


ყოველსა რომელსა ჰრწმენეს, რამეთუ იესუ არს ქრისტე, იგი ღმრთისაგან შობილ არს და ყოველსა რომელსა უყუარდეს მშობელი იგი, უყუარდეს შობილი იგიცა მისგან.



ამით უწყოდით, რამეთუ გჳყუარან შვილნი ღმრთისანი, რაჟამს ღმერთი გჳყუარდეს და მცნებათა მისთა ვყოფდეთ.



რამეთუ ესე არს სიყუარული ღმრთისაჲ, რაჲთა მცნებათა მისთა ვიმარხვიდეთ და მცნებანი მისნი მძიმე არა არიან.



რამეთუ ყოველი რომელი შობილ იყოს ღმრთისაგან, სძლევს სოფელსა და ესე არს ძლევაჲ, რომელი სძლევს სოფელსა სარწმუნოებაჲ ჩუენი.



. . . რამეთუ იესუ არს ძჱ ღმრთისაჲ.



რამეთუ ესე არს, რომელი მოვიდა წყლითა და სისხლითა; და სული არს მოწამე, რამეთუ სული არს ჭეშმარიტებაჲ.



რამეთუ სამნი არიან, რომელნი წამებენ: სული, სისხლი და წყალი, და სამნივე ესე ერთისა მიმართ არიან.



უკუეთუ კაცთაჲ წამებაჲ Manuscript page: 123r მოვიღით, წამებაჲ ღმრთისაჲ უფროჲს არს, რამეთუ ესე არს წამებაჲ ღმრთისაჲ, რამეთუ წამა ძისა მისისათჳს.



რომელსა ჰრწმენეს ძჱ ღმრთისაჲ, აქუნდეს წამებაჲ იგი ღმრთისაჲ თავისა თჳსისა თანა; რომელსა არა ჰრწმენეს ძჱ, მტყუვრად გამოაჩინა იგი, რამეთუ არა ჰრწმენა წამებაჲ იგი, რომელ წამა ღმერთმან ძისა თჳსისათჳს.



და ესე არს წამებაჲ, რამეთუ ცხორებაჲ საუკუნოჲ მომცა ჩუენ ღმერთმან და ესე არს ცხორებაჲ ძისა მისისა თანა .



რომელსა აქუნდეს ძჱ, აქუნდეს მას ცხორებაჲცა. რომელსა არა აქუნდეს ძჱ ღმრთისაჲ, მას ცხორებაჲ არა აქუს.



ესე მივწერე თქუენდა, რაჲთა უწყოდით, რამეთუ გაქუს ცხორებაჲ საუკუნოჲ, რომელთა ჰრწამს სახელი ძისა მისისაჲ.



და ესე არს განცხადებულებაჲ, რომელ მაქუს მისა მიმართ, რამეთუ რომელი-იგი ვითხოოთ ნებისა მისისაებრ, ისმინოს ჩუენი.



და უკუეთუ ვიცით, რამეთუ ისმინოს ჩუენი, რომელ-იგი ვითხოოთ, Manuscript page: 123v ვიცით, ვითარმედ მაქუს თხოვაჲ იგი, რომელ ვითხოვეთ მისგან.



უკუეთუ ვინმე იხილოს ძმაჲ თჳსი, რომელი ცოდვიდეს ცოდვასა არა სასიკუდინესა, ითხოოს და მოსცეს მას ცხორებაჲ; რომელნი-იგი ცოდვენ არა სასიკუდინედ, არს ცოდვაჲ სასიკუდინოჲ, არა მისთჳს ვიტყჳ, რაჲთა ითხოოს.



ყოველივე სიცრუვე ცოდვა არს და არს ცოდვაჲ სასიკუდინჱ.



ვიცით, რამეთუ ყოველი რომელი შობილ იყოს ღმრთისაგან, დაიმარხის თავი თჳსი და ბოროტი არა შეეხოს მას.



ვიცით, რამეთუ ღმრთისაგან ვართ და ყოველი სოფელი ბოროტსა ზედა დგას.



და ვიცით, რამეთუ ძჱ ღმრთისაჲ მომავალ არს და მომცა ჩუენ გონებაჲ, რაჲთა ვიცოდით ჩუენ ჭეშმარიტი ღმერთი და ვართ ჩუენ ჭეშმარიტისა თანა ძისა მისისა. ესე არს ჭეშმარიტი ღმერთი და ცხორებაჲ საუკუნოჲ.



შვილნო, დაიცვენით თავნი თჳსნი კერპთაგან.