TITUS
Apocalypsis Ioannis iberice
Part No. 20
Previous part

Chapter: 20 
Verse: 1  Link to gntLink to apjocomm   და ვიხილე ანგელოზი, გარდამომავალი ზეცით, და აქუნდა კლიტჱ უფსკრულისაჲ და ჯაჭჳ დიდი ჴელსა მისსა.
Verse: 2  Link to gntLink to apjocomm   
და შეიპყრა ვეშაპი იგი - გუელი დასაბამისაჲ, რომელ არს ეშმაკი და სატანა, რომელი აცთუნებს ყოველსა სოფელსა, და შეკრა იგი ათას წელ.
Verse: 3  Link to gntLink to apjocomm   
და შთააგდო იგი უფსკრულსა შინა და დაჰჴშა კარი და დაჰბეჭდა მის ზედა, რაჲთა ვერღარა აცთუნებდეს წარმართთა, ვიდრემდე აღესრულოს ათასი წელი. შემდგომად ამისა ჯერ-არს განჴსნაჲ მისი მცირედ ჟამ.
Verse: 4  Link to gntLink to apjocomm   
და ვიხილენ საყდარნი, და დასხდეს მათ ზედა, და საშჯელი მიეცა მათ და სულნი იგი მოკლულთანი წამებისათჳს იესუჲსა და სიტყჳსათჳს ღმრთისა, და რომელთაცა არა თაყუანის-სცეს ხატსა მას მჴეცისასა და არცა მიიღეს ბეჭედი მისი შუბლთა ზედა, ანუ ჴელთა მათთა, და ცხონდეს და სუფევდეს ქრისტჱს თანა ათასსა მას წელსა.
Verse: 5  Link to gntLink to apjocomm   
და სხუანი იგი მკუდარნი არა ცხონდეს ათასსა მას წელსა. ესე არს აღდგომაჲ იგი პირველი.
Verse: 6  Link to gntLink to apjocomm   
ნეტარ არს და წმიდა, რომელსა აქუნდეს ნაწილი აღდგომასა მას შინა პირველსა. მათ ზედა მეორესა მას სიკუდილსა არა აქუს ჴელმწიფებაჲ, არამედ იყვნენ მღდელ ღმრთისა და ქრისტჱსა და სუფევდენ მის თანა ათასსა მას წელსა.
Verse: 7  Link to gntLink to apjocomm   
და შემდგომად ათასისა მის წლისა განიჴსნას ეშმაკი საპყრობილისაგან თჳსისა.
Verse: 8  Link to gntLink to apjocomm   
და გამოვიდეს ცთუნებად წარმართთა, რომელნი არიან ოთხთა კიდეთა ქუეყანისათა, გოგს და მაგოგს, შემოკრებად მათდა და ბრძოლად, რომელთა სიმრავლჱ ვითარცა ქჳშაჲ ზღჳსაჲ.
Verse: 9  Link to gntLink to apjocomm   
და აღმოვიდეს სივრცესა ზედა ქუეყანისასა და გარე-მოადგეს ბანაკსა წმიდათასა და ქალაქსა მას შეყუარებულსა. და გარდამოჴდა ცეცხლი ზეცით და შეჭამნა იგინი.
Verse: 10  Link to gntLink to apjocomm   
და ეშმაკი, რომელი-იგი აცთუნებდა მათ, შთავარდა ტბასა მას ცეცხლისა და წუმწუბისასა, სადა იყვნეს მჴეცი იგი და ცრუ-წინაწარმეტყუელი და იტანჯებოდიან დღე და ღამე უკუნითი უკუნისამდე.
Verse: 11  Link to gntLink to apjocomm   
და ვიხილე საყდარი დიდი სპეტაკი და მჯდომარე მას ზედა, რომლისა პირისაგან ლტოლვილ იქმნა ქუეყანაჲ და ცაჲ, და ადგილი არა ეპოვა მათ.
Verse: 12  Link to gntLink to apjocomm   
და ვიხილენ მკუდარნი, მდგომარენი წინაშე საყდრისა მის. და წიგნნი განეხუნეს და სხუაჲ წიგნი განეღო, რომელ არს ცხორებისაჲ. და განისაჯნეს მკუდარნი წერილთა მათგან წიგნთა მათ შინა საქმეთაებრ მათთა.
Verse: 13  Link to gntLink to apjocomm   
და მოსცნა ზღუამან მკუდარნი, რომელნი იყვნეს მას შინა, და სიკუდილმან და ჯოჯოხეთმან მოსცეს მკუდარნი, რომელნი იყვნეს მათ შორის. და განისაჯა თითოეული საქმეთაებრ თჳსთა.
Verse: 14  Link to gntLink to apjocomm   
და სიკუდილი და ჯოჯოხეთი შთავარდეს ტბასა მას ცეცხლისასა. ესე სიკუდილი მეორჱ არს ტბაჲ იგი ცეცხლისაჲ.
Verse: 15  Link to gntLink to apjocomm   
და რომელიცა არა იპოვა წიგნსა მას ცხორებისასა დაწერილ, შთავარდა ტბასა მას ცეცხლისასა.

Next part



This text is part of the TITUS edition of Apocalypsis Ioannis iberice.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 28.10.2007. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.