TITUS
Apocalypsis Ioannis iberice
Part No. 17
Previous part

Chapter: 17 
Verse: 1  Link to gntLink to apjocomm   და მოვიდა ერთი შჳდთა მათ ანგელოზთაგანი, რომელთა აქუნდა შჳდი იგი ლანკნები, და იტყოდა ჩემ თანა და თქუა: მოვედ, და გიჩუენო შენ სასჯელი იგი მეძვისა მის დიდისაჲ, რომელი-იგი ზის წყალთა მათ ზედა მრავალთა,
Verse: 2  Link to gntLink to apjocomm   
რომლისა თანა ისიძვეს ყოველთა მეფეთა ქუეყანისათა, და დაითრვნეს მკჳდრნი ქუეყანისანი ღჳნისა მისგან სიძვისა მისისა,
Verse: 3  Link to gntLink to apjocomm   
და წარმიყვანა მე სულითა უდაბნოს, და ვიხილე დედაკაცი მჯდომარჱ მჴეცსა ზედა წითელსა, სავსესა სახელებითა გმობისაჲთა, რომელსა ედგნეს შჳდნი თავნი და ათნი რქანი.
Verse: 4  Link to gntLink to apjocomm   
და დედაკაცსა მას ემოსა პორფირი და ძოწეული, შემკული ოქროჲთა და ქვითა პატიოსნითა და მარგალიტითა. და აქუნდა ჴელთა მისთა ბარძიმი ოქროჲსაჲ, სავსჱ საძაგელებითა და არაწმიდებითა სიძვისა ქუეყანისაჲთა.
Verse: 5  Link to gntLink to apjocomm   
და შუბლსა მისსა ზედა სახელი დაწერილი: საიდუმლოჲ, ბაბილონი დიდი, დედაჲ მეძავთაჲ და საძაგელებათა ქუეყანისათაჲ.
Verse: 6  Link to gntLink to apjocomm   
და ვიხილე დედაკაცი იგი დამთრვალი სისხლითა წმიდათაჲთა და სისხლითა მით მოწამეთა იესუჲსთაჲთა. და დამიკჳრდა, ვიხილე რაჲ იგი, საკჳრველებითა დიდითა.
Verse: 7  Link to gntLink to apjocomm   
და მრქუა მე ანგელოზმან მან: რად დაგიკჳრდა? მე გითხრა შენ საიდუმლოჲ დედაკაცისაჲ მის და მჴეცისაჲ, რომელსა-იგი უტჳრთავს, რომელსა ჰქონან შჳდნი თავნი და ათნი რქანი.
Verse: 8  Link to gntLink to apjocomm   
მჴეცი ეგე, რომელ იხილე, იყო და არა არს და ეგულების აღმოსლვაჲ უფსკრულით და წარსაწყმედელად წარსლვაჲ. და დაუკჳრდეს მკჳდრთა ქუეყანისათა, რომელთა სახელები არა წერილ არს წიგნსა მას ცხორებისასა დასაბამითგან სოფლისაჲთ, რაჟამს-იგი ჰხედვიდენ, რამეთუ იყო მჴეცი იგი და არა არს და მოვიდეს.
Verse: 9  Link to gntLink to apjocomm   
აქა არს გონებაჲ, რომელსა აქუნდეს სიბრძნჱ. შჳდნი იგი თავნი შჳდნი მთანი არიან, რომელთა ზედა დედაკაცი ზის.
Verse: 10  Link to gntLink to apjocomm   
და მეფენი არიან შჳდნი: ხუთნი იგი დაეცნეს, და ერთი არს, და სხუაჲ იგი არღა მოსრულ არს, და მო-რაჲ-ვიდეს, მცირედ ჯერ-არს მისი ყოფაჲ.
Verse: 11  Link to gntLink to apjocomm   
და მჴეცი იგი, რომელი იყო და არა არს, და ესე მერვჱ არს და შჳდთაგანი არს და წარსაწყმედელად წარვალს.
Verse: 12  Link to gntLink to apjocomm   
და ათნი იგი რქანი, რომელ იხილენ, ათნი მეფენი არიან, რომელთა მეფობაჲ არღა მიუღია, არამედ ჴელმწიფებასა ვითარცა მეფენი ერთსა ჟამსა მიიღებენ მჴეცისა მის თანა.
Verse: 13  Link to gntLink to apjocomm   
ამათ ერთი ნებაჲ აქუს და ძალსა და ჴელმწიფებასა მათსა მჴეცსა მისცემენ.
Verse: 14  Link to gntLink to apjocomm   
ესენი კრავსა მას ებრძოლნენ, და კრავმან სძლოს მათ, რამეთუ უფალი უფლებათაჲ არს და მეუფჱ მეუფეთაჲ, და მის თანა წოდებულნი იგი და რჩეულნი და მორწმუნენი.
Verse: 15  Link to gntLink to apjocomm   
და მრქუა მე: წყალნი იგი, რომელ იხილენ, ერნი არიან და წარმართნი და ენანი.
Verse: 16  Link to gntLink to apjocomm   
და ათნი იგი რქანი, რომელ იხილენ, და მჴეცი - მათ მოიძულონ მეძავი იგი, განრყუნილ და შიშუელ ყონ იგი და ჴორცნი მისნი შეჭამნენ და იგი დაწუან ცეცხლითა.
Verse: 17  Link to gntLink to apjocomm   
რამეთუ ღმერთმან მოსცა გულთა მათთა ყოფად ნებისა მისისა და ყოფად ნებისა ერთისა და მიცემად მეფობაჲ მათი მჴეცსა, ვიდრემდის აღესრულნენ სიტყუანი ღმრთისანი.
Verse: 18  Link to gntLink to apjocomm   
და დედაკაცი იგი, რომელ იხილე, არს ქალაქი იგი დიდი, რომელსა აქუს მეფობაჲ მეფეთაჲ ქუეყანასა ზედა.

Next part



This text is part of the TITUS edition of Apocalypsis Ioannis iberice.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 28.10.2007. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.