


ძმანო ჩემნო, ნუ თუალ-ღებით გაქუნ სარწმუნოებაჲ იგი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსი დიდებისაჲ .



უკუეთუ შე-ვინმე-ვიდეს შესაკრებელსა თქუენსა კაცი, რომელსა ეცუას ბეჭედი ოქროჲსაჲ სამოსლითა ბრწყინვალითა და შევიდეს გლახაკიცა Manuscript page: 90v სამოსლითა მწინკულევანითა



და მიხედოთ მას, რომელსა ემოსოს სამოსელი მბრწყინვალჱ და ჰრქუათ: შენ დაჯედ აქა კეთილად, და გლახაკსა მას ჰრქუათ: შენ დეგ მანდა, ანუ დაჯედ ქუეშე ფერჴთა ჩემთა,



შეორგულდით გულითა თქუენითა და იქმენით მსაჯულ გულის სიტყუათა ბოროტთა.



ისმინეთ, ძმანო ჩემნო საყუარელნო: ანუ არა გლახაკნი სოფლისანი გამოირჩინა ღმერთმან, ხოლო მდიდარნი სარწმუნოებითა და მკჳდრნი სასუფეველისანი, რომელ აღუთქუა ღმერთმან მოყუარეთა მისთა?



ხოლო თქუენ შეურაცხ-ჰყავთ გლახაკი იგი. ანუ არა მდიდარნი იგი გმძლავრობენ თქუენ, და იგინი მიგითრევენ წინაშე მსაჯულისა?



ანუ არა იგინი გმობენ კეთილსა Manuscript page: 91r მას სახელსა, რომელ წოდებულ არს თქუენ ზედა?



უკუეთუ შჯულსა აღასრულებთ სამეუფოსა, მსგავსად წერილისა მის, ვითარმედ შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თჳსი, კეთილად ჰყოფთ.



უკუეთუ თუალთ-აღებთ, ცოდვასა იქმთ და გემხილების შჩულისაგან, ვითარცა შჩულისა გარდამავალთა.



რომელმან ყოველი შჩული აღასრულოს და სცთეს ერთითა, იქმნა იგი ყოვლისა თანა-მდებ.



რომელმან იგი თქუა: ნუ იმრუშებ, მანვე თქუა: ნუ კაც-ჰკლავ; უკუეთუ იმრუშო არა და კაც ჰკლა, იქმენვე გარდამავალ შჯულისა.



ესრეთ იტყოდეთ და ესრჱთ ჰყოფდით, ვითარცა შჯულისა მიერ აზნაურებისა განშჯად ხართ.



რამეთუ საშჯელი უწყალო არს მისთჳს, რომელმან არა ყოს წყალობაჲ, Manuscript page: 91v არამედ იქადოდეთ წყალობასა საშჯელისასა.



რაჲ სარგებელ არს, ძმანო ჩემნო, უკუეთუ ვინმე თქუას: სარწმუნოებაჲ მაქუს, და საქმე თუ არარაჲ აქუნდენ? ვერ შემძლებელ არს სარწმუნოებაჲ ხოლო იგი ცხორებად მისა.



უკუეთუ ძმაჲ გინა თუ დაჲ შიშუელ იყუნენ და ნაკლულევან მდღევრისაგან საზრდელისა



და ჰრქუას ვინმე მათ თქუენგანმან: წარვედ მშჳდობით, განძეღით და განტეფით, და არარაჲ სცეთ საჴმარი იგი ჴორცთაჲ, რაჲ-მე სარგებელ არს?



ეგრეცა სარწმუნოებაჲ: უკუეთუ საქმენი არა ჰქონან, მკუდარ არს იგი ხოლო.



არამედ თქუას თუ ვინმე: შენ სარწმუნოებაჲ გაქუს და მე საქმენი მქონან, მიჩუენე მე სარწმუნოებაჲ Manuscript page: 92r შენი თჳნიერ საქმეთა შენთა, და მე გიჩუენო შენ საქმეთა ჩემთაგან სარწმუნოებაჲ.



შენ გრწამს, რამეთუ ერთ არს ღმერთი, კეთილად ზამ, იგი ეშმაკთაცა ჰრწამს და ძრწიან მისთჳს.



გნებავს ცნობად, ჵ კაცო ვინმე ცუდო, რამეთუ სარწმუნოებაჲ თჳნიერ საქმეთა ცუდ არს?



აბრაჰამ, მამაჲ ჩუენი საქმეთაგან განმართლდა, რამეთუ შეწირა ისაკი, ძჱ თჳსი საკურთხეველსა ზედა.



ხედავა, რამეთუ სარწმუნოებაჲ შეეწევის საქმეთა მისთა და საქმეთაგან სარწმუნოებაჲ იგი სრულ იქმნა?



და აღესრულა წერილი იგი,რომელი იტყჳს: ჰრწმენა აბრაჰამსა ღმერთი, და შეერაცხა მას სიმართლედ და მეგობარ ღმრთისა იწოდა.



აწ ხედავთა, რამეთუ საქმეთაგან განმართლდების კაცი და (არა) ხოლო Manuscript page: 92v სარწმუნოებითა?



ეგრევე რაბ, მეძავი, საქმეთაგან განმართლდა, რამეთუ შეიწყნარნა მსტუარნი იგი და სხჳთ გზით წარგზავნნა იგინი.



ვითარცა ჴორცნი თჳნიერ სულისა მკუდარ არიან, ეგრეცა სარწმუნოებაჲ თჳნიერ საქმეთა მკუდარ არს.