


განიშორეთ ყოველი უკეთურებაჲ Manuscript page: 100v და ყოველი ზაკუვაჲ და ორგულებაჲ და შური და ყოველივე ძჳრის სიტყუაჲ.



ვითარცა აწინდელ შობილთა ყრმათა უზაკუველი იგი სძჱ გსუროდენ, რაჲთა მას შინა აღორძნდეთ ცხორებად.



უკუეთუ გემოჲ გიხილავს, რამეთუ ტკბილ არს უფალი,



რომელსა-ეგე მოუჴედით ლოდსა ცხოველსა, რომელი-იგი კაცთაგან შეურაცხ-იქმნა, ხოლო ღმრთისაგან რჩეულ და პატიოსან.



და თქუენცა, ვითარცა ლოდნი ცხოველნი აღიშჱნებით სახლად სულიერად, სამღდელოდ წმიდად, შესაწირავად სულიერთა მსხუერპლთა სათნოდ ღმრთისა იესუ ქრისტჱს მიერ.



რამეთუ წერილ არს წიგნსა: აჰა დავსდებ სიონს შინა ლოდსა საკიდურსა, რჩეულსა, პატიოსანსა და რომელსა ჰრწმენეს იგი, არა რცხუენეს.



თქუენდა არს პატივი მორწმუნეთა მაგათ ხოლო ურწმუნოთა - ლოდი რომელ შეურაცხ-ყვეს მაშჱნებელთა. იგი იქმნა თავ კიდეთა და ლოდი შებრკოლებისაჲ და კლდჱ საცთურისაჲ,



რომელნი შებრკოლდებიან სიტყუასა მას ურჩებით, რომელსაცა ზედა დაესხნეს.



ხოლო თქუენ, ნათესავი რჩეული, სამეუფოჲ სამღდელოჲ, თესლი წმიდაჲ, ერი მოგებული, რაჲთა სათნოებასა მიუთხრობდეთ, რომელმან ბნელისაგან გიწოდა თქუენ საკჳრველსა მას ნათელსა მისსა,



რომელნი-ეგე ოდესმე არა ერ ღმრთის, ხოლო აწ ერნი ღმრთისანი ხართ, რომელნი-ეგე არა შეწყნარებულ, აწ შეეწყალენით.



საყუარელნო, გლოცავ თქუენ, ვითარცა მწირთა და წარმავალთა, განეშორენით ჴორციელთაგან გულის Manuscript page: 101v თქუმათა, რომელნი ეწყვებიან სულსა.



სლვაჲ თქუენი წარმართთა შორის გაქუნდინ კეთილი, რაჲთა რომლისათჳს-იგი ძჳრსა იტყჳან თქუენთჳს, ვითარცა ძჳრის მოქმედთასა, კეთილთაგან საქმეთა შეიჭუდენ და ადიდებდენ ღმერთსა დღესა მას მოხედვისასა.



დაემორჩილენით ყოველსა კაცობრივსა დაბადებულსა უფლისათჳს, გინა თუ მეფესა, რამეთუ ყოველთა ზედა არს,



გინა თუ მთავართა, ვითარცა მის მიერ მოვლინებულთა შურის მეძიებელად ბოროტის მოქმედთათჳს და მაქებელად კეთილის მოქმედთათჳს,



დაყოფად პირთა კაცთა უგუნურთა უმეცრებასა.



ვითარცა აზნაურნი და ნუ ვითარცა საფარველად გაქუნ უკეთურებისა Manuscript page: 102r აზნაურებაჲ ეგე, არამედ ვითარცა მონანი ღმრთისანი



ყოველთა პატივ-სცემდით, ძმათა ჰყუარობდით, ღმრთისა გეშინოდენ, მეფესა პატივ-სცემდით.



მონანი დაემორჩილენით ყოვლითა მოშიშებითა უფალთა თჳსთა, ნუ ხოლო სახიერთა და ტკბილთა, არამედ უსახურთაცა.



რამეთუ ესე არს მადლი ღმრთისაგან: უკუეთუ გონებისათჳს კეთილისა დავითმინით მწუხარებაჲ, ევნებინ თუ სიცრუვით.



რომელი უმჯობჱს არს, უკუეთუ ვცოდვიდეთ და ვიქეჯნებოდით და მოვითმენდეთ? არამედ უკუეთუ კეთილსა იქმოდით და გევნებოდის და მოითმენდეთ, ესე მადლი ღმრთისაგან არს.



იჩინენითვე ამისთჳს, რამეთუ ქრისტემანცა ივნო თქუენთჳს და თქუენ დაგიტევა ჴელით წერილი, რაჲთა შეუდგეთ კუალთა მისთა,



რომელმან-იგი ცოდვაჲ არა ქმნა, არცა იპოვა ზაკუვაჲ პირსა მისსა;



რომელი იგინებოდა და იგი არავის აგინებდა, ევნებოდა და არავის უთქუმიდა, მიეცა მსაჯულსა სიცრუვით;



რომელმან ცოდვანი ჩუენნი თავს-ისხნა ჴორცითა თჳსითა ძელსა ზედა, რაჲთა ცოდვასა განვეშორნეთ და სიმართლით ვცხონდებოდით, რომლისა-იგი წყლულებითა განვიკურნენით.



იყვენით, ვითარცა ცხოვარნი შეცთომილნი, არამედ მოქცეულ ხართ აწ მწყემსისა მის და მოღუაწისა სულთა თქუენთაჲსა.