TITUS
Epistulae Pauli georgice (CD)
Part No. 71
Previous part

Book: 2.Thess. 
პავლე მოციქულისა წიგნი თესალონიკელთა მიმართ მეორე

Verse: h1V 
მეორე ] ბ̂ VT, -- F.

Chapter: 1 
1


Verse: 1  Link to pavleni Link to gnt   პავლე და სილოანე და ტიმოთე ეკლესიათა თესალონიკელთასა ღმრთისა მიერ მამისა ჩუენისა და უფლისა იესუ ქრისტესა:

Verse: 1V    
და (1) ] -- F, სილოვანე ZTIK, ქრისტესსა TIK.


Verse: 2  Link to pavleni Link to gnt   
მადლი თქუენდა და მშჳდობაჲ ღმრთისა მიერ მამისა და უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა.

Verse: 2V    
ქრისტესსა TIK.


Part: 1 
(ა̂)


Verse: 3   Link to pavleni Link to gnt   
მადლობაჲ გჳღირს ღმრთისაჲ მარადის თქუენთჳს, ძმანო, ვითარცა-იგი ღირს-არს, რამეთუ უმეტესად აღორძნდების სარწმუნოებაჲ ეგე თქუენი და განმრავლდების სიყუარული კაცად-კაცადისა თქუენისაჲ ურთიერთარს,

Verse: 3V     
არს ] -- TIK, ურთიერთას FIK.


Verse: 4   Link to pavleni Link to gnt   
ვიდრეღა ჩუენ თჳთ თქუენთჳს შორის ვიქადეთ ეკლესიათა შინა ღმრთისათა მოთმინებისა მის თქუენისათჳს და სარწმუნოებისა ყოველთა მათ შინა დევნულებათა თქუენთა და ჭირთა, რომელთა თავს-იდებთ

Verse: 4V     
თჳთ ] -- TIK, -ვიდებთ F.


Verse: 5   Link to pavleni Link to gnt   
სახედ სიმართლისა საშჯელისა ღმრთისა, რაჲთა ღირს იქმნეთ თქუენ სასუფეველსა ღმრთისა, რომლისათჳსცა გევნების.

Verse: 5V     
სასჯელისა F, სახედ... სასუფეველსა ] გამოსაცხადებელად მართლმსაჯულებისა ღმრთისა, ღირს-ყოფად თქუენდა სასუფეველსა TIK.


Verse: 6   Link to pavleni Link to gnt   
უკუეთუ სამართალ არს ღმრთისა მიერ მიგებად მაჭირვებელთა თქუენთა ჭირი,

Verse: 6V     
უკუეთუ ] ვითარ-იგი TIK.


Verse: 7   Link to pavleni Link to gnt   
და თქუენ, ჭირვეულთა, ლხინი ჩუენ თანა გამოჩინებასა მას მას უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა ზეცით ანგელოზთა თანა ძლიერებისა მისისათა,


Verse: 8   Link to pavleni Link to gnt   
ცეცხლითა ალისაჲთა მიგებად შურისგებისა, რომელთა-იგი არა იციან ღმერთი და რომელნი-იგი არა დაემორჩილებიან სახარებასა მას უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა,

Verse: 8V     
ქრისტესა V.


Verse: 9   Link to pavleni Link to gnt   
რომელთა-იგი საშჯელი მოეჴადოს, მომსრველი საუკუნოჲ, პირისაგან უფლისა და დიდებისაგან ძლიერებისა მისისა,

Verse: 9V     
სასჯელი FTIK.


Verse: 10   Link to pavleni Link to gnt   
რაჟამს მოვიდეს დიდებად შორის წმიდათა მისთა და საკჳრველებად ყოველთა შორის მორწმუნეთა მისთა, რამეთუ სარწმუნო იქმნა წამებაჲ ჩუენი თქუენდა მიმართ მას დღესა შინა,

Verse: 10V     
საკჳკჳრველებად V, მიმართ ] მომართ T.


Verse: 11   Link to pavleni Link to gnt   
რომელისათჳს ვილოცავთ მარადის თქუენთჳს,2 რაჲთა ღირს გყვნეს თქუენ ღმერთმან ჩინებისა მის და აღგავსნეს ყოვლითა სათნოებითა სახიერებისაჲთა, საქმითა სარწმუნოებისაჲთა და ძალითა,

Verse: 11V     
აღავსოს ყოველი სათნოებაჲ სახიერებისაჲ და საქმე სარწმუნოებისაჲ ძალითა IK სახიერებისაჲთა ] და T.

Verse: 11-2N     
F-ს აკლია აქედან ვიდრე: გულთა თქუენთა (II თეს. 1,11 - 2,17).


Verse: 12   Link to pavleni Link to gnt   
რაჲთა იდიდოს სახელი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი თქუენ შორის, და თქუენ მის მიერ, მადლითა მით ღმრთისა ჩუენისაჲთა და უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა.

Verse: 12V     
უფლისა ] + ჩუენისა T.



Next part



This text is part of the TITUS edition of Epistulae Pauli georgice (CD).

Copyright TITUS Project, Frankfurt a/M, 18.11.2023. No parts of this document may be republished in any form without prior permission by the copyright holder.