


ნუ მრავალნი ჰმოძღურებთ, ძმანო ჩემნო! უწყოდეთ, ვითარმედ უდიდჱსი საშჯელი მოიღოთ.



რამეთუ ფრიად ვსცთებით ყოველნი. რომელი სიტყჳთა არა სცთებოდის, იგი სრული კაცი არს, შემძლებელ არს იგი აღჳრ-სხმად ყოველსავე გუამსა მისსა.



უკუეთუ ცხენსა აღჳრნი აღვასხნით დამორჩილებად ჩუენდა, ყოველი გუამი მისი მოვაქციით,



აჰა ესერა ნავნიცა ესოდენნი დიდ-დიდნი და ფიცხელთაგან ქართა მიმოდატაცებულთა(?) მოიქცევიან მცირისაგან Manuscript page: 93r საჭისა, ვიდრეცა-იგი მისლვად განმმართებელსა მას უნებნ.



ეგრევე ენაჲ მცირჱ ასოჲ არს და დიდად მაღლოვის. აჰა ესერა კუალად აღაგზნის!



და ენაჲ ეგრევე ცეცხლ არს, სამკაული სიცრუვისაჲ. ენაჲ დადგრომილ არს ასოთა შინა ჩუენთა, რომელი შეაგინებს ყოველსა გუამსა და აღაგზებს ურმის თუალსა მას შესაქმისასა და აღგზებულ არს გეჰენიაჲსაგან.



რამეთუ ყოველი ბუნებაჲ მჴეცთაჲ და მფრინველთაჲ და ქუეწარმავალთაჲ და მცურვალთაჲ დაიმწყსების და დამწყსილ არს ბუნებასა ქუეშე კაცთასა.



ხოლო ენაჲ ვერვის დამწყსად Manuscript page: 93v ჴელ-ეწიფების კაცთაჲ, დაუპყრობელი ბოროტი, სავსე გესლითა მაკუდინებელითა.



რამეთუ მით ვაკურთხევთ ღმერთსა და მამასა. და მითვე ვსწყევთ კაცთა, რომელნი მსგავსად ღმრთისა შექმნულ არიან.



მიერვე პირით გამოვალს კურთხევაჲ და წყევაჲ. არა ჯერ-არს, ძმანო ჩემნო, ესე ყოფად.



ნუუკუე წყაროჲსაგან მისვე თუალისაგან გამოდინ ტკბილი და მწარჱ?



ეგების-მე რაჲა, ძმანო ჩემნო, ვითარმცა ლეღუმან ზეთის ხილი გამოიღო, გინა ვენაჴმან ლეღჳ? ეგრევე ვერცა მარილოვანი წყალი ტკბილ ყოფად.



ვინ არს ბრძენ და მეცნიერ თქუენ შორის, აჩუენენ კეთილთაგან სლვათა საქმჱ თჳსი სიმშჳდითა სიბრძნისაჲთა.



უკუეთუ შური მწარჱ გაქუნდეს Manuscript page: 94r და ჴდომაჲ გულთა თქუენთა, ნუ იქადით და იტყჳთ ჭეშმარიტებისათჳს.



არა არს ესე სიბრძნჱ ზეგარდამოსრული, არამედ ქუეყანისაჲ მშუმინვიერი საეშმაკოჲ.



სადა შური და ჴდომაჲ, მუნ არს შფოთი და ყოველი ჯერკუალი საქმჱ.



ხოლო ზეგარდამოჲ იგი სიბრძნჱ პირველად სიწმიდჱ არს, მერმე მშჳდობაჲ, სახიერებაჲ, მორჩილებაჲ, სავსჱ წყალობითა და ნაყოფითა საქმეთა კეთილთაჲთა, განუკითხველ, შეუორგულებელ



ნაყოფი სიმართლისაჲ, მშჳდობისაჲ მშჳდობით დაეთესვის, რომელნი ჰყოფენ მშჳდობასა.