


რომელი იყო პირველითგან, Manuscript page: 115r რომელი გუესმა და ვიხილეთ თუალითა ჩუენითა, რომელი-იგი ვიხილეთ და ჴელნი ჩუენნი მსახურებდეს სიტყუასა მას ცხორებისასა.



და ცხორებაჲ იგი გამოცხადნა და რომელი-იგი ვიხილეთ, ვწამებთ და გითხრობთ თქუენ ცხორებასა მას საუკუნესა, რომელი იყო მამისა თანა და გამოგჳჩნდა ჩუენ;



რომელი ვიხილეთ, ვწამებთ და გითხრობთ თქუენ, რაჲთა თქუენცა ზიარებაჲ გაქუნდეს ჩუენ თანა და ზიარებაჲ იგი ჩუენი მამისა თანა და ძისა მისისა თანა იესუ ქრისტჱსა.



და ამას მივწერ თქუენდა რაჲთა სიხარული იგი ჩემი იყოს სავსე.



და ესე არს აღთქუმაჲ, რომელი გუესმა მისგან და გითხრობთ თქუენ, რამეთუ ღმერთი ნათელ არს, და ბნელი მის თანა არა არს არცა ერთ.



უკუეთუ ვთქუათ, ვითარმედ Manuscript page: 115v ზიარებაჲ მაქუს მის თანა და ჩუენ ბნელსა შინა ვიდოდით, ვტყუვით და არა ვყოფთ ჭეშმარიტებასა.



უკუეთუ ნათელსა შინა ვიდოდით, ვითარცა-იგი ნათელსა შინა არს, ზიარებაჲ მაქუს ურთიერთას. და სისხლი იგი იესუჲსი, ძისა მისისაჲ განმწმედს ჩუენ ყოვლისაგან ცოდვისა.



უკუეთუ ვთქუათ, ვითარმედ ცოდვაჲ არა გჳქმნიეს, თავთა თჳსთა ვაცთუნებთ და ჭეშმარიტებაჲ ჩუენ თანა არა არს.



უკუეთუ აღვიარნეთ ცოდვანი ჩუენნი, სარწმუნო არს და მართალ, რაჲთა მოგჳტევნეს ჩუენ ცოდვანი ჩუენნი და განმწმიდნეს ჩუენ ყოვლისაგან სიცრუვისა.



უკუეთუ ვთქუათ, ვითარმედ არარაჲ ვცოდეთ, უტყუვით მას და Manuscript page: 116r სიტყუაჲ მისი არა არს ჩუენ შორის.