


იყუნეს ცრუ-წინაწარმეტყუელნიცა ერსა შორის, ვითარცა-ეგე თქუენ შორის ყოფად არიან ცრუ-მოძღუარნი, რომელთა-იგი შემოიღონ წვალებაჲ წარწყმედისაჲ და განმათავისუფლებელსა უფალსა მათსა უვარ-ჰყოფდენ და მოიზიდვიდენ თავისა თჳსისათჳს მსთუად წარწყმედასა.



და მრავალნი შეუდგენ მათსა მას არაწმიდებასა, რომელთაგან გზაჲ იგი ჭეშმარიტებისაჲ იგმებოდის.



და ანგაჰრებითა და ტყუვილისა სიტყჳთა თქუენ გექცეოდიან, რომელთა-იგი საშჯელი პირველითგან არა დასცხრების და წარსაწყმედელსა მათსა არა ჰრულის.



უკუეთუ ღმერთმან ანგელოზთა Manuscript page: 111r მათ შეცოდებულთა არა ჰრიდა, არამედ ჯაჭუებითა მით წყუდიადისაჲთა შეაყენნა და მისცნა იგინი სატანჯველად ტანჯვითა დამარხვად.



და პირველსა მას სოფელსა არავე ჰრიდა, არამედ მერვჱ ნოვე, სიმართლისა ქადაგი, დაჰმარხა და წყლით რღუნაჲ იგი უღმრთოთა მათ სოფელსა მოაწია.



და ქალაქები იგი სოდომელთაჲ (და) გამორელთაჲ დაწუა და დააქცია და დასაჯა და სახედ მერმეთა მათ უღმრთოთათჳს დადვა.



და მართალი ლოთ, დაწუნებული შორის უწესოთა მათ სიბილწით მავალთაჲსა იჴსნა.



რამეთუ ხედვითა და სმენითა მართალი იგი დამკჳდრებულ რაჲ იყო მათ შორის, დღითი-დღედ სული იგი მისი მართალი უჯეროჲსა მის საქმეთაგან იტანჯებოდა.



იცის უფალმან ღმრთის მსახურთაჲ მათ განსაცდელისაგან ჴსნაჲ, Manuscript page: 111v ხოლო ცრუნი იგი დღესა მას საშჯელისასა ტანჯვასა შინა დაიმარხნეს.



უფროჲს-ღა კადნიერნი და თავჴედნი დიდებათათჳს არა ძწიან, არამედ ჰგმობენ.



სადა-ღა ანგელოზნი ძლიერნი ძალითა, რომელნი უფროჲს არიან, ვერ მოაწიიან მათ ზედა უფლისა მიერ გმობისა საშჯელი.



ხოლო ესენი, ვითარცა პირუტყუნი საცხოვარნი, შობილნი ბუნებით მოსასრველად და განსარყუნელად, რომელ-იგი არა იციან და ჰგმობენ და ჴრწნილებითა მათითა განირყუნენ.



და მოიღონ სასყიდელი სიცრუვისა მათისაჲ. გულის თქუმაჲ იგი შეურაცხიეს, ვითარცა დღჱ შუებისაჲ . შეგინებულნი და ბიწიერნი იშუებენ სიყუარულსა შინა მათსა და თქუენ შეგცხრებიან.



თუალნი ასხენ სავსენი მრუშებითა, დაუცხრომელითა ცოდვითა, შეიტყუვიან სულთა დაუმტკიცებელთა. გულნი ჰქონან წურთილნი ანგაჰრებითა, წყევისა შვილნი.



დაუტევეს წრფელი გზაჲ და შესცთეს, შეუდგან იგინი გზასა მას ბალამის ბოსორელისასა, რომელმან-იგი სასყიდელი სიცრუვისაჲ შეიყუარა.



მამხილებელად აქუნდა თჳსისა უშჩულოებისა კარაული უტყჳ, რომელი კაცობრივითა ჴმითა იტყოდა და დააყენა წინაწარმეტყუელისაჲ მის უგუნურებაჲ.



ესე არიან წყარონი ურწყულნი და არმურნი ქარითა მიმოტაცებულნი, რომელთათჳს წყუდიადი იგი ბნელისაჲ დამარხულ არს.



რამეთუ გარდარეულსა მას ამაოებისასა იტყჳან და აიძულებენ გულის თქუმასა ჴორცთა ბილწებასა მათ, Manuscript page: 112v რომელნი-იგი მცირედ განრინებულ არიან საცთურისაგან სლვისა.



აზნაურებასა რასმე აღუთქუმენ და იგინი მონანი არიან ხრწნილებისანი. რომლისაგან-იგი ვინ მოუძლურდეს, მისაცა მონა არნ.



უკუეთუ რომელნი-იგი განრინებულ იყუნეს შეგინებისაგან ამის სოფლისა მეცნიერებითა უფლისა ჩუენისა და მაცხოვრისა იესუ ქრისტჱსითა და მასვე კუალად აღერივნეს და მოუძლურდეს, ექმნა მათ უკუანაჲსკნელი იგი უძჳრეს პირველისა.



უმჯობეს იყო მათა, იცნავე თუმცა არა გზაჲ იგი ჭეშმარიტებისაჲ, ვიდრე ცნობასა და მართუკუნ ქცევასა მოცემულისა მისგან მათა წმიდისა მცნებისა.



შემთხჳა მათ ჭეშმარიტისა Manuscript page: 113r მისებრ იგავისა: ძაღლი მიექცა თჳსსა ნათხევარსა და ღორი იმწუბა საგორელსა მწჳრისასა.