


ეგრევე ცოლნი დაემორჩილენით თჳსთა ქმართა, დაღათუ ვიეთნიმე ურჩ არიან სიტყჳსა მის, დედათა სლვისაგან თჳნიერად სიტყჳსა შეეძინნენ,



ხედვიდენ რაჲ იგინი შიშით წმიდასა მას სლვასა თქუენსა,



რომელ-ესე არს არა გარეშჱთა მით განთხზვითა თმისაჲთა და ოქროჲსა შესხმითა, გინა შემოსითა სამოსლისა შემკობითა,



არამედ დაფარულითა მით გულისა კაცისა უხრწნელითა მით სიმშჳდისაჲთა და ყუდროებისა სულითა, რომელ არს წინაშე ღმრთისა პატიოსან.



ესრევე ოდესმე წმიდანიცა იგი დედანი, რომელნი ესვიდეს ღმერთსა, შეიმკობდეს თავსა თჳსსა და დამორჩილებულ იყვნეს თჳსთა ქმართა,



ვითარცა-იგი სარა ერჩდა აბრაჰამსა და უფლით ხადოდა მას, რომლისა-იგი იქმნენით შვილ კეთილის მოქმედ და არა გეშინოდის არცა ერთისა შიშისა.



ქმარნი ეგრევე მსგავსად თანა-ეყვენით შენდობით, ვითარცა უუძლურესსა ჭურსა და დედათასა მისცემდით Manuscript page: 103v პატივსა, ვითარცა თანა-მკჳდრთა მადლისა მის ცხორებისათა, რაჲთა არა დააცადოთ ლოცვასა თქუენსა.



ხოლო დასასრულად ყოველნი ერთ-ზრახვა იყვენით, მოწყალე*, ძმათ მოყუარე, მოწყალე, მდაბალ.



ნუვინ ბოროტსა ბოროტისა წილ მიაგებთ, ნუცა გინებასა საგინებელისა წილ; წინააღმდგომსა მას აკურთხევდით, რამეთუ ამისთჳს იჩინენით, რაჲთა კურთხევაჲ დაიმკჳდროთ.



რამეთუ რომელსა უნდეს სიყუარული ცხორებისაჲ და ხილვად დღენი ცხორებისანი, დააცხრვენ ენაჲ თჳსი ბოროტისაგან და ბაგითა ნუ იტყუიედ ზაკვასა,



მოაქციენ ბოროტისაგან და ქმენინ კეთილი, მოიძიენ მშჳდობაჲ და მისდევდინ მას.



რამეთუ თუალნი უფლისანი მართალთა ზედა და ყურნი ლოცვასა Manuscript page: 104r მათსა ზედა, პირი უფლისაჲ მოქმედთა ზედა ბოროტისათა.



და ვინ-მე არს ბოროტის მოფელ თქუენდა, უკუეთუ თქუენ კეთილის მობაძავ იქმნნეთ?



დაღათუ გევნებოდის სიმართლისათჳს, ნეტარ ხართ, შიშისა მათისაგან ნუ გეშინინ, ნუცა შესძრწუნდებით.



უფალი იესუ ქრისტჱ წმიდა ყავთ გულთა შინა თქუენთა, განმზადებულ იყვენით მარადის სიტყჳს მიგებად ყოვლისა, რომელი ეძიებდეს სიტყუასა თქუენ შორის სასოებისა მისთჳს, არამედ სიმშჳდით და შიშით.



გონებაჲ გაქუნდინ კეთილი, რაჲთა, რომლითა-იგი ძჳრსა გეტყოდიან, ჰრცხუენოდის მათ, რომელნი-იგი გმძლავრობენ თქუენ კეთილითა მით ქრისტჱს მიერ სლვითა.



უმჯობჱს არს, კეთილსა თუ იქმოდით და ეგრე ჯერ-უჩნდეს ნებასა ღმრთისასა ვნებაჲ თქუენი, ვიდრე-ღა Manuscript page: 104v ბოროტსა თუ იქმოდით.



ხოლო ქრისტემანცა ერთ გზის ცოდვათა ჩუენთათჳს ივნო, მართალმან ცრუთათჳს, რაჲთა ჩუენ წარგჳდგინნეს ღმერთსა, მოკუდა ჴორცითა და ცხონდა სულითა,



რომლისაგან საპყრობილესა მას შინა სულთა მივიდა და ქადაგა,



რომელნი-იგი Manuscript page: 105r ურჩ ოდესმე იყუნეს, რაჟამს-იგი თავს-ედვა სულ-გრძელებასა ღმრთისასა დღეთა მათ ნოესთა, შემზადებასა კიდობნისასა, რომელსა შინა იყუნეს მცირედნი, ესე იგი არს რვანი სულნი განერნეს წყლისაგან.



რომლისა სახედ აწ თქუენცა გაცხოვნებს ნათლის-ღებაჲ, არა ჴორცთაგან განშორებაჲ მწინკულისაჲ, არამედ გონებისა სათნო-ყოფაჲ ღმრთისაჲ აღდგომითა იესუ ქრისტჱსითა,



რომელი არს მარჯუენით ღმრთისა, რომელი ამაღლდა ზეცად. დაემორჩილნეს მას ანგელოზნი და ჴელმწიფებანი და ძალნი.