
და ვიხილე ცაჲ ახალი და ქუეყანაჲ ახალი, რამეთუ პირველი იგი ცაჲ და პირველი ქუეყანაჲ წარჴდეს, და ზღუაჲ არღარა არს.

და ქალაქი იგი წმიდაჲ, იერუსალჱმი ახალი ვიხილე, გარდამომავალი ზეცით ღმრთისაგან, განმზადებული, ვითარცა სძალი შემკული ქმრისა მიმართ თჳსისა.

და მესმა ჴმაჲ დიდი ზეცით, რომელი იტყოდა: აჰა სამკჳდრებელი ღმრთისაჲ კაცთა თანა, და დაიმკჳდროს მათ თანა, და იგინი იყვნენ ერ მისა, და იგი ღმერთი თავადი მკჳდრ იყოს მათ შორის.

და აჴოცოს ყოველივე ცრემლი თუალთაგან მათთა, და სიკუდილი არღარა იყოს, არცა გლოვაჲ, არცა ღაღადებაჲ, არცა ტკივილი, რამეთუ პირველნი იგი წარჴდეს.

თქუა მჯდომარემან მან საყდარსა ზედა: აჰა ესერა ყოველსავე ახალ-ვჰყოფ. და თქუა: დაწერე, ვითარმედ: ესე სიტყუანი სარწმუნონი და ჭეშმარიტნი ღმრთისანი არიან.

და მრქუა მე: ვიქმენ მე ანი და ჵ, დასაბამი და დასასრული. მე წყურიელსა მივსცე წყაროჲსა მისგან წყლისა ცხოველისა უსასყიდლოდ.

რომელმან სძლოს, მივსცე მას ესე ყოველი და ვიყო მისა ღმერთ, და იგი იყოს ჩემდა ძე.

ხოლო მოშიშთა და ურწმუნოთა და ცოდვილთა და საძაგელთა და კაცის-მკლველთა და მეძავთა და მწამლველთა და კერპთ-მსახურთა და ყოველთა მტყუვართაჲ ნაწილი მათი იყოს ტბასა მას ცეცხლითა და წუმწუბითა მოტყინარესა, რომელ არს სიკუდილი იგი მეორჱ.

და მოვიდა ერთი შჳდთა მათ ანგელოზთაგანი, რომელთა-იგი აქუნდეს შჳდნი იგი ლანკნანი, სავსენი წყლულებათა მათ მიერ უკუანაჲსკნელთა, და იტყოდა ჩემ თან და მრქუა მე: მოვედ, და გიჩუენო შენ დედაკაცი იგი, სძალი კრავისაჲ.

და წარმიყვანა მე სულითა მთასა მაღალსა და დიდსა და მიჩუენა მე ქალაქი წმიდაჲ იერუსალჱმი, გარდამომავალი ზეცით ღმრთისაგან.

და აქუნდა დიდებაჲ ღმრთისაჲ. მნათობი მისი მსგავს იყო ქვასა პატიოსანსა, ვითარცა ქვასა იასპსა ბროლის-სახესა.

და აქუნდა ზღუდჱ დიდი და მაღალი და ბჭენი ათორმეტნი და სახელები წერილი, რომელ არს სახელები ძეთა ისრაჱლისათაჲ.

აღმოსავალეთისა ბჭენი სამნი და სამხრისა სამნი და ჩრდილოჲთ სამნი და დასავალეთით სამნი.

და ზღუდესა მას ქალაქისასა აქუნდეს ათორმეტნი საფუძველნი და მათ ზედა ათორმეტნი სახელნი ათორმეტთა მათ მოციქულთა კრავისათანი.

და რომელი-იგი იტყოდა ჩემ თანა, აქუნდა საზომი ლერწამი ოქროჲსაჲ, რაჲთამცა განზომა ქალაქი იგი და ბჭენი მისნი და ზღუდენი მისნი.

და ქალაქი იგი მოთხვითად არს; და სიგრძჱ მისი, ვითარცა სივრცჱ. და განზომა ქალაქი იგი ლერწმითა მით ათორმეტსა ათასსა უტევანსა. ათორმეტი სიგრძჱ და სივრცჱ და სიმაღლჱ მისი სწორ არიან.

და ზღუდჱ მისი ას ორმეოც და ოთხი წყრთაჲ საზომითა კაცისაჲთა, რომელ არს ანგელოზისაჲ.

და იყო მოსწორებაჲ ნაშჱნები ზღუდისა მისისაჲ იასპი, და ქალაქი იგი ოქროჲ წმიდაჲ, მსგავსი ჭიქასა წმიდასა.

და საფუძველნი ზღუდისანი ყოვლითა ქვითა პატიოსნითა შემკულნი. საფუძველი პირველი იასპი, მეორჱ საფირონი, მესამჱ ქალკიდონი, მეოთხჱ სამარაგდჱ,

მეხუთჱ სარდონიხოჲ, მეექუსჱ სარდიოჲ, მეშჳდჱ ოქრო-ქვაჲ, მერვჱ ბივრილი, მეცხრჱ ტოპაზი, მეათჱ ხრჳსოპასოჲ, მეთერთმეტჱ იაკინთი, მეთორმეტჱ ამეთჳსოჲ.

და ათორმეტნი იგი ბჭენი იყვნეს ათორმეტნი მარგალიტნი, თითოეული ბჭჱ იყო ერთისა და ერთისა მარგალიტისაჲ. და უბანი ქალაქისაჲ მის ოქროჲ წმიდაჲ და ჭიქაჲ ბრწყინვალჱ.

და ტაძარი არა მიხილავს მას შორის, რამეთუ უფალი ღმერთი, ყოვლისა მპყრობელი, ტაძარ მისა არს და კრავი იგი.

და ქალაქსა მას არა უჴმს მზჱ, ანუ მთოვარჱ მნათობად, რამეთუ დიდებამან ღმრთისამან განანათლა იგი, და სანთელ მისა არს კრავი იგი.

და ვიდოდიან წარმართნი ნათლითა მისითა, და მეფეთა ქუეყანისათა დიდებაჲ და პატივი წარმართთაჲ მისა მიიღონ.

და ბჭენი მისნი არა დაეჴშნენ დღისი, რამეთუ ღამჱ მუნ არა იყოს.

და მიიღონ დიდებაჲ და პატივი წარმართთაჲ მუნ, რაჲთამცა შევიდეს.

და არა შევიდეს მუნ ყოველივე შეგინებული და მოქმედი ბოროტისაჲ და ტყუვილისაჲ, გარნა დაწერილნი იგი წიგნსა მას ცხორებისა კრავისასა.