


ნუ მრავალნი ჰმოძღურით, ძმანო ჩემნო! უწყოდეთ, რამეთუ უდიდესი საშჯელი მოვიღოთ.



რამეთუ ფრიად ვსცთებით ყოველნივე. რომელი სიტყჳთ არა სცთებოდის, იგი სრული კაცი არს, შემძლებელ არს იგი აღჳრ-სხმად ყოვლისავე გუამისა.



უკუეთუ ცხენსა აღჳრნი აღუსხნით დამორჩილებად ჩუენდა, იგი და ყოველი გუამი მისი მოვაქციით,



აჰა ესერა ნავებიცა იგი დიდ-დიდები და ფიცხელთაგან ქართა მიმოდატაცებულნი მოიქცევიან მცირისაგან საჭისა, ვიდრეცა-იგი ჰნებავნ მისლვაჲ მმართებელსა მას მათსა.



ეგრეცა*, ენაჲ მცირჱ ასოჲ არს და დიდად მაღლოის*. აჰა ესერა მცირემან ცეცხლმან რაოდენი* ნივთი აღაგზნის!



და ენაჲ ეგრეთვე ცეცხლ არს, სამკაული სიცრუისაჲ*. ენაჲ დადგრომილ არს ასოთა შინა ჩუენთა, რომელი შეაგინებს ყოველსა გუამსა და აღაგზნებს* ურმის თუალსა მას შესაქმისასა და აღგზებულ არს გეჰენიისაგან*.



რამეთუ ყოველივე ბუნებაჲ მჴეცთა და მფრინველთაჲ*და ქუეწარმავალთაჲ* და მცურვალთაჲ დაიმწყსების* და დამწყსილ* არს ბუნებასა ქუეშე კაცთასა.



ხოლო ენაჲ კაცთაჲ ვერვის ჴელ-ეწიფების დამწყსად, დაუპყრობელი ბოროტი, სავსე გესლითა მაკუდინებელითა.



რამეთუ მით ვაკურთხევთ ღმერთსა და მამასა. და მით ვსწყევთ კაცთა, რომელნი მსგავსად ღმრთისა შექმნულ არიან.



მიერვე პირით გამოვალს კურთხევაჲ და წყევაჲ. არა ჯერ-არს, ძმანო ჩემნო საყუარელნო, ესე ესრეთ ყოფად.



ნუუკუე წყაროჲსაგან მისვე თუალისა აღმოდინ ტკბილი და მწარე?



ეგების-მე, ძმანო ჩემნო, ვითარმცა ლეღუმან ზეთის ხილი გამოიღო, გინა ვენაჴმან ლეღჳ? ეგრეთვე ვერცა ერთი წყაროჲ მარილიანსა და ტკბილსა წყალსა აღმოცენებად*.



ვინ არს ბრძენ და მეცნიერ თქუენ შორის, აჩუენენ კეთილად სლვისაგან საქმენი თჳსნი სიმშჳდითა სიბრძნისაჲთა.



ხოლო უკუეთუ შური მწარე გაქუნდეს და ჴდომაჲ გულთა შინა თქუენთა, ნუ იქადით და სტყუით* ჭეშმარიტებასა ზედა.



არა არს ესე სიბრძნე ზეგარდამოსრული, არამედ ქუეყანისაჲ, მშჳნვიერი საეშმაკოჲ.



რამეთუ სადა შური და ჴდომაჲ, მუნ შფოთი და ყოველი* ბოროტისა* საქმჱ.



ხოლო ზეგარდამო სიბრძნჱ პირველად სიწმიდე არს და მერმე მშჳდობაჲ, სახიერებაჲ, მორჩილებაჲ, სავსე წყალობითა და ნაყოფითა საქმეთა კეთილთაჲთა, განუკითხველ* და შეუორგულებელ.



რამეთუ ნაყოფი სიმართლისაჲ დაეთესვის მშჳდობით მათთჳს, რომელნი ჰყოფენ მშჳდობასა.