


აწ თქუენცა მდიდარნი ტიროდეთ და გოდებდეთ უბადრუკებათა მათთჳს თქუენ ზედა მომავალთა.



სიმდიდრჱ თქუენი დალპა და სამოსელი თქუენი მღილთა შეჭამეს.



ოქროჲ თქუენი და ვეცხლი თქუენი დაგესლებულ არს და გესლი იგი მათი საწამებელად თქუენდა იყოს და შეშჭამდეს ჴორცთა თქუენთა ვითარცა ცეცხლი. დაიუნჯეთ დღეთა მათ უკუანაჲსკნელთა.



აჰა ესერა სასყიდელი მოქმედთაჲ მათ, რომელთა განლეწეს ყანაჲ თქუენი, დაკლებული იგი თქუენგან ღაღადებს და ღაღადებაჲ იგი მომკალთაჲ ყურთა უფლისა ყოვლისა მპყრობელისათა მიიწია.



იშუებდით ქუეყანასა ზედა და იხარებდით. განზარდენით ჴორცნი თქუენნი ვითარცა დღედ კლვისა.



დასაჯეთ და მოჰკალთ მართალი იგი და არა წინა-აღგიდგა თქუენ.



სულ-გრძელ იქმნენით, ძმანო, ვიდრე მოსლვადმდე უფლისა. აჰა ესერა, მუშაკი მოელის პატიოსანსა ნაყოფსა Manuscript page: 96v ქუეყანისასა და სულ-გრძელ არნ მას ზედა, ვიდრემდე მოიღოს (წჳმაჲ) მსთუაჲ და მცხუედი.



სულ-გრძელ იქმნენით თქუენცა, განიმტკიცენით გულნი თქუენნი, რამეთუ მოსლვაჲ მოახლებულ არს.



ნუ სულთ-ითქუამთ, ძმანო ჩემნო, ურთიერთას, რაჲთა არა განიკითხნეთ. აჰა ესერა, განმკითხველი კართა დგას.



სახედ ძჳრის ხილვისა და სულ-გრძელებისა გეჴსენედ, ძმანო ჩემნო, წინაწარმეტყუელნი, რომელნი-იგი იტყოდეს სახელითა უფლისაჲთა.



აჰა ესერა ვჰნატრით მოთმინეთა მათ. მოთმინებაჲ იობისი მასმიეს და აღსასრული უფლისაჲ იხილეთ, რამეთუ ფრიად მოწყალე არს უფალი და Manuscript page: 97r ტკბილ.



ყოვლისა წინა, ძმანო ჩემნო, ნუ ჰფუცავთ ნუცა ცასა, ნუცა ქუეყანასა, ნუცა სხუასა ფიცსა; იყავნ თქუენი ჰჱ ჰე და არაჲ არა, რაჲთა არა ორგულებასა შესცჳვეთ.



შჭირდეს თუ ვისმე თქუენგანსა, ილოცევდინ; მოლხინე თუ არს, გალობდინ.



უძლურ თუ ვინმე არს, მოუწოდენ ხუცესთა ეკლესიაჲსათა და ილოცოს მისთჳს და სცხოს მას ზეთი სახელითაჲ უფლისაჲთა.



და ლოცვამან სარწმუნოებისამან აცხოვნოს სნეული იგი და აღადგინოს იგი უფალმან. დაღათუ ცოდვაჲ რაჲმე ექმნეს, მი-ვე-ეტევნენ მას.



აღუვარებდით ურთიერთას ცოდვათა და ულოცევდით ერთი-ერთსა, რაჲთა განიკურნეთ. ფრიად შემძლებელ Manuscript page: 97v არს ვედრებაჲ მართლისაჲ და შემწე.



ელია კაცი იყო მსგავსი ჩუენი და ლოცვაჲ ილოცა, რაჲთა არა წჳმოს, და არა წჳმა ქუეყანასა ზედა სამ წელ და ექუს თთუე.



და მერმე ილოცა და ცამან წჳმაჲ მოსცა და ქუეყანამან აღმოაცჱნა ნაყოფი თჳსი.



ძმანო ჩემნო, უკუეთუ ვინმე თქუენ შორის სცთეს გზისაგან ჭეშმარიტისა და თუ ვინმე მოაქციოს იგი,



უწყოდენ, რამეთუ რომელმან მოაქციოს ცოდვილი გზისაგან საცთურისა მისისა, იჴსნეს სული სიკუდილისაგან და დაფაროს სიმრავლჱ ცოდვათაჲ.