


იაკობ, ღმრთისაჲ და უფლისა იესუ ქრისტჱს მონაჲ ათორმეტთა ნათესავთა მიმოდათესულთა, - გიხაროდენ!



ყოველივე სიხარულად შეჰრაცხეთ, ძმანო ჩემნო, რაჟამს განსაცდელსა Manuscript page: 88r შესცჳვეთ პირად-პირადსა;



უწყოდეთ, რამეთუ გამოცდილებაჲ ეგე თქუენი სარწმუნოებისაჲ შეიქმს მოთმინებასა,



ხოლო მოთმინებასა მას საქმჱ სრული აქუნდინ და რაჲთა იყუნეთ სრულ და ყოვლად ცოცხალ და არარაჲთ ნაკლულევან.



უკუეთუ ვინმე თქუენგანი ნაკლულევან არს სიბრძნითა, ითხოვენ მისგან, რომელმან მოსცის ყოველთა, ღმერთმან, უსასყიდლოდ და აყუედრის არავის, და მოსცეს მას.



ითხოვდინ ხოლო სარწმუნოებით და ნუ ორგულებით, ხოლო რომელი-იგი ორგულობდეს, მსგავს არს იგი ღელვასა ზღჳსასა, ქარითა აღძრულსა და მიმოტაცებულსა.



ნუ უკუე ჰგონებნ კაცი იგი, ვითარმედ მო-რაჲმე-იღოს უფლისაგან.



კაცი ორგული დაუდგრომელ არს ყოველთა გზათა მისთა.



იქადოდენ ძმაჲ იგი მდაბალი ამაღლებასა თჳსსა,



ხოლო მდიდარი იგი - დამდაბლებასა თჳსსა, რამეთუ ვითარცა ყუავილი ველისაჲ, ეგრე წარჴდეს.



გამობრწყინდა მზჱ სიცხითა თჳსითა და განაჴმო თივაჲ იგი და ყუავილი იგი დაცჳვა და შუენიერებაჲ პირისა მისისაჲ წარწყმდა. ესრეთცა მდიდარი იგი სლვასა შინა თჳსსა დაჭნეს.



ნეტარ არს კაცისაჲ მის, რომელმან დაუთმოს განსაცდელსა, რამეთუ გამოცდილ იქმნის და მოიღოს გჳრგჳნი იგი ცხორებისაჲ, რომელ-იგი აღუთქუა მოყუარეთა მისთა.



ნუვინ რომელი-იგი განიცადებოდის, იტყჳნ, ვითარმედ ღმრთისა მიერ განვიცადები, რამეთუ ღმერთი გამოუცდელ Manuscript page: 89r არს ბოროტითა და არავის განცდის იგი.



არამედ კაცად-კაცადი განიცადების თჳსისაგან გულის თქუმისა, მიიზიდვის და იიძულების.



და მერმე გულის თქუმაჲ იგი მიუდგის და შვის ცოდვაჲ და ცოდვაჲ იგი სრულ იქმნის და გამოშვის სიკუდილი.



ნუ სცთებით, ძმანო ჩემნო საყუარელნო!



ყოველივე მოცემული კეთილი და ყოველი ნიჭი სრული ზეგარდამოსრული არს მამისაგან ნათლისაჲსა, რომლისა თანა არა არს ცვალება, გინა თუ ქცევისა აჩრდილის შეცოდება.



ნებითა გუშვნა ჩუენ სიტყჳთა ჭეშმარიტებისაჲთა, რაჲთა ვიყვნეთ ჩუენ დასაბამ რაჲმე მისთა დაბადებულთა.



უწყოდეთ, ძმანო ჩემნო საყუარელნო აწ უკუე: იყავნ ყოველი კაცი მოსწრაფჱ Manuscript page: 89v სმენად, მძიმე სიტყუად, მძიმე გულის წყრომად.



რამეთუ გულის წყრომამან კაცისამან სიმართლჱ ღმრთისაჲ არა ქმნის.



ამისთჳს განიშორეთ ყოველივე მწინკულევანებაჲ და მეტი იგი სიბოროტისაჲ, სიმშჳდით შეიწყნარეთ ნერგი იგი სიტყჳსაჲ მის, რომელი შემძლებელ არს ცხორებად სულთა თქუენთა.



და იყვენით მყოფელ სიტყჳსაჲ მის და ნუ მსმენელ და შეურაცხის მყოფელ თავთა თჳსთა.



უკუეთუ ვინმე მსმენელ ხოლო იყოს სიტყჳსა მის და არა მყოფელ, ესევითარი მსგავს არს კაცისა მის, რომელმან განიცადის პირი ქმნულებისა თჳსისაჲ სარკითა.



რამეთუ განიცადა თავი თჳსი და წარვიდა და მეყსეულად დაავიწყდის, რაბამ რაჲ არს.



ხოლო რომელმან მიხედა Manuscript page: 90r შჯულსა მას სრულსა აზნაურებისასა და დაადგრა მას, არა დამვიწყებელ იქმნა, არამედ მყოფელ საქმისა მის, ესე ნეტარ არს ყოფასა მას მისსა.



რომელსა ეგონოს თავი თჳსი ღმრთის მსახურ და არა აღჳრ-ასხნეს ენასა თჳსსა, არამედ აცთუნებდეს გულსა თჳსსა, ამისი ამაო არს მსახურებაჲ.



მსახურებაჲ წმიდაჲ, შეუგინებელი ღმრთისა მიერ და მამისა ესე არს: მიხედვაჲ ობოლთაჲ და ქურივთაჲ ჭირსა შინა მათსა და შეუგინებელად დაცვაჲ თავისა თჳსისაჲ სოფლისაგან.