   
და ჰგმობდეს ღმერთსა ცათასა ტკივილთა მათთაგან და წყლულებათა, და არა შეინანეს საქმეთა მათთაგან.
Verse: 12  Link to gntLink to apjocomm   
და მეექუსემან დასთხია მდინარესა ზედა დიდსა ევფრატსა, და განჴმა წყალი მისი, რაჲთა განემზადოს გზაჲ მეფეთაჲ მათ, აღმოსავალით მზისაჲთ მომავალთაჲ.
Verse: 13  Link to gntLink to apjocomm   
და ვიხილენ პირისაგან ვეშაპისა და პირისაგან მჴეცისა და პირისაგან ცრუ-წინაწარმეტყუელისა მის სულნი არაწმიდანი სამნი, ვითარცა მყუარნი.
Verse: 14  Link to gntLink to apjocomm   
რამეთუ არიან სულნიცა საეშმაკონი, მოქმედნი სასწაულთანი, რომელნი გამოვლენ მეფეთა ზედა ყოვლისა ქუეყანისათა შემოკრებად მათდა ბრძოლასა მას დიდისა მის დღისა ღმრთისა ყოვლისა მპყრობელისასა.
Verse: 15  Link to gntLink to apjocomm   
აჰა ესერა მოვალ, ვითარცა მპარავი. ნეტარ არს, რომელმან იღჳძოს და დაიმარხოს სამოსელი თჳსი, რაჲთა არა შიშულად ვიდოდის, და ჰხედვიდენ უშუერებასა მისსა.
Verse: 16  Link to gntLink to apjocomm   
და შემოკრიბნა იგინი ადგილსა მას, რომელსა ეწოდების ებრაელებრ მაგედონ.
Verse: 17  Link to gntLink to apjocomm   
და მეშჳდემან მან ანგელოზმან დასთხია ლანკნაჲ თჳსი ჰაერსა ზედა, და გამოჴდა ჴმაჲ დიდი ტაძრისაგან ზეცათაჲსა და საყდრისაგან, რომელი იტყოდა, ვითარმედ: იქმნა.
Verse: 18  Link to gntLink to apjocomm   
და იქმნეს ელვანი და ქუხილნი და ჴმანი და ძრვაჲ დიდი, რომელ არა ქმნულ არს, ვინაჲთგან კაცნი დაებადნეს ქუეყანასა ზედა, ესევითარი ძრვაჲ, ესრჱთ დიდი.
Verse: 19  Link to gntLink to apjocomm   
და განიყო ქალაქი იგი დიდი სამად, და ქალაქი წარმართთანი დაეცნეს, და ბაბილონი დიდი მოჴსენებულ იქმნა წინაშე ღმრთისა მიცემად მისდა სასუმელი იგი ღჳნისაჲ გულის-წყრომისა რისხვისა მისისაჲ.
Verse: 20  Link to gntLink to apjocomm   
და ყოველივე ჭალაკი ლტოლვილ იქმნა, და მთანი არა იპოვნეს.
Verse: 21  Link to gntLink to apjocomm   
და სეტყუაჲ დიდი მოვიდა ზეცით კაცთა ზედა და გმეს კაცთა სახელი ღმრთისაჲ წყლულებისა მისგან სეტყჳსა მის, რამეთუ დიდ არს წყლულებაჲ მისი ფრიად.

Next part



This text is part of the TITUS edition of Apocalypsis Ioannis iberice.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 28.10.2007. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.