TITUS
Apocalypsis Ioannis iberice
Part No. 19
Previous part

Chapter: 19 
Verse: 1  Link to gntLink to apjocomm   შემდგომად ამისა მესმა, ვითარცა ჴმაჲ დიდი ერისა მრავლისაჲ ცათა შინა, რომელნი იტყოდეს: ალელუჲაჲ, მაცხოვარებაჲ და ძალი და დიდებაჲ ღმრთისა ჩუენისაჲ!
Verse: 2  Link to gntLink to apjocomm   
რამეთუ ჭეშმარიტებით და სიმართლით არიან სასჯელნი მისნი, რამეთუ საჯა მეძავი იგი დიდი, რომელმან განხრწნა ქუეყანაჲ სიძვითა თჳსითა, და გამოიძია სისხლი მონათა თჳსთაჲ ჴელისაგან მისისა.
Verse: 3  Link to gntLink to apjocomm   
და მეორედ თქუეს: ალელუჲაჲ. და კუამლი მისი აღვალს უკუნითი უკუნისამდე.
Verse: 4  Link to gntLink to apjocomm   
და დავარდეს ოც და ოთხნი იგი მღდელნი ღა ოთხნი ცხოველნი და თაყუანის-სცეს ღმერთსა, მჯდომარესა საყდართა ზედა, და თქუეს: ამენ! ალელუჲა!
Verse: 5  Link to gntLink to apjocomm   
და ჴმაჲ გამოვიდა საყდრით, რომელი იტყოდა: აქებდით ღმერთსა ჩუენსა ყოველნი მონანი მისნი და მოშიშნი მისნი - მცირენი და დიდნი.
Verse: 6  Link to gntLink to apjocomm   
და მესმა ვითარცა ჴმაჲ ერისა მრავლისაჲ და ვითარცა ჴმაჲ წყალთა მრავალთაჲ და ვითარცა ჴმაჲ ქუხილთა ძლიერთაჲ, რომელნი იტყოდეს: ალელუჲა! რამეთუ სუფევს უფალი ღმერთი ჩუენი, ყოვლისა მპყრობელი.
Verse: 7  Link to gntLink to apjocomm   
ვიხარებდეთ და ვიშუებდეთ და მივსცეთ მას დიდებაჲ, რამეთუ მოვიდა ქორწილი კრავისაჲ, და ცოლმან მისმან განმზადა თავი თჳსი.
Verse: 8  Link to gntLink to apjocomm   
და მიეცა მას, რაჲთა შეიმოსოს ძოწეული წმიდაჲ და ბრწყინვალჱ, რამეთუ ძოწეული სიმართლენი წმიდათანი არიან.
Verse: 9  Link to gntLink to apjocomm   
და მრქუა მე: დაწერე, ვითარმედ: ნეტარ არიან წოდებულნი სერობასა მას კრავისასა, და მრქუა მე: ესე სიტყუანი ჭეშმარიტნი ღმრთისანი არიან.
Verse: 10  Link to gntLink to apjocomm   
და დავვარდი წინაშე ფერჴთა მისთა თაყუანის-ცემად მისა, და მრქუა მე: იხილე ნუ, შენ თანა მონაჲ ვარ მე და ძმათა შენთა, რომელთა აქუს წამებაჲ იესუჲსი; ღმერთსა თაყუანის-ეც, რამეთუ წამებაჲ იესუჲსი არს სული იგი წინაწარმეტყუელებისაჲ.
Verse: 11  Link to gntLink to apjocomm   
და ვიხილენ ცანი განხუმულნი. და აჰა ცხენი სპეტაკი, და მჯდომარესა მას ზედა ეწოდებოდა სარწმუნოჲ და ჭეშმარიტი, და სიმართლით შჯის და იბრძვის.
Verse: 12  Link to gntLink to apjocomm   
და თუალნი მისნი იყვნეს ვითარცა ალი ცეცხლისაჲ, და თავსა ზედა მისსა გჳრგჳნნი მრავალნი, რომელთა ზედა წერილ იყო სახელები, და სახელი წერილი, რომელი არავინ უწყის, გარნა მან თავადმან.
Verse: 13  Link to gntLink to apjocomm   
და ემოსა სამოსელი შეღებული სისხლითა, და წოდებულ არს სახელი მისი: სიტყუაჲ ღმრთისაჲ.
Verse: 14  Link to gntLink to apjocomm   
და მჴედრობანი ცათანი შეუდგეს მას, მსხდომარენი ცხენთა ზედა სპეტაკთა, შემოსილნი ბისონითა სპეტაკითა და ბრწყინვალითა.
Verse: 15  Link to gntLink to apjocomm   
და პირისაგან მისისა გამოვიდოდა მახჳლი ორპირი აღლესული, რაჲთა მით მოსრნეს წარმართნი, და იგი ჰმწყსიდეს მათ კუერთხითა რკინისაჲთა. და იგი დასწნეხს საწნეხელსა მას ღჳნისა მის გულის-წყრომისა და რისხვისა ღმრთისა, ყოვლისა მპყრობელისასა.
Verse: 16  Link to gntLink to apjocomm   
და არს წერილ სამოსელსა მისსა ზედა და თეძოსა მისსა სახელი, ვითარმედ: მეუფჱ მეუფეთაჲ და უფალი უფლებათაჲ.
Verse: 17  Link to gntLink to apjocomm   
და ვიხილე ანგელოზი, მდგომარჱ მზესა ზედა, და ეტყოდა ყოველთა მფრინველთა, მფრინვალეთა ცათა შინა: მოვედით და შემოკერბით სერსა მას დიდისა ღმრთისასა.
Verse: 18  Link to gntLink to apjocomm   
რაჲთა შჭამნეთ ჴორცნი მეფეთანი და ჴორცნი ათასის-თავთანი და ჴორცნი ძლიერთანი და ჴორცნი ცხენთანი და მათ ზედა მსხდომარეთანი და ჴორცნი ყოველთა აზნაურთა და მონათა და მცირეთა და დიდთანი.
Verse: 19  Link to gntLink to apjocomm   
და ვიხილე მჴეცი იგი და მეფენი ქუეყანისანი და მჴედრობანი მათნი, შეკრებულნი ბრძოლის-ყოფად მჯდომარისა მის ცხენსა ზედა და მჴედრობისა მისისა მიმართ.
Verse: 20  Link to gntLink to apjocomm   
და შეპყრობილ იქმნა მჴეცი იგი და მის თანა ცრუ-წინაწარმეტყუელი იგი, რომელმან ქმნნა წინაშე მისსა სასწაულნი, რომლითა აცთუნნა იგინი, რომელთა მიიღეს ბეჭედი იგი მჴეცისაჲ და თაყუანის-სცეს ხატსა მისსა. და ცოცხლივ შთავარდეს ორნივე იგი ტბასა მას ცეცხლისასა, რომელი-იგი იწუების წუმწუბითა.
Verse: 21  Link to gntLink to apjocomm   
და სხუანი იგი მოისრნეს მახჳლითა ცხენსა მას ზედა მჯდომარისაჲთა, რომელი გამოვიდოდა პირით მისით, და ყოველნი მფრინველნი განძღეს ჴორცითა მათითა.

Next part



This text is part of the TITUS edition of Apocalypsis Ioannis iberice.

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 28.10.2007. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.