


ესე, საყუარელნო, მეორედ მივწერ თქუენდა წიგნსა, რომლითა განგაღჳძებ თქუენ მოჴსენებითა ამით უმჯობჱსსა გონებასა,



რაჲთა მოგეჴსენნენ პირველ თქუმულნი იგი სიტყუანი წმიდათა წინაწარმეტყუელთანი და მოციქულთა მათ თქუენთა მცნებანი უფლისა და მაცხოვრისანი.



ესემცა პირველად უწყით, რამეთუ მოიწივნენ უკუანაჲსკნელთა დღეთა სიკიცხევით მეკიცხეველნი, გულის თქუმისაებრ თჳსისა მავალნი



და იტყოდიან, სადა არს აღთქუმაჲ იგი მოსლვისა მისისაჲ? ვინაჲთგან მამათა დაისუენეს, ყოველივე ესრჱთ ჰგიეს დასაბამითგან დაბადებისაჲთ.



რამეთუ დაავიწყდა მათ ესე ნეფსით, ვითარმედ ცანი იყუნეს მაშინ Manuscript page: 113v და ქუეყანაჲ წყალთაგან და წყალთა მიერ შეიქმნა სიტყჳთა ღმრთისაჲთა.



რომლისაგან მაშინდელი იგი სოფელი წყლით რღუნითა წარწყმიდა.



ხოლო აწ ცანი და ქუეყანაჲ მითვე სიტყჳთა დაუნჯებულ არიან და დამარხულ დღედ საშჯელისა და წარწყმედისა უღმრთოთა კაცთაჲსა.



ერთიმცა ესე ნუ დაგავიწყდების, საყუარელნო, რამეთუ ერთი დღჱ უფლისა მიერ ვითარცა ათასი წელი და ათასი წელი ვითარცა ერთი დღჱ.



არა ყოვნოს უფალმან აღთქუმაჲ იგი, არამედ სულ-გრძელ არს თქუენდა, არავისი ჰნებავს წარწყმედაჲ, არამედ ყოველთა სინანულად მოსლვაჲ.



ხოლო მოიწიოს დღჱ იგი უფლისაჲ, ვითარცა მპარავი, რომელსა შინა ცანი მძაფრიად წარჴდენ და წესნი იგი დაიწუნენ და დაზულენ და ქუეყანაჲ და მას შინა საქმენი დაიწუნენ.



რაჟამს ესრეთ ესე ყოველნი დაზულებოდიან, რაბამ გიღირს თქუენ ყოფაჲ წმიდითა სლვითა და კეთილითა მსახურებითა.



მოელოდეთ და ისწრაფდით მოსლვასა მას დღისა ღმრთისასა, რომელსა შინა ცანი მჴურვალენი დაირღუნენ და წესნი დაიწუნენ და დადნენ.



ახალთა ცათა და ახალსა ქუეყანასა მსგავსად აღთქუმისა მისისა მოველით, რომელსა შინა სიმართლჱ დამკჳდრებულ არს.



ამისთჳს, საყუარელნო, ამას მოელოდეთ, და ისწრაფეთ შეუგინებელად და უბიწოდ მისა, რაჲთა იპოვნეთ მშჳდობით.



და უფლისა იგი სულ-გრძელებაჲ ცხორებად შეჰრაცხეთ, ვითარცა-იგი საყუარელმან ძმამან ჩუენმან პავლე, Manuscript page: 114v მსგავსად მოცემულისა მის მისისა სიბრძნისა მიწერა თქუენდა.



ვითარცა-იგი ყოველთა შინა წიგნთა მისთა იტყჳს ამისთჳს, რომელ-იგი არიან ძნიად საცნაურ რაჲმე, რომელსა-იგი უსწავლელნი და დაუმტკიცებელნი გარდააქცევენ, ვითარცა სხუათა წიგნთა მსგავსად მათისავე მის წარწყმედისა.



ხოლო თქუენ, ძმანო, ესე წინაჲსწარ უწყით, ეკრძალენით, რაჲთა არა უჯეროსა მას საცთურსა ერჩდეთ და განსცჳვეთ სიმტკიცისაგან თჳსისა.



აღორძნდებოდეთ მადლითა და მეცნიერებითა უფლისა ჩუენისა და მაცხოვრისა იესუ ქრისტჱსითა. მისა დიდებაჲ აწ და მარადის და დღეთა მათ საუკუნეთა. ა~ნ.