


იხილეთ, რავდენი სიყუარული მომცა ჩუენ მამამან, რაჲთა შვილ Manuscript page: 118v ღმრთისა გუერქუას და ვართცა. ამისთჳს სოფელმან არა მიცნის ჩუენ, რამეთუ არცა იგი იცნა.



საყუარელნო, აწ შვილნი ღმრთისანი ვართ და არღა გამოჩინებულ არს, რაჲ ყოფად ვართ. ესე ვიცით, რამეთუ რაჟამს გამოცხადნეს, მსგავს მისა ვიყუნეთ, რამეთუ ვიხილოთ იგი, ვითარცა-იგი არს.



და ყოველსა რომელსა აქუნდეს სასოებაჲ ესე მისა მიმართ, განიწმიდოს თავი თჳსი, ვითარცა-იგი წმიდა არს.



ყოველმან რომელმან ქმნეს ცოდვაჲ, მან უშჯულოებაჲცა ქმნეს და ცოდვაჲ იგი არს უშჯულოება.



და იცით, რომელი-იგი გამოჩნდა, რაჲთა ცოდვანი ჩუენნი აჴოცნეს და ცოდვაჲ მის თანა (არა) არს.



ყოველი რომელი მის თანა ეგოს, მან არა ცოდოს; ყოველი რომელი ცოდვიდეს, მას არა უხილავს იგი, არცა იცის იგი.



ყრმანო, ნუმცა ვინ გაცთუნებს თქუენ, რომელმან ქმნეს სიმართლჱ, იგი მართალ არს.



რომელმან ქმნეს ცოდვაჲ, იგი ეშმაკისაგანი არს, რამეთუ დასაბამითგან ეშმაკი ცოდავს. ამისთჳს გამოცხადნა ძჱ ღმრთისაჲ, რაჲთა დაარღჳნეს საქმენი ეშმაკისანი.



ყოველი რომელი შობილ არს ღმრთისაგან, მან ცოდვაჲ არა ქმნეს, რამეთუ თესლი მისი მის თანა დადგრომილ არს და ვერ ჴელ-ეწიფების ცოდვად, რამეთუ ღმრთისა მიერ შობილ არს.



ამით ცხად არიან შვილნი ღმრთისანი და შვილნი ეშმაკისანი. ყოველმან რომელმან არა ქმნეს სიმართლჱ, იგი არა არს ღმრთისაგან და რომელსა არა უყუარდეს ძმაჲ თჳსი.



რამეთუ ესე არს აღთქუმაჲ, რომელი გესმა დასაბამითგან, რაჲთა Manuscript page: 119v იყუარებოდით ურთიერთას.



ანუ არა კაენ უკეთურისაგან იყო და მოკლა ძმაჲ თჳსი? და რაჲსათჳს მოკლა იგი? რამეთუ საქმენი მისნი ბოროტ იყუნეს, ხოლო ძმისანი - მართალ.



ნუ გიკჳრნ, ძმანო, რამეთუ გეძულობს თქუენ სოფელი.



ჩუენ ვიცით, რამეთუ მივიცვალენით სიკუდილისაგან ცხორებად, რამეთუ გჳყუარან ძმანი. რომელსა არა უყუარდეს, დადგრომილ არს სიკუდილისა თანა.



ყოველსა რომელსა სძულდეს ძმაჲ თჳსი, კაცის-მკლველი არს და იცით, რამეთუ ყოველსა კაცის-მკლველსა არა აქუს ცხორებაჲ საუკუნოჲ მის თანა დადგრომილ.



ამით ვცნათ სიყუარული, რამეთუ მან ჩუენთჳს სული თჳსი დადვა და ჩუენცა გჳღირს ძმათათჳს თავისა დიდებაჲ.



უკუეთუ ვისმე აქუნდეს საცხორებელი ამის სოფლისაჲ და იხილოს ძმაჲ თჳსი, რომელსა უჴმდეს რაჲმე Manuscript page: 120r და დაჴსნეს ნაწლევნი თჳსნი მისგან, ვითარ-მე სიყუარული ღმრთისაჲ ჰგიეს მის თანა?



შვილნო, ნუმცა იყუარობთ სიტყჳთა, ნუცა ენითა ხოლო, არამედ საქმითა და ჭეშმარიტებითა.



ამით საცნაურ ვიყუნეთ, რამეთუ ჭეშმარიტებისაგან ვართ და წინაშე მისსა გულნი ჩუენნი გჳრწმუნებიან.



უკუეთუ გუგმობდეს გული ჩუენი, უფროჲს არს ღმერთი გულისა ჩუენისა და იცის ყოველი.



საყუარელნო, უკუეთუ გული ჩუენი არა გუგმობდეს ჩუენ, განცხადებულებაჲ გუაქუს ღმრთისა მიმართ.



და რაჲ-იგი ვითხოოთ, მოვიღოთ მისგან, რამეთუ მცნებათა მისთა ვიმარხავთ და სათნოებასა წინაშე მისსა ვჰყოფთ.



და ესე არს მცნებაჲ მისი, რაჲთა გურწმენეს სახელი ძისა მისისა იესუ ქრისტესი, და ვჰყუარობდეთ ურთიერთას, ვითარცა-იგი მან მომცა ჩუენ მცნებაჲ.



და რომელი იმარხვიდეს მცნებათა მისთა, მის თანა ჰგიეს და იგი Manuscript page: 120v თავადი მის თანა თა ამით უწყით, რამეთუ ჩუენ თანა არს სულისა მისისაგან, რომელი მომცა ჩუენ.