


საყუარელნო, ნუ ყოველი სული გრწამნ, არამედ გამოიცადენით სულნი, უკუეთუ ღმრთისაგან იყუნენ, რამეთუ მრავალნი ცრუ-წინაწარმეტყუელნი გამოსრულ არიან სოფლად.



ამით საცნაურ არს სული ღმრთისაჲ: ყოველმან სულმან რომელმან აღიაროს იესუ ქრისტჱ ჴორციელად მოსრული, იგი ღმრთისაგანი არს;



და ყოველმან სულმან რომელმან არა აღიაროს იესუ ჴორციელად მოსრული, იგი არა ღმრთისაგანი არს. და ესე იგი არს ანტექრისტჱსთჳს რომელ გასმიეს, ვითარმედ მოსულად არს და აწცა სოფელსა შინა არს.



ხოლო თქუენ ღმრთისაგანნი ხართ, შვილნო, და გიძლევიეს მათ(და); რამეთუ უფროჲს არს, რომელი თქუენ შორის არს, ვიდრე-ღა რომელი-იგი Manuscript page: 121r სოფელსა შორის არს.



იგინი სოფლისაგანნი არიან, ამისთჳსცა სოფლისასა იტყჳან და სოფელი ისმენს მათსა.



ხოლო ჩუენ ღმრთისაგანნი ვართ; რომელმან იცოდის ღმერთი, ისმინოს ჩუენი; რომელი არა იყოს ღმრთისაგანი, მან არა ისმინოს ჩუენი. ამის გამო უკუე ვცნათ სული ჭეშმარიტებისაჲ და სული მაცთურებისაჲ.



საყუარელნო ჩემნო, ვიყუარობდეთ ურთიერთას, რამეთუ სიყუარული ღმრთისაგან არს და ყოველი რომელი ჰყუარობდეს, ღმრთისაგან შობილ არს და იცის ღმერთი.



რომელსა არა უყუარდეს, მან არა იცის ღმერთი, რამეთუ ღმერთი სიყუარული არს.



ამით გამოცხადნა სიყუარული ღმრთისაჲ ჩუენ შორის, რამეთუ ძჱ თჳსი მხოლოდ შობილი მოავლინა ღმერთმან სოფლად, რაჲთა ვცხონდეთ მის მიერ.



ამით ჩანს სიყუარული, არა Manuscript page: 121v თუ ჩუენ შევიყუარეთ ღმერთი, არამედ მან პირველად შემიყუარნა ჩუენ და მოავლინა ძჱ თჳსი მლხინებელად ცოდვათა ჩუენთა.



საყუარელნო, უკუეთუ ღმერთმან ესრეთ შემიყუარნა ჩუენ და ჩუენცა თანა-გუაც ურთიერთას სიყუარული.



ღმერთი არასადა (ვის) უხილავს. უკუეთუ იყუარობდეთ ურთიერთას, ღმერთი ჩუენ შორის არს და სიყუარული მისი ჩუენ შორის აღსრულებულ არს.



ამით უწყოდით, რამეთუ მის თანა ვჰგიეთ და იგი ჩუენ შორის, სულისა მისისაგან მომცა ჩუენ.



და ჩუენ ვიხილეთ და ვწამებთ, რამეთუ მამამან მოავლინა (ძჱ) მაცხოვრად სოფლისა.



რომელმან აღიაროს, რამეთუ იესუ არს ძჱ ღმრთისაჲ, ღმერთი მის თანა არს და იგი ღმრთისა თანა.



და ჩუენ ვიცანთ და გურწამს სიყუარული, Manuscript page: 122r რომელი აქუს ღმერთსა ჩუენდა მომართ. ღმერთი სიყუარული არს და რომელი ეგოს სიყუარულსა ზედა, იგი ღმრთისა თანა ჰგიეს და ღმერთი მის თანა.



ამით აღსრულებულ არს სიყუარული ჩუენ თანა, რაჲთა განცხადებულებაჲ გუაქუნდეს დღესა მას საშჯელისასა, რამეთუ ვითარცა-იგი თავადი არს, ეგრეცა ჩუენ ვართ სოფელსა მას.



შიში არა არს სიყუარულსა თანა. არამედ სრულმან სიყუარულმან გარე განდევნის შიში, რამეთუ შიშსა ტანჯვაჲ აქუს, ხოლო მოშიში იგი არა სრული არს სიყუარულსა ზედა.



ჩუენ ვიყუარობდეთ, რამეთუ ღმერთმან პირველად შემიყუარნა ჩუენ.



უკუეთუ ვინმე თქუას: მიყუარს ღმერთი, და ძმაჲ თჳსი სძულდეს, იგი მტყუარი არს; რომელსა არა უყუარდეს ძმაჲ თჳსი რომელი იხილა, ღმერთი რომელი არა იხილა, ვერ ჴელ-ეწიფების შეყუარებად.



და ესე მცნებაჲ მოვიღეთ მისგან, რაჲთა რომელსა უყუარდეს ღმერთი, Manuscript page: 122v უყუარდეს ძმაჲცა თჳსი.