


ვინაჲ არიან ბრძოლანი და ლალვანი თქუენ შორის? ანუ არა მიერვე გულის თქუმათაგან თქუენთა, რომელნი განწყობილ არიან ასოთა შინა თქუენთა?



გული გითქუამს და არა გაქუს, კაც-ჰკლავთ და იშურებით* და ვერ ძალ-გიც მიმთხუევად, ილალვით და იბრძვით და არა გაქუს, რამეთუ არა ითხოვთ.



ითხოვთ და ვერ მიიღებთ, რამეთუ ბოროტად ითხოვთ, რაჲთა გულის თქუმათა შინა თქუენთა განილინეთ*.



მეძავნო და მემრუშენო, ანუ არა უწყითა, რამეთუ სიყუარული სოფლისაჲ* ამის მტერობაჲ არს ღმრთისაჲ*? აწ უკუე რომელსა უნდეს მეგობარ ყოფად ამის სოფლისა, მტერად ღმერთსა აღუდგების.



ანუ ჰგონებთა, ვითარმედ ცუდად იტყჳს წიგნი: საშურებელად სურის* სულსა, რომელი დამკჳდრებულ არს ჩუენ თანა?



უფროჲს მოცემად მადლი; ამისთჳს იტყჳს: ამპარტავანთა შეჰმუსრავს ღმერთი, ხოლო მდაბალთა მოსცის მადლი.



დაემორჩილენით ღმერთსა და წინა-აღუდეგით ეშმაკსა და ივლტოდის თქუენგან.



მიეახლენით ღმერთსა და მოგეახლოს თქუენ. განიწმიდენით ჴელნი, ცოდვილნო, და უბიწო ყვენით გულნი, ორგულნო*.



დამდაბლდით და ტიროდეთ და იგლოვდით. სიცილი თქუენი გლოად* გარდაიქეცინ და სიხარული თქუენი მწუხარებად.



დამდაბლდით წინაშე უფლისა და აღგამაღლნეს თქუენ.



ნუ ძჳრსა იტყჳთ, ძმანო ჩემნო, ურთიერთას*. რომელი ძჳრსა იტყოდის ძმისათჳს და განიკითხვიდეს ძმასა თჳსსა, განიკითხავს შჯულსა და შჯის შჯულსა; უკუეთუ შჯულსა შჯი, არა ხარ მყოფელ შჯულისა, არამედ განმკითხველ.



ერთი* არს შჯულის მდებელი და გამკითხველი, რომელი შემძლებელ არს ცხორებად და წარწყმედად. შენ ვინ ხარ, რომელი განიკითხავ მოყუასსა?



აწ თქუენცა, რომელნი-ეგე იტყჳთ: დღეს გინა ხვალე წარვიდეთ მას რომელსამე ქალაქსა და დავყოთ მუნ წელიწადი ერთი და ვივაჭროთ და შევიძინოთ.



რომელთა-ეგე არა იცით ხვალისაჲ, რამეთუ ვითარი არს ცხორებაჲ თქუენი? ვითარცა კუამლნი ხართ, რომელი მცირედ ჟამ ჩანნ და მერმე განქარდის.



ამის წილ რომელი გიღირს თქუენ თქუმად: უკუეთუ უფალსა უნდეს და ვცხონდეთ* და ვყოთ ესე გინა იგი.



ხოლო აწ იქადით სილალითა თქუენითა, ყოველივე სიქადული ესევითარი ბოროტ არს.



რომელმან იცოდის კეთილი საქმე და არა ქმნეს, ცოდვა არს მისა*.