


ძმანო ჩემნო, ნუ თუალთ-ღებით* გაქუნ* სარწმუნოებაჲ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტეს დიდებისაჲ.



რამეთუ უკუეთუ შევიდეს შესაკრებელსა თქუენსა კაცი ოქროჲსა ბეჭდითა და სამოსლითა ბრწყინვალითა და შევიდეს გლახაკიცა სამოსლითა შეურაცხითა



და მიჰხედოთ* მას, რომელსა-იგი ემოსოს სამოსელი ბრწყინვალე, და ჰრქუათ მას: შენ დაჯედ აქა კეთილად, და გლახაკსა მას ჰრქუათ: შენ დეგ იქი, ანუ დაჯედ აქა ქუეშე ფერჴთა ჩუენთა



და არა განიკითხენით თავთა შორის თქუენთა და იქმნენით მსაჯულ გულის სიტყჳთა ბოროტითა.



ისმინეთ, ძმანო ჩემნო საყუარელნო: ანუ არა გლახაკნი სოფლისანი გამოირჩინაა* ღმერთმან მდიდარნი სარწმუნოებითა და მკჳდრნი სასუფეველისანი, რომელ-იგი აღუთქუა მოყუარეთა თჳსთა?



ხოლო თქუენ შეურაცხ-ჰყავთ გლახაკი. ანუ არა მდიდარნი გმძლავრობენა თქუენ, და იგინივე მიგიზიდვენ* თქუენ სამშჯავროდ*?



ანუ არა იგინი ჰგმობენა კეთილსა მას სახელსა, რომელი წოდებულ არს თქუენ ზედა?



უკუეთუ შჯულსა აღასრულებთ სამეუფოსა, მსგავსად წერილისა: შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თჳსი, კეთილად ჰყოფთ.



ხოლო უკუეთუ თუალთ-ღებით*, ცოდვასა იქმთ და იმხილებით შჯულისაგან, ვითარცა გარდამავალნი შჯულისანი.



რამეთუ რომელმან ყოველი შჯული დაიმარხოს და სცთეს ერთითა, იქმნა იგი ყოვლისავე თანა-მდებ.



რამეთუ რომელმან-იგი თქუა: ნუ იმრუშებ, მანვე თქუა: ნუ კაც-ჰკლავ; ხოლო უკუეთუ იმრუშო არა და კაც-ჰკლა, იქმენ გარდამავალ შჯულისა.



ესრეთ იტყოდეთ და ესრეთ ჰყოფდით, ვითარცა შჯულისაგან აზნაურებისა განშჯადნი.



რამეთუ საშჯელი უწყალო არს მათთჳს, რომელთა არა ყონ წყალობაჲ; იქადოდეთ წყალობასა საშჯელისასა.



რაჲ სარგებელ არს, ძმანო ჩემნო, უკუეთუ ვინმე თქუას: სარწმუნოებაჲ მაქუს, და საქმენი არა ჰქონდინ? ნუ ძალ-უც-მეა სარწმუნოებასა ხოლო ცხოვნებად მისა?*



რამეთუ უკუეთუ ძმაჲ გინა დაჲ შიშუელ იყვნენ და ნაკლულევან მდღევრისა* საზრდელისა



და ჰრქუას ვინმე* თქუენგანმან: წარვედით* მშჳდობით, განძეღით და განტეფით, და არა სცეთ მათ საჴმარი ჴორცთაჲ, რაჲ სარგებელ არს?



ეგრეთცა* სარწმუნოებაჲ: უკუეთუ არა აქუნდენ საქმენი, მკუდარ არს იგი ხოლო.



არამედ თქუას თუ ვინმე: შენ სარწმუნოებაჲ გაქუს და მე საქმენი მქონან, მიჩუენე მე სარწმუნოებაჲ შენი საქმეთაგან შენთა, და მე გიჩუენო შენ საქმეთაგან ჩემთა სარწმუნოებაჲ ჩემი.



შენ გრწამს, ვითარმედ ერთ არს ღმერთი, კეთილად იქმ, და ეშმაკთაცა ჰრწამს და ძრწიან მისგან.



გნებავსა* ცნობად, ჵ კაცო ამაოო*, რამეთუ სარწმუნოებაჲ თჳნიერ საქმეთაჲსა* მკუდარ არს?



აბრაჰამ, მამაჲ ჩუენი, არა საქმეთაგან განმართლდაა, რამეთუ შეწირა ისაკი, ძჱ თჳსი, საკურთხეველსა ზედა.



ხედავა*, რამეთუ სარწმუნოებაჲ შეეწია საქმეთა მისთა და საქმეთაგან სარწმუნოებაჲ იგი სრულ იქმნა?



და აღესრულა წერილი იგი, რომელი იტყჳს: ჰრწმენა აბრაჰამსა ღმერთი, და შეერაცხა მას სიმართლედ და მეგობარ ღმრთისა იწოდა.



ხედავთა*, რამეთუ საქმეთაგან განმართლდების კაცი და არა სარწმუნოებისაგან ხოლო?



ეგრეთვე და რაბცა*, მეძავი, არა საქმეთაგან განმართლდაა, რამეთუ შეიწყნარნა მსტოარნი* იგი, და სხჳთ გზით წარავლინნა?



რამეთუ ვითარცა ჴორცნი თჳნიერ სულისა მკუდარ არიან, ეგრეთვე სარწმუნოებაჲ თჳნიერ საქმეთასა მკუდარ არს.