


ქრისტემან რაჲ ივნო ჴორცითა და თქუენცა იგივე გონებაჲ შეიჭურეთ, რომელმან ივნო ჴორცითა, დაცხრომილ არს ცოდვისაგან,



რაჲთა არღარა იყოს კაცთა გულის თქუმასა, არამედ ნებითა ღმრთისაჲთა ნეშტნი იგი ჴორციელებისა ჟამნი ცხორებად.



კმა არიან წარსრულნი იგი ჟამნი ნებისაებრ წარმართთაჲსა საქმედ, Manuscript page: 105v რომელნი-იგი ვლენან არაწმიდებითა და გულის თქუმითა, მთრვალობითა, სიმღერითა, შუებითა და უჯეროჲთა კერპთ-მსახურებითა.



რომლისაგან უკჳრს არა თანა-სრბაჲ თქუენი მასვე არაწმიდებისა აღრევასა და ჰგმობენ.



რომელთა სიტყუაჲ მიუგონ მას, რომელ-იგი განმზადებულ არს განშჯად ცხოველთა და მკუდართა.



რამეთუ ამისთჳს ესმა მკუდართა, რაჲთა ისაჯნენ კაცობრივ ჴორცითა და ცხონდენ ღმრთისა მიერ სულითა.



ყოველთა დასასრული მოიწია; განიწმიდენით, განიფრთხვეთ ლოცვად.



ყოვლისა წინა ურთიერთას სიყუარული განმარტებული გაქუნდინ, რამეთუ სიყუარულმან დაფარის სიმრავლჱ Manuscript page: 106r ცოდვათაჲ.



სტუმართ მოყუარე იყვენით ურთიერთას თჳნიერ დრტჳნვისა.



კაცად-კაცადმან, ვითარცა მიიღო ღმრთისაგან მადლი, მას ეგრევე ურთიერთას ამსახურებდით, ვითარცა კეთილნი მნენი მრავალ-ფერისა მის ნიჭისა ღმრთისანი.



რომელ-იგი ვინმე იტყოდის სიტყჳთა ღმრთისაჲთა. რომელი მსახურებდეს, ვითარცა ძალისაგან, რომელსა მოსცემს ღმერთი, რაჲთა ყოველსა შინა იდიდებოდის ღმერთი ქრისტე იესუჲს მიერ, რომლისაჲ არს დიდებაჲ და ძალი უკუნისამდე, ა~ნ.



საყუარელნო, ნუ გიკჳრნ თქუენ თანა განჴურვებაჲ ეგე, რომელი განსაცდელად იქმნის თქუენ თანა, რეცათუ უცხოჲ (რაჲ)მე შეგემთხჳოს თქუენ.



არამედ რავდენ-ეგე ეზიარებით ვნებათა ქრისტჱსთა, გიხაროდენ, რაჲთა გამოჩინებასაცა დიდებისა მისისასა Manuscript page: 106v გიხაროდის და მხიარულ იყუნეთ.



უკუეთუ იყუედრებით სახელისათჳს უფლისა, ნეტარ ხართ, რამეთუ დიდებისა სული ღმრთისაჲ თქუენ ზედა განსუენებულ არს.



ნუმცა ვის თქუენგანსა ევნების, ვითარცა კაცის-მკლველსა, გინა მპარავსა, გინა ძჳრის მოქმედსა, გინა ვითარცა უცხოჲსა მოღუაწესა;



უკუეთუ ვითარცა ქრისტიანესა, ნუ ჰრცხუენინ, არამედ ადიდებდინ ღმერთსა სახელითა მისითა.



რამეთუ ჟამი პირველად საშჯელისაჲ სახლისაგან ღმრთისა იწყოს, უკუეთუ პირველად ჩუენგან, რაჲ-მე იყოს აღსასრული ურჩთა მათ სახარებისა ღმრთისათაჲ?



და უკუეთუ მართალი ძნიად განერეს, უღმრთოჲ იგი და ცოდვილი Manuscript page: 107r სადა-ღა ჩნდეს?



ამიერითგან რომელთა ევნებოდის ნებითა ღმრთისაჲთა სარწმუნოებისა დამბადებელსა შეჰვედრნედ სულნი თჳსნი საქმითა კეთილითა.