TITUS
Epistulae Pauli georgice (CD)
Part No. 35
Previous part

Chapter: 3  
3


Verse: 1   Link to pavleni Link to gnt   კუალად ვიწყებთ თავთა თჳსთა წამებად. ანუ გჳჴმსმე რაჲ, ვითარ-იგი ვიეთმე საწამებელი წიგნი აქუს თქუენდა მიმართ ანუთუ თქუენგან ეგრეთვე საწამებელი?

Verse: 1V     
-მე ] -- TK, რაჲა FTIK, წიგნები TIK, მიმართ ] მომართ T.


Verse: 2   Link to pavleni Link to gnt   
ანუ არა წიგნ ჩუენდა თქუენ ხართა უფლისა მიერ, დაწერილ გულთა შინა ჩუენთა, უწყებულ და აღმოკითხულ ყოველთა მიერ კაცთა?


Verse: 3   Link to pavleni Link to gnt   
საცნაურ ქმნილ, რამეთუ ხართ წიგნ სამოციქულო ქრისტესა, რომელი იმსახურა ჩუენ მიერ, დაწერილ არა მელნითა, არამედ სულითა ღმრთისა ცხოველისაჲთა, არა ფიცართა შინა ქვისათა, არამედ ფიცართა შინა გულისა ჴორციელისათა.

Verse: 3V     
საცნაურ ქმნილ... ჩუენ მიერ ] ვითარმედ ხართ ებისტოლე (ეპისტოლე IK) ქრისტესა, მსახურებულ ჩუენ მიერ TIK.


Part: 4 
(დ̂)


Verse: 4   Link to pavleni Link to gnt   
ხოლო სასოებაჲ ესევითარი გუაქუს ქრისტეს მიერ ღმრთისა მიმართ.


Verse: 5   Link to pavleni Link to gnt   
არა თუ თავით თჳსით შემძლებელ ვართ შერაცხად რაჲსმე რეცათუ ჩუენგან, არამედ შეძლებაჲ ჩუენი ღმრთისაგან არს,

Verse: 5V     
ჩუენგანად T.


Verse: 6   Link to pavleni Link to gnt   
რომელმან-იგი შემძლებელ მყვნა ჩუენ მსახურებად ახლისა შჯულისა, არა წიგნისა, არამედ სულისა, რამეთუ წიგნი მოაკუდინებს, ხოლო სული აცხოვნებს.

Verse: 6V     
რჩულისა Z, სჯულისა FTIK.


Verse: 7   Link to pavleni Link to gnt   
ხოლო უკუეთუ მსახურებაჲ იგი სიკუდილისაჲ, წიგნითა ამოსახული ფიცართა შინა, იქმნა დიდებულ, ვიდრეღა ვერ შემძლებელ იყვნეს ძენი ისრაჱლისანი თუალთა შედგმად პირსა მოსესსა დიდებითა მით პირისა მისისაჲთა, რომელ განქარვებად იყო,

Verse: 7V     
იგი ] -- TIK, ფიცართა ] ქვათა TIK, დიდებულ ] დიდებით VFTIK, ვერ ] -- V, რომელი TIK.


Verse: 8   Link to pavleni Link to gnt   
რაოდენმე არა უფროჲს მსახურებაჲ იგი სულისაჲ იყოს დიდებით?

Verse: 8V     
რავდენმე ZFIK.


Verse: 9   Link to pavleni Link to gnt   
რამეთუ უკუეთუ მსახურებაჲ იგი დაშჯისაჲ დიდება, რაოდენ უფროჲს აღემატოს მსახურებაჲ იგი სიმართლისაჲ დიდებითა.

Verse: 9V     
რამეთუ ] ხოლო IK, დასჯისაჲ FTIK, დიდებაჲ VZ, რავდენ ZFIK.


Verse: 10   Link to pavleni Link to gnt   
და რამეთუ არღა დიდებულ არს დიდებადი იგი ამით ჯერითა გარდარეულისა მისთჳს დიდებისა.

Verse: 10V     
არღა ] არა IK, დიდებული TIK, ჯერითა... მისთჳს ] კერძოჲთა ზეშთႠ აღმატებულისათჳს TIK.


Verse: 11   Link to pavleni Link to gnt   
რამეთუ უკუეთუ განქარვებადი იგი იყო დიდებით, რაოდენ უფროჲს, რომელი-იგი ჰგიეს დიდებით.

Verse: 11V     
რამეთუ ] ხოლო TIK, რავდენ ZFIK, რომელ-იგი Z.


Verse: 12   Link to pavleni Link to gnt   
ვინაჲთგან უკუე გუაქუს ესევითარი სასოებაჲ, მრავალი განცხადებულებაჲ ვიჴუმიოთ.

Verse: 12V     
განცხადებულებაჲ ] კადნიერებაჲ TIK.


Verse: 13   Link to pavleni Link to gnt   
და არა ვითარ-იგი მოსე საფარველი დაიბურის პირსა თჳსსა, რაჲთა არა ხედვიდენ ძენი ისრაჱლისანი დასასრულსა მას განქარვებისასა.

Verse: 13V     
-იგი ] -- F, ჰხედვიდენ T.


Verse: 14   Link to pavleni Link to gnt   
არამედ დაბრმეს გონებანი მათნი, რამეთუ ვიდრე დღენდელად დღედმდე იგივე საბურველი საკითხავსა მას ზედა ძუელისა შჯულისასა ჰგიეს აღუძარცუველად, რამეთუ ქრისტეს მიერ განქარდების.

Verse: 14V     
სჯულისასა FTIK, აღუძურცვლად V, აღუძურცელად Z ] არა-აღპყრობილად IK, რამეთუ ] ვითარმედ IK.


Verse: 15   Link to pavleni Link to gnt   
არამედ დღენდელად დღედმდე, რაჟამს აღმოიკითხვის მოსესთჳს, საბურველი გულსა მათსა ძეს.


Verse: 16   Link to pavleni Link to gnt   
ხოლო რაჟამს მოიქცეს უფლისა, მოეძარცუვის საბურველი იგი.

Verse: 16V     
მოიქცის V.


Verse: 17   Link to pavleni Link to gnt   
ხოლო უფალი სულ არს; ხოლო სადა სული უფლისაჲ, მუნ აზნაურებაჲ არს.


Verse: 18   Link to pavleni Link to gnt   
ხოლო ჩუენ ყოველნი განცხადებულითა პირითა დიდებასა უფლისასა განვიცდით, მასვე ხატსა მივიცვალებით დიდებითი დიდებად, ვითარცა-იგი უფლისაგან სულად.

Verse: 18V     
ხოლო ] რამეთუ TIK, განცხადებულითა ] განღებულითა TIK, უფლისა ] ღმრთისასა F.



Next part



This text is part of the TITUS edition of Epistulae Pauli georgice (CD).

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.