


ვინაჲ არიან ბრძოლანი თქუენ შორის, ანუ ლალვანი? ანუ არა მიერვე გულის თქუმათაგან თქუენთა, რომელნი განწყობილ არიან ასოთა შინა თქუენთა.



გული გითქუამს და არა გაქუს, Manuscript page: 94v კაც-ჰკლავთ და ეშურობთ და ვერ ძალ-გიც მიმთხუევად, ილალავთ და იბრძავთ და არა გაქუს, რამეთუ არა ითხოვთ.



თქუენ ითხოვთ და ვერ მიიღებთ, რამეთუ ბოროტად ითხოვთ, რაჲთა გულის თქუმითა თქუენითა განილინეთ.



მემრუშენო, ანუ არა უწყით, რამეთუ სიყუარული ამის სოფლისაჲ მტერობა არს ღმრთისა? რომელსა უჩნდეს მეგობარ ყოფად ამის სოფლისა, მტერად ღმერთსა, აღუდგების.



ანუ ჰგონებთ, ვითარმედ ცუდად იტყჳს წიგნი: საშურელად სურის სულსა, რომელი დამკჳდრებულ არს ჩუენ თანა?



უფროჲს მოცემად მადლისა; ამისთჳს იტყჳს: ამპარტავანთა შეჰმუსრავს ღმერთი ხოლო მდაბალთა მოსცის მადლი.



დაემორჩილენით ღმერთსა და წინა-აღუდეგით Manuscript page: 95r ეშმაკსა და ივლტოდის თქუენგან.



მიეახლენით ღმერთსა და მოგეახლოს თქუენ. განიწმიდენით ჴელნი, ცოდვილნო, და განმართენით გულნი ორგულნო.



დამდაბლდით და ტიროდეთ. სიცილი თქუენი გლოვად გარდაიქეცინ და სიხარული თქუენი მწუხარებად.



არამედ დამდაბლდით წინაშე უფლისა და მან აგამაღლნეს თქუენ.



ნუ ძჳრსა იტყჳთ, ძმანო ჩემნო, ურთიერთას. რომელი ძჳრსა იტყოდის ძმისათჳს, გინა განიკითხვიდეს ძმასა თჳსსა, განიკითხავს შჯულსა და დაშჯის შჯულსა; უკუეთუ შჯულსა შჯი, არა ხარ მყოფელი შჯულისაჲ, არამედ განმკითხველი.



ერთი არს შჯულისა მდებელი და გამკითხველი, რომელი შემძლებელ არს ცხორებად და წარწყმედად. შენ ვინ Manuscript page: 95v ხარ, რომელი განიკითხავ მოყუასსა?



აწ თქუენცა, რომელნი-ეგე იტყჳთ: დღეს გინა ხვალე წარვიდეთ რომელსამე ქალაქსა და დავყოთ მუნ წელიწადი და ვივაჭროთ და შევიძინოთ.



რომელთა არა იცით ხვალისაჲ, რავდენ-მე უკუე არს ცხორებაჲ თქუენი? ვითარცა კუამლნი ხართ, რომელი მცირედ ჟამ ჩან და მერმე განქარდის.



ამის წილ რომელი-იგი გიღირს თქუმად: უკუეთუ უფალსა უნდეს და ვცხონდეთ და ვყოთ ესე ანუ იგი.



ხოლო აწ იქადით სილაღითა თქუენითა, ყოველივე სიქადული ესევითარი ბოროტ არს.



რომელმან იცოდის კეთილისა საქმედ და არა ქმნეს, ცოდვა არს მისა.