


მოხუცებული გაიოსს საყუარელსა, რომელი მიყუარს ჭეშმარიტებით.



საყუარელო, ყოვლისათჳს გლოცავ შენ წარმართებად, ვითარცა-ეგე წარმოუმართებია სულსა შენსა.



რამეთუ განვიხარე ფრიად მომავალთაგან ძმათა, რომელნი წამებდეს ჭეშმარიტებისა შენისათჳს, ვითარ-იგი შენ ჭეშმარიტებით ხუალ.



სხუა სიხარულ უფროჲს ამისსა არა მაქუს, რაჲთა მესმოდის შვილთა ჩემთა ჭეშმარიტებით სლვაჲ.



საყუარელო, სარწმუნოდ ზამ, რომელ-ეგე იქმ ძმათა მიმართ და ესე უცხოთა.



რომელთა წამეს სიყუარულისა შენისათჳს წინაშე ეკლესიაჲსა, რომელთა კეთილსა უყოფ და წარმოჰგზავნი ღირსად ღმრთისა.



რამეთუ ქრისტჱს სახელისათჳს გამოვიდეს და არაჲ გამოიღეს წარმართთაგან.



რამეთუ ჩუენდა ჯერ-არს შეწყნარებაჲ ეგევითართაჲ მათ, რაჲთა შემწე ვეყვნეთ ჭეშმარიტებასა.



მივწერე ეკლესიაჲსა, მთავრობის მოყუარჱ იგი მათი დიოტრეფე არა შემიწყნარებს ჩუენ.



ამისთჳს უკუეთუ მოვიდე, მოვაჴსენნე მას საქმენი მისნი, რომელთა იქმს სიტყჳთა ბოროტითა, გუგმობს ჩუენ და ვერ კმა-ეყოფის ესე, არამედ არცა იგი შეიწყნარებს ძმათა, რომელთა ჰნებავს შეწყნარების, მათ აყენებს და კრებულისაგან განასხამს.



საყუარელო, ნუ ჰბაძავ ბოროტსა მას, არამედ კეთილსა, რამეთუ კეთილის მოქმედი იგი ღმრთისაგან არს, ხოლო ბოროტის მოქმედსა მას არა უხილავს ღმერთი.



დემეტრი წამებულ არს ყოველთაგან და თჳთ მის ჭეშმარიტებისაგან და ჩუენცა ვწამებთ და იცით, რამეთუ წამებაჲ ჩუენი ჭეშმარიტი არს.



მრავალი მინდა Manuscript page: 126r მიწერად შენდა, არამედ არა მნებავს მელანითა და ლერწმითა მიწერად შენდა.



ვესავ ადრე ხილვასა შენსა და პირისპირ ვიტყოდით.



მშჳდობაჲ შენდა! გიკითხვენ შენ მეგობარნი. კითხვაჲ არქუ მეგობართა ჩუენთა სახელით.