


შვილნო ჩემნო, ამას მივსწერ თქუენდა, რაჲთა არა სცოდოთ. და უკუეთუ ვინმე ცოდოს, ნუგეშინის-მცემელი გჳვის მამისა მიმართ იესუ ქრისტე მართლ.



და იგი არს მომტევებელ ცოდვათა ჩუენთა, არა ხოლო ცოდვათა ჩუენთა, არამედ ყოვლისა სოფლისა.



და ამით ვცნათ, რამეთუ ვიცით იგი, უკუეთუ მცნებათა მისთა ვიმარხვიდეთ.



რომელმან თქუას, ვითარმედ ვიცან იგი და მცნებათა მისთა არა იმარხვიდეს, იგი მტყუარი არს და ჭეშმარიტებაჲ არა არს მის თანა.



ხოლო რომელმან დაიმარხნეს სიტყუანი მისნი, ჭეშმარიტად მის თანა სიყუარული ღმრთისაჲ აღსრულებულ არს. ამით უწყოდით, რამეთუ მის თანა ვართ.



რომელმან თქუას მის თანა ყოფაჲ, ჯერ-არს მისა, ვითარცა-იგი თავადი ვიდოდა, ეგრჱცა მისა სლვაჲ.



საყუარელნო, არა მცნებასა Manuscript page: 116v ახალსა მივსწერ თქუენდა, არამედ მცნებასა პირველსა, რომელ გაქუნდა დასაბამითგან. მცნებაჲ იგი პირველი არს სიტყუაჲ იგი, რომელი გასმიეს.



და კუალად მცნებასა ახალსა მივსწერ თქუენდა, რომელი არს ჭეშმარიტ მის წინაშე და თქუენ შორის, რამეთუ ბნელი წარვალს და ნათელი იგი ჭეშმარიტი აწვე ჩანს.



რომელმან თქუას ნათელსა შინა ყოფაჲ და ძმაჲ თჳსი სძულდეს, ბნელსა შინა არს ვიდრე აქამომდე.



რომელსა უყუარდეს ძმაჲ თჳსი, ნათელსა შინა არს და საცთური მის თანა არა არს.



ხოლო რომელსა სძულდეს ძმაჲ თჳსი, ბნელსა შინა არს და ბნელსა ვალს და არა იცის, ვიდრე ვალს, რამეთუ ბნელმან დაუბრმნა მას თუალნი.



მივსწერ თქუენდა, შვილნო, მიგეტევებიან თქუენ ცოდვანი თქუენნი სახელითა მისითა.



მივწერ თქუენდა, მამანო, რამეთუ იცანთ პირველი იგი.



მივწერ თქუენდა, ჭაბუკნო, რიმეთუ ძლიერ ხართ და სიტყუაჲ ღმრთისაჲ თქუენ თანა დადგრომილ არს და გიძლევიეს ბოროტსა.



ნუ გიყუარს სოფელი ესე და ნუცა-ღა რაჲ არს სოფლისაჲ მის. უკუეთუ ვის უყუარდეს სოფელი ესე, არა არს სიყუარული ღმრთისაჲ მის თანა.



რამეთუ ყოველივე სოფელსა შინა ესე არს გულის თქუმაჲ ჴორცთაჲ და გულის თქუმაჲ თუალთაჲ და სილაღჱ ამის ცხორებისაჲ; არა არს ესე მამისაგან, არამედ სოფლისაგანი არს.



და სოფელი ესე წარჴდეს და ყოველი გულის თქუმაჲ მისი, ხოლო რომელმან ყოს ნებაჲ ღმრთისაჲ, იგი ეგოს უკუნისამდე.



ყრმანო, უკუანაჲსკნელი ჟამი არს და ვითარცა-იგი გასმია, ვითარმედ ანტექრისტე მომავალ არს და აწცა ანტექრისტენი მრავალნი არიან, რომლითა უწყით, ვითარმედ უკუანაჲსკნელი ჟამი არს.



ჩუენგან განვიდეს, არამედ არა იყუნეს ჩუენგანნი; უკუეთუმცა იყუნეს ჩუენგანნი, და-მცა-დგრომილ იყუნეს ჩუენ თანა, არამედ რაჲთა ცხად იყუნენ, რამეთუ არა არიან ყოველნი ჩუენგანნი.



და თქუენ ცნებულებაჲ გაქუს წმიდისაგან და იცით ყოველი.



არა ეგრე მივწერე თქუენდა, ვითარმედ იცით ჭეშმარიტებაჲ, არამედ იცით იგი და რამეთუ ყოველი ტყუვილი ჭეშმარიტებისაგან არა არს.



ვინ-მე არს მტყუარი იგი? ანუ არა იგი, რომელმან უვარ-ყოს, ვითარმედ იესუ არა არს ქრისტე? ესე არს ანტექრისტე; რომელმან უვარ-ყოს მამაჲ, მან ძჱცა უვარ-ყოს.



ყოველმან რომელმან უვარ-ყოს ძჱ, მის თანა არცა მამაჲ არს; რომელმან აღიაროს ძჱ, მამაჲ არცა მის თანა არს.



თქუენ რომელ-იგი გესმა პირველითგან, თქუენ თანა ეგენ. უკუეთუ თქუენ თანა ეგოს, რომელი-იგი პირველითგან გესმა, თქუენცა მამისა თანა და ძისა თანა ეგნეთ.



და ესე არს აღთქუმაჲ, რომელ-იგი მან აღმითქუა ჩუენ ცხორებაჲ საუკუნჱ.



ესე მივწერე თქუენდა მაცთუნებელთა მათ თქუენთათჳს.



და თქუენ ცხორებაჲ იგი რომელი მიიღეთ მისგან, ჰგიეს თქუენ თანა და არა გიჴმს, ვითარმცა ვინ გასწავა თქუენ, არამედ მანვე ცხორებამან გასწაოს თქუენ ყოვლისათჳს. ჭეშმარიტ არს და არა არს ტყუვილ და ვითარცა-იგი გასწავა თქუენ, ეგენით მას ზედა.



აწ, შვილნო, ეგენით მას ზედა, რაჲთა, რაჟამს გამოჩნდეს, მაქუნდეს განცხადებულებაჲ და არა მრცხუენეს მისგან მოსლვასა მას მისსა.



უკუეთუ იხილეთ, ვითარმედ მართალ არს, უწყოდეთ, რამეთუ ყოველმანვე რომელმან ყოს სიმართლჱ, მისგან შობილ არს.