


პეტრე, მოციქული იესუ ქრისტჱსი, რჩეულთა მწირთა, განთესულთა პონტოჲსა და გალატიაჲსათა, კაბადუკიაჲსათა და ბჳთინიაჲსათა,



წინაჲსწარ ცნობითა ღმრთისა Manuscript page: 98r მამისაჲთა, სიწმიდითა სულისაჲთა დასამორჩილებელად და საბკურებელად სისხლისა იესუ ქრისტჱსისა. მადლი თქუენ თანა და მშჳდობაჲ განმრავლდინ!



კურთხეულ არს ღმერთი და მამაჲ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსი, რომელმან-იგი მრავლითა მით წყალობითა თჳსითა კუალად გუშვნა ჩუენ სასოებად ცხოველად აღდგომითა იესუ ქრისტჱსითა მკუდრეთით,



სამკჳდრებელად უხრწნელად და შეუგინებელად და დაუჭნობელად დამარხული ცათა შინა თქუენდა მიმართ,



რომელნი-ეგე ძალითა ღმრთისაჲთა მოცვულ ხართ სარწმუნოებითა ცხორებასა მას გამზადებულსა გამოჩინებად ჟამსა მას მარჯუესა.



რომლითა გიხარის მცირედ აწ, უკუეთუ ჯერ-არს, რომელნი-ეგე შეწუხებულ იყვენით მრავალფერთა ზედა განსაცდელთა,



რაჲთა გამოცდილებაჲ ეგე სარწმუნოებისა თქუენისაჲ უპატიოსნეს ოქროჲსა მის წარწყმედადისა და ცეცხლისაგან გამოცდილისა იპოოს საქებელად, დიდებად და პატივად გამოჩინებასა იესუ ქრისტჱსსა,



რომელი-იგი არა იცოდეთ და გიყუარს, რომელსა-იგი აწ არა ხედავთ და გრწამს. იხარებდით სიხარულითა გამოუთქუმელითა დიდებულითა.



და მოიღოთ აღსასრულსა მას სარწმუნოებისა თქუენისასა ცხორებაჲ სულთაჲ,



რომლისა ცხორებისათჳს გამოიძიეს და გამოიკულიეს წინაწარმეტყუელთა, რომელნი თქუენდა მადლსა მას წინაწარმეტყუელებდეს,



გამოეძიებდეს, ოდეს ანუ რომელსა ჟამსა ეუწყებოდა მათ შორის Manuscript page: 99r სული ქრისტჱსი, წინაჲსწარ წამებდა ქრისტჱსთა მათ ვნებათა და მისა შემდგომად დიდებათა.



რომელთა-იგი გამოეცხადა, რამეთუ არა თავთა თჳსთა, არამედ თქუენ გმსახურებდეს მას, რომელ-ესე აწ მიგეთხრა თქუენ მახარებელთა მათ თქუენთა მიერ სულითა წმიდითა მოვლინებული ზეცით, რომლისათჳს გული უთქუამს ანგელოზთა ხილვად.



ამისთჳს მოირტყენით წელნი გონებათა თქუენთანი, ფრთხილ იყვენით და სრულიად ესევდით მოწევნულსა მას მათსა მადლსა გამოცხადებასა იესუ ქრისტჱსსა.



ვითარცა შვილნი მორჩილებისანი და ნუ თანა-ხატ-ექმნებით პირველთავე მათ უმეცრებისა თქუენისა გულის თქუმასა,



არამედ მწოდებელისაებრ თქუენისა წმიდისა და თქუენცა წმიდა იყვენით ყოველსავე შინა სლვასა თქუენსა.



რამეთუ წერილ არს: წმიდა იყვენით, რამეთუ მე წმიდა ვარ.



და უკუეთუ მამით ხადით მას, რომელ-იგი თუალ-უხუავად მსაჯული არს თითოეულისა საქმესა, შიშით მწირობისა მაგის თქუენისა ჟამნი აღასრულენით.



უწყოდეთ, რამეთუ არა განხრწნადითა ვეცხლითა გინა ოქროჲთა იჴსნენით თქუენ ამაოჲსა მისგან მამათა მოცემულისა სლვისა,



არამედ პატიოსნითა სისხლითა, ვითარცა ტარიგისა უმანკოჲსა და უბიწოჲსა ქრისტჱსითა,



რომელი წინაჲსწარ უწყებულ იყო უწინარჱს სოფლის დაბადებისა და გამოჩნდა უკუანაჲსკნელთა ჟამთა Manuscript page: 100r თქუენთჳს;



რომელ-ეგე მის მიერ მორწმუნენი ხართ ღმრთისანი, რომელმან-იგი აღადგინა მკუდრეთით და მისცა მას დიდებაჲ, რაჲთა თქუენი იგი სარწმუნოებაჲ და სასოებაჲ იყოს ღმრთისა მიმართ.



სულნი თქუენნი განიწმიდენით მორჩილებითა ჭეშმარიტებისაჲთა, ძმათ მოყუარებისათჳს შეუორგულებელ იყვენით გულითად, ურთიერთას იყუარობდით განმარტებულად.



რამეთუ მეორედ შობილ ხართ არა თესლისაგან განხრწნადისა, არამედ უხრწნელისა სიტყჳთა ღმრთისაჲთა და საუკუნოჲთა.



რამეთუ ყოველი ჴორციელი თივაჲ არს და ყოველი დიდებაჲ მისი, ვითარცა ყუავილი თივისაჲ: განჴმა თივაჲ და ყუავილი მისი დასცჳვა.



ხოლო სიტყუაჲ უფლისაჲ ჰგიეს უკუნისამდე. ესე იგი არს სიტყუაჲ, რომელი გეხარა თქუენ.