


ხუცესთა მათ თქუენ შორის ულოცავ, ვითარცა თანა-ხუცესი და მოწამჱ ვნებათა მათ ქრისტჱსთაჲ, და მერმისა გამოჩინებისა დიდებისა ზიარი; მწყსიდით თქუენ შორის სამწყსოსა მას ღმრთისასა,



იღუწიდით ნუ იძულებით, არამედ ნებითა ღმრთისა მიერ, ნუცა საძაგელებისა შეძინებითა, არამედ გულს-მოდგინედ.



ნუცა ვითარმცა ეუფლებით მღდელთა მათ ზედა, არამედ სახე ექმნენით სამწყსოსა მას.



და გამოჩინებასა მას მწყემსთ-მთავრისასა მოიღოთ დაუჭნომელი Manuscript page: 107v იგი დიდებისა გჳრგჳნი.



ეგრევე ჭაბუკნი დაემორჩილენით მოხუცებულთა; და ყოველთავე ურთიერთას სიმდაბლჱ შეიმოსეთ, რამეთუ ღმერთი ამპარტავანთა შემუსრავს, ხოლო მდაბალთა მოსცის მადლი.



და-უკუე-მდაბლდით წინაშე მტკიცესა ჴელსა ღმრთისასა, რაჲთა აღგამაღლნეს თქუენ ჟამსა მას მოხედვისასა.



ყოველი ზრუნვაჲ თქუენი მიუტევეთ მას, რომელ-იგი იღუწის თქუენთჳს.



განიფრთხვეთ, მღჳძარე იყვენით, რამეთუ მოსაჯული იგი თქუენი ეშმაკი ვითარცა ლომი მყუირალჱ მიმოვალს და ეძიებს, ვინმცა შთანთქა.



რომელსა წინა-აღუდეგით მტკიცედ სარწმუნოებითა, უწყოდეთ იგივე Manuscript page: 108r ვნებათაჲ მათ და ამას სოფელსა ძმობასა მას თქუენსა აღასრულებდით.



ხოლო ღმერთმან ყოვლისა მადლისამან, რომელმან გიჩინნა თქუენ საუკუნესა მას დიდებასა ქრისტჱ იესუჲს მიერ, მცირედ-ღა თუ გევნო, მან განგამტკიცენინ და დაგაფუძნენინ,



რამეთუ მისი არს სიმტკიცჱ უკუნითი უკუნისამდე, ა~ნ.



სილოვანეს მიერ, ძმისა თქუენისა სარწმუნოჲსა, ვითარ-იგი მცირედ მივწერე და გლოცევდ და გიწამებდ, ეგრე შემირაცხიეს, ვითარმედ ესე არს ჭეშმარიტი მადლი, რომელსაცა ზედა სდგათ.



გიკითხავს თქუენ რომელ არს ბაბილონს შინა რჩეულისა მის თანა და მარკოს, ძჱ ჩემი,



მოიკითხევდით ურთიერთას ამბორის-ყოფითა სიყუარულისაჲთა. მშჳდობაჲ თქუენ თანა, ყოველნი რომელნი ხართ ქრისტე იესუჲს მიერ.