


სჳმეონ-პეტრე, მონაჲ და მოციქული იესუ ქრისტჱსი, რომელთა-ეგე სწორი პატივი ხუედრებულ არს თქუენდა სარწმუნოებაჲ სიმართლითა ღმრთისაჲთა და მაცხოვრისა იესუ ქრისტჱსითა.



მადლი თქუენ თანა და მშჳდობაჲ განმრავლდინ მეცნიერებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსითა.



რომელმან-იგი ყოველი თჳსითა ღმრთეებისა ძალი საცხორებელად და ღმრთისა სამსახურებელად მოგუანიჭა ჩუენ მეცნიერებითა მისითა, რომელმან-იგი მიჩინნა ჩუენ თჳსსა მას დიდებასა და სათნოებასა.



რომლისაგან დიდ-დიდნი და პატიოსანნი აღთქუმანი ჩუენ მოგუანიჭნა, რაჲთა ამის გამო იყუნეთ საღმრთოჲსა მის ზიარ ბუნებისა, ევლტოდეთ სოფლისა ამის გულის თქუმისა ხრწნილებასა.



და თქუენცა ესრევე ყოველი მოსწრაფებაჲ მოიპოვეთ და ყავთ სარწმუნოებასა შინა თქუენსა სათნოებაჲ, სათნოებასა შინა - მეცნიერებაჲ,



მეცნიერებასა შინა - მარხვაჲ, მარხვასა შინა - მოთმინებაჲ, მოთმინებასა შინა - ღმრთის მსახურებაჲ,



ღმრთის მსახურებასა შინა - ძმათ მოყუარებაჲ, ძმათ მოყუარებასა შინა - სიყუარული.



ესე რაჟამს იყოს თქუენ შორის და გარდაგემატოს არა უქმად, არცა უნაყოფოდ იპოვნეთ თქუენ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსსა მას გამოცნობასა.



რომელსა კაცსა თანა ესე არა არს, იგი ბრმა არს, მწერსა აჩრდილად ხედავს, რამეთუ დაავიწყდეს განწმედანი იგი პირველთა მათ ცოდვათა მისთანი.



ამისთჳს, ძმანო, უფროჲს-ღა ისწრაფეთ, რაჲთა კეთილთაგან საქმეთა მტკიცე ჰყოთ ჩინებაჲ ეგე და რჩეულებაჲ Manuscript page: 109v თქუენი; ამას რაჲ იქმოდით, არასადა სცთეთ.



არამედ ესრეთ მდიდრად წარმოგემართოს თქუენ შესავალი იგი საუკუნესა მას სასუფეველსა ღმრთისა ჩუენისასა და მაცხოვრისა იესუ ქრისტჱსა.



ამის გამო ვიზრუნოთ თქუენდა მოჴსენებად მარადის, დაღათუ იცით და მტკიცე ხართ მოწევნულსა მას ზედა ჭეშმარიტებასა.



სამართლად შემირაცხიეს, ვიდრე-ესე ვარ მე ამას სოფელსა, განღჳძებად თქუენდა მოჴსენებითა.



უწყი, რამეთუ ადრე ყოფად არს დატევებაჲ საყოფლისა ამის ჩემისაჲ, ვითარცა-იგი უფალმან ჩუენმან იესუ ქრისტემან მაუწყა მე.



და ვისწრაფო, რაჲთა კაცად-კაცადსა თქუენსა აქუნდეს შემდგომად განსლვისა ჩემისა ამათი მოჴსენებისა ყოფაჲ.



რამეთუ არა მეცნიერებისა Manuscript page: 110r ზღაპართ შეუდეგით და გაუწყე თქუენ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსი ძალი და მოსლვაჲ, არამედ თჳთ ვხედევდით მისსა მას სიმდიდრესა.



რამეთუ მოიღო ღმრთისაგან მამისა პატივი და დიდებაჲ, ჴმაჲ, რომელი მოიწია ამისა ესევითარისაგან დიდად შუენიერისა დიდებისა: ესე არს ძჱ ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო-ვიყავ.



და ესე ჴმაჲ ჩუენ გუესმა ზეცით მოსრული, მის თანა რაჲ ვიყვენით მთასა მას წმიდასა.



და მაქუს წუენ უმტკიცჱსი საწინაწარმეტყუელოჲ სიტყუაჲ; რომელ კეთილად ჰყოთ, ეკრძალენით თუ ვითარცა სანთელსა აღნთებულსა წყუდიადსა ადგილსა, ვიდრე დღჱ განათლდეს და მთიები გამობრწყინდეს გულთა თქუენთა.



ესემცა პირველად უწყით, რამეთუ ყოველი წინაწარმეტყუელებაჲ წიგნისაჲ თჳსისა თავისა სათარგმანებელ არა არნ.



რამეთუ არა ნებითა კაცისაჲთა Manuscript page: 110v მო-სადამე-იწია წინაწარმეტყუელებაჲ, არამედ სულისა მიერ წმიდისა წუევითა იტყოდეს წმიდანი ღმრთისა კაცნი.