TITUS
Epistolae Catholicae (G)
Part No. 8
Previous part

Chapter: 2  
Verse: 1   Link to kba1Link to kbbLink to kbdLink to gnt   განიშორეთ უკუე ყოველი უკეთურებაჲ და ყოველი ზაკუვაჲ და ორგულებაჲ და შური და ყოველივე ძჳრის სიტყუაჲ.
Verse: 2   Link to kba1Link to kbbLink to kbdLink to gnt   
ვითარცა აწინდელ შობილთა ყრმათა, სიტყჳიერისა მის უზაკუველისა სძისა გსუროდენ, რაჲთა მას შინა აღჰორძნდეთ.
Verse: 3   Link to kba1Link to kbbLink to kbdLink to gnt   
უკუეთუ გემოჲ გიხილავს, რამეთუ ტკბილ არს უფალი,
Verse: 4   Link to kba1Link to kbbLink to kbdLink to gnt   
რომელსა-იგი მოუჴედით ლოდსა ცხოველსა, რომელი-იგი კაცთაგან შეურაცხ-იქმნა, ხოლო ღმრთისაგან რჩეულ და პატიოსან.
Verse: 5   Link to kba1Link to kbbLink to kbdLink to gnt   
და თქუენცა, ვითარცა ლოდნი ცხოველნი აღეშენებოდეთ სახლად სულიერად, სამღდელოდ წმიდად, შესაწირავად მსხუერპლთა სულიერთა, სათნოთა ღმრთისათა იესუ ქრისტეს მიერ.
Verse: 6   Link to kba1Link to kbbLink to kbdLink to gnt   
რამეთუ წერილ არს წიგნსა შინა: აჰა ესერა, დავსდებ სიონს შინა ლოდსა საკიდურსა, რჩეულსა, პატიოსანსა და რომელსა ჰრწმენეს მისა* მიმართ, არასადა* ჰრცხუენეს.
Verse: 7   Link to kba1Link to kbbLink to kbdLink to gnt   
თქუენდა უკუე არს პატივ*, მორწმუნეთა მაგათ, ხოლო ურჩთათჳს - ლოდი, რომელ შეურაცხ-ყვეს მაშენებელთა, იგი იქმნა თავ საკიდურთა და ლოდ შებრკოლების და კლდე საცთურების,
Verse: 8   Link to kba1Link to kbbLink to kbdLink to gnt   
რომელნი შეჰბრკოლდებიან სიტყუასა მას* ურჩებით, რომელსაცა ზედა დაესხნეს.
Verse: 9   Link to kba1Link to kbbLink to kbdLink to gnt   
ხოლო თქუენ, ნათესავი რჩეული, სამეუფოჲ სამღდელოჲ, თესლი წმიდაჲ, ერი მოგებული, რაჲთა სათნოებათა მიუთხრობდეთ, რომელმან-იგი ბნელისაგან გიწოდნა* თქუენ საკჳრველსა მას ნათელსა მისსა,
Verse: 10   Link to kba1Link to kbbLink to kbdLink to gnt   
რომელნი-ეგე ოდესმე არა ერ, ხოლო აწ ერი ღმრთისაჲ, რომელნი-ეგე ოდესმე არა შეწყალებულ, ხოლო აწ შეიწყალენით.
Verse: 11   Link to kba1Link to kbbLink to kbdLink to gnt   
საყუარელნო, გლოცავ თქუენ, ვითარცა მწირთა და წარმავალთა, განეშორენით გულის თქუმათაგან ჴორციელთა, რომელნი ეწყვებიან სულსა.
Verse: 12   Link to kba1Link to kbbLink to kbdLink to gnt   
სლვაჲ თქუენი წარმართთა შორის გაქუნდინ კეთილი, რაჲთა რომლითა-იგი ძჳრსა იტყოდიან თქუენთჳს, ვითარცა ძჳრის მოქმედთასა, კეთილთა საქმეთაგან შეიკდიმონ და ადიდებდენ ღმერთსა დღესა მას მოხედვისასა.
Verse: 13   Link to kba1Link to kbbLink to kbdLink to gnt   
დაემორჩილენით უკუე ყოველსა კაცობრივსა დაბადებულსა უფლისათჳს: გინა თუ მეფესა, რამეთუ ყოველთა ზედა არს,
Verse: 14   Link to kba1Link to kbbLink to kbdLink to gnt   
გინა თუ მთავართა, ვითარცა მის მიერ მოვლინებულთა შურის მეძიებელად ბოროტის მოქმედთათჳს, ხოლო მაქებელად კეთილის მოქმედთათჳს,
Verse: 15   Link to kba1Link to kbbLink to kbdLink to gnt   
რამეთუ ესრეთ არს ნებაჲ ღმრთისაჲ კეთილის მოქმედთათჳს დადუმებად უგუნურთა უმეცრებასა.
Verse: 16   Link to kba1Link to kbbLink to kbdLink to gnt   
ვითარცა აზნაურნი და ნუ ვითარცა საფარველად გაქუნ* უკეთურებისა აზნაურებაჲ ეგე, არამედ ვითარცა მონანი ღმრთისანი
Verse: 17   Link to kba1Link to kbbLink to kbdLink to gnt   
ყოველთა პატივ-სცემდით, ძმათა ჰყუარობდით, ღმრთისა გეშინოდენ, მეფესა პატივ-სცემდით.
Verse: 18   Link to kba1Link to kbbLink to kbdLink to gnt   
მონანი დაემორჩილენით ყოვლითა მოშიშებითა თჳსთა უფალთა, ნუ ხოლო სახიერთა და ტკბილთა, არამედ უსახურთაცა.
Verse: 19   Link to kba1Link to kbbLink to kbdLink to gnt   
რამეთუ ესე არს მადლი ღმრთისაგან: უკუეთუ გონებისაგან კეთილისა ღმრთისათჳს დაითმინნეს ვინმე მწუხარებანი, ევნებინ თუ სიცრუით*.
Verse: 20   Link to kba1Link to kbbLink to kbdLink to gnt   
რამეთუ რაჲ უმჯობჱს არს, უკუეთუ სცოდვიდეთ და დაიქენჯნებოდით და მოითმენდეთ? არამედ უკუეთუ კეთილსა იქმოდით და გევნებოდის და მოითმენდეთ, ესე არს მადლი ღმრთისაგან.
Verse: 21   Link to kba1Link to kbbLink to kbdLink to gnt   
და იჩინენითცა მებრ ამისთჳსვე, რამეთუ ქრისტემანცა ივნო ჩუენთჳს და თქუენ დაგიტევა ჴელით წერილი, რაჲთა შეუდგეთ კუალთა მისთა,
Verse: 22   Link to kba1Link to kbbLink to kbdLink to gnt   
რომელმან-იგი ცოდვაჲ არა ქმნა, არცა იპოვა* ზაკუვაჲ პირსა მისსა;
Verse: 23   Link to kba1Link to kbbLink to kbdLink to gnt   
რომელი-იგი ევნებოდა და იგი არავის აგინებდა, ევნებოდა და არავის უთქუმიდა, მიეცა მართალი იგი მსაჯულსა;
Verse: 24   Link to kba1Link to kbbLink to kbdLink to gnt   
რომელმან ცოდვანი ჩუენნი აღიხუნა* ჴორცითა თჳსითა ჯუარსა ზედა, რაჲთა ცოდვასა განვეშორნეთ და სიმართლით ვცხონდებოდით*, რომლისა-იგი წყლულებითა განიკურნენით.
Verse: 25   Link to kba1Link to kbbLink to kbdLink to gnt   
რამეთუ იყვენით, ვითარცა ცხოარნი* შეცთომილნი, არამედ აწ მოიქეცით მწყემსისა მის მიმართ და მოღუაწისა სულთა თქუენთაჲსა.

Next part



This text is part of the TITUS edition of Epistolae Catholicae (G).

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 12.12.2008. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.