


მოხუცებული რჩეულსა დედუფალსა და შვილთა მისთა, რომელნი მე მიყუარან ჭეშმარიტებით. არა ხოლო მე, არამედ ყოველთა უცნობიეს ჭეშმარიტებაჲ



ჭეშმარიტებითა მით, რომელი დამკჳდრებულ არს ჩუენ შორის და ჩუენ თანა იყოს უკუნისამდე.



იყოს ჩუენ თანა მადლი, მშჳდობაჲ, წყალობაჲ ღმრთისა მიერ მამისა ქრისტე იესუჲს მიერ ძისა მამისაჲსა ჭეშმარიტებითა და სიყუარულით.



განვიხარე ფრიად, რამეთუ ვპოვე შვილთაგან შენთა, რომელნი ვლენან ჭეშმარიტებით, ვითარცა-იგი მცნებაჲ მოვიღეთ მამისაგან.



და აწ გიკითხავ შენ, დედუფალო, არა ვითარცა მცნებასა ახალსა მივსწერ შენდა, არამედ რომელი მაქუნდა დასაბამითგან, რაჲთა იყუარობდეთ ურთიერთას.



და ესე არს სიყუარული, რაჲთა ვიდოდით მცნებათაებრ მისთა და ესე არს მცნებაჲ, რაჲთა, ვითარცა-იგი გესმა დასაბამითგან, მას შინა ხუიდოდით.



რამეთუ მრავალნი მაცთურნი შემოვიდეს სოფლად, რომელნი არა აღიარებენ იესუ ქრისტესა ჴორცითა მოსრულსა, ესე არს მაცთური და ანტექრისტჱ.



ეკრძალენით თავთა თქუენთა, რაჲთა არა წარიწყმიდოთ, რაჲ-იგი ჰქმენით, არამედ სასყიდელი სავსებით მოიღოთ.



ყოველივე წინამძღუარი, რომელი არა ეგოს მოძღურებასა ზედა ქრისტჱსსა, მის თანა ღმერთი არა არს, ხოლო რომელი ეგოს მოძღურებასა ზედა ქრისტჱსსა, მის თანა ძჱცა და მამაჲცა არს.



რომელი მოვიდოდის თქუენდა, ესე მოძღურებაჲ არა მოაქუნდეს, ნუ შეიწყნარებთ მას სახიდ და ნუცა მოიკითხავთ მას.



რომელმან მოიკითხოს, იგი ეზიარა საქმეთა მისთა ბოროტთა.



მრავალი მეგულვა მიწერად თქუენდა, არამედ არა ვინებე ქარტითა და მელნითა, ხოლო ვესავ მოსლვად თქუენდა და პირისპირ სიტყუად, რაჲთა სიხარული იგი ჩუენი იყოს სავსებით.



გიკითხვენ შვილნი დისა Manuscript page: 125r შენისა რჩეულისანი.