TITUS
Epistolae Catholicae (A1)
Part No. 22
Previous part

Book: Jud.  
იუდაჲსი წიგნი

Chapter: _  
Verse: 1   Link to kbbLink to kbgLink to kbdLink to gnt   
იუდა, იესუ ქრისტჱსი მონაჲ, ძმაჲ იაკობისი, თქუენ, ღმრთისა მიერ მამისა შეყუარებულთა და ქრისტე იესუს მიერ დამარხულთა,
Verse: 2   Link to kbbLink to kbgLink to kbdLink to gnt   
წყალობაჲ თქუენ თანა და მშჳდობაჲ და სიყუარული განმრავლდინ!
Verse: 3   Link to kbbLink to kbgLink to kbdLink to gnt   
საყუარელნო, ყოველივე სწრაფაჲ ვყავ მიწერად თქუენდა ზოგადისა მის ცხორებისა ჩუენისათჳს. ჯერ-მიჩნდა მიწერად თქუენდა. გლოცავ, იღუწიდით მას ზედა, რომელი-იგი ერთვე მიეცა წმიდათა სარწმუნოებაჲ.
Verse: 4   Link to kbbLink to kbgLink to kbdLink to gnt   
რამეთუ შემო-ვინმე-ვიდის კაცნი, რომელნი მაშინვე პირველ წერილ იყუნეს ამას საშჯელსა, უღმრთონი, რომელნი მადლსა ღმრთისა ჩუენისასა გარდააქცევენ არაწმიდებად და მხოლოსა მფლობელსა და უფალსა Manuscript page: 126v  ჩუენსა იესუ ქრისტესა უვარ-ჰყოფენ.
Verse: 5   Link to kbbLink to kbgLink to kbdLink to gnt   
მოჴსენებაჲ თქუენი მნებავს, დაღათუ იცით ყოველი, რამეთუ ღმერთმან ერთ გზის ეგჳპტით ერი იგი იჴსნა, ხოლო მეორედ ურჩნი იგი წარწყმიდნა.
Verse: 6   Link to kbbLink to kbgLink to kbdLink to gnt   
ანგელოზნი რომელთა არა დაიმარხეს თჳსი იგი სამთავროჲ, არამედ დაუტევეს სამკჳდრებელი მათი, საშჯელად დიდისა დღისა საკრველებითა მით სამარადისოჲთა წყუდიადსა ქუეშე დაჰმარხნა,
Verse: 7   Link to kbbLink to kbgLink to kbdLink to gnt   
ვითარცა სოდომაჲ და გომორაჲ და გარემოჲს მათსა ქალაქები იგი; ეგრევე სახედ მათსა ისიძვიდეს და მიდევნებულ იყუნეს შედგომად ჴორცსა უცხოსა, წინა სხენან სახედ ცეცხლისა საუკუნისა, საშჯელი მიუღებიეს.
Verse: 8   Link to kbbLink to kbgLink to kbdLink to gnt   
ეგრევე მსგავსად ესენი საჩუენებელსა იხილვენ, ჴორცთა შეაბილწებენ, უფლებასა შეურაცხ-ჰყოფენ და დიდებასა Manuscript page: 127r  ჰგმობენ.
Verse: 9   Link to kbbLink to kbgLink to kbdLink to gnt   
ოდეს-იგი მიქაელ მთავარანგელოზი ეშმაკსა მას ეშჯოდა, ეტყოდა მოსეს ჴორცთათჳს, ვერ იკადრა საშჯელი გმობისაჲ მოწევნად მის ზედა, არამედ ჰრქუა: შეგრისხენ შენ უფალმან.
Verse: 10   Link to kbbLink to kbgLink to kbdLink to gnt   
ხოლო ესენი, რომელ-იგი არა იციან გონებით, ვითარცა პირუტყუთა საცხოვართა, მათ შინა განიხრწნებიან.
Verse: 11   Link to kbbLink to kbgLink to kbdLink to gnt   
ვაჲ მათა, რამეთუ გზასა მას კაენისსა ვლენან და საცთურსა მას ბალაამის სასყიდელსა აერივნეს და ცილობითა მით კორჱსითა წარწყმდეს.
Verse: 12   Link to kbbLink to kbgLink to kbdLink to gnt   
ესენი არიან, რომელნი სიყუარულთა მათ თქუენთა შებილწებულნი თანა-შეგცხრებიან და უშიშად თავთა თჳსთა მწყსიან. ღრუბელნი ურწყულნი ქარისაგან მიმოტაცებულნი, ხენი ზამთრისანი უნაყოფონი ორ გზის მომწყდარნი ძირით მოფხურილნი,
Verse: 13   Link to kbbLink to kbgLink to kbdLink to gnt   
ღელვანი განძჳნებულისა ზღჳსანი, Manuscript page: 127v  რომელნი პერად აღმოაფქურევენ თავისა თჳსისა სირცხჳლსა, ვარსკულავნი ცთომილნი, რომელთათჳს წყუდიადი იგი ბნელი საუკუნოდ დამარხულ არს.
Verse: 14   Link to kbbLink to kbgLink to kbdLink to gnt   
წინაწარმეტყუელა მათთჳს მეშჳდემან ადამისითგან ენუქ და თქუა: აჰა ესერა, მოვიდა უფალი ბევრეულითა წმიდითა ანგელოზითა მისითა
Verse: 15   Link to kbbLink to kbgLink to kbdLink to gnt   
ყოფად საშჯელისა ყოველთათჳს და მხილებად ყოველთა უღმრთოთა ყოველთათჳს საქმეთა უღმრთოებისა მათისათა, რომლითა შესცოდეს, ყოველთათჳს ფიცხელთა სიტყუათა, რომელთა იტყოდეს მისთჳს ცოდვილნი უღმრთონი.
Verse: 16   Link to kbbLink to kbgLink to kbdLink to gnt   
ესენი არიან მდრტჳნველნი, მაბრალობელნი, გულის თქუმასა თავისა მათისა მავალნი და პირი მათი იტყჳს გარდარეულსა და თუალნი აღებენ წინაშე პირთა სარგებელისა მიზეზითა.
Verse: 17   Link to kbbLink to kbgLink to kbdLink to gnt   
ხოლო თქუენ, საყუარელნო, Manuscript page: 128r  მოიჴსენენით სიტყუანი იგი წინაჲსწარ თქუმულნი მოციქულთა მიერ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსთაჲ.
Verse: 18   Link to kbbLink to kbgLink to kbdLink to gnt   
რამეთუ გეტყოდეს თქუენ, ვითარმედ უკუანაჲსკნელთა ჟამთა მო-ვინმე-ვიდენ მეკიცხეველნი მსგავსად გულის თქუმისა თჳსისა მავალნი უღმრთოებისასა
Verse: 19   Link to kbbLink to kbgLink to kbdLink to gnt   
ესენი არიან, რომელნი გამოიშორიბენ თავთა თჳსთა, მშუმინვიერნი, რომელთა სულ არა აქუს.
Verse: 20   Link to kbbLink to kbgLink to kbdLink to gnt   
ხოლო თქუენ, საყუარელნო, აღაშჱნებდით თავთა თქუენთა წმიდითა მაგით სარწმუნოებითა თქუენითა და სულითა წმიდითა ილოცივდით.
Verse: 21   Link to kbbLink to kbgLink to kbdLink to gnt   
თავნი თჳსნი სიყუარულითა ღმრთისაჲთა დაიმარხენით და მოელოდეთ წყალობასა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსსა ცხორებად საუკუნოდ.
Verse: 22   Link to kbbLink to kbgLink to kbdLink to gnt   
და რომელთამე სწყალობდით შეორგულებულთა.
Manuscript page: 128v 
Verse: 23   Link to kbbLink to kbgLink to kbdLink to gnt   
რომელთამე იჴსნიდით და ვითარცა ცეცხლისაგან გამოიტაცებდით, რომელნიმე გეწყალოდენ შიშით. გძულდინ ჴორცთაგან შეგინებულიცა იგი სამოსელი.
Verse: 24   Link to kbbLink to kbgLink to kbdLink to gnt   
ხოლო რომელი-იგი შემძლებელ არს დამარხვად თქუენდა შეუცოდებელად და დადგინებად წინაშე დიდებისა მისისა უბიწონი სიხარულით.
Verse: 25   Link to kbbLink to kbgLink to kbdLink to gnt   
მხოლოსა ღმერთსა მაცხოვარსა ჩუენსა ქრისტე იესუჲს მიერ უფლისა ჩუენისა, დიდებაჲ და სიმდიდრჱ, სიმტკიცჱ და ჴელმწიფებაჲ უწინარეს ყოველთა საუკუნეთა და აწ და ყოველთა მიმართ ჟამთა უკუნითი უკუნისამდე. ა~ნ.


This text is part of the TITUS edition of Epistolae Catholicae (A1).

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 12.12.2008. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.