პავლე, მონაჲ იესუ ქრისტჱსი, ჩინებული მოციქული, რჩეული სახარებასა მას ღმრთისასა,
რომელ-იგი წინაჲსწარ აღუთქუა წინაჲსწარმეტყუელთა თჳსთა მიერ წიგნთაგან წმიდათა
ძისა მისისათჳს, რომელი-იგი იშვა თესლისაგან დავითისა ჴორციელად,
რომელ-იგი გამოჩნდა ძედ ღმრთისა ძალითა და სულითა მით სიწმიდისაჲთა, აღდგომითა მით მკუდრეთით იესუ ქრისტჱს უფლისა ჩუენისაჲთა,
რომლისაგან-ესე მოვიღეთ მადლი და მოციქულებაჲ დასამორჩილებელად სარწმუნოებისა ყოველთა წარმართთა სახელისა მისისათჳს,
რომლისა-იგი თქუენცა ჩინებულ ხართ ქრისტე იესუჲსა,
ყოველთა, რომელნი ხართ ჰრომეს შინა, საყუარელთა ღმრთისათა, ჩინებულთა წმიდათა, მადლი თქუენდა და მშჳდობაჲ ღმრთისა მიერ მამისა ჩუენისა და უფლისა ჩუენისა მიერ იესუ ქრისტჱსა!
პირველად ვჰმადლობ ღმერთსა ჩემსა ქრისტე იესუჲს მიერ თქუენ ყოველთათჳს, რამეთუ სარწმუნოებაჲ ეგე თქუენი განითქუმის ყოველსა სოფელსა,
რამეთუ მოწამე ჩემდა არს ღმერთი, რომელსა-ესე ვჰმსახურებ მე სულითა ჩემითა Ms. page: A32V სახარებითა ძისა მისისაჲთა, ვითარ უნაკლულოდ ჴსენებასა თქუენსა ვჰყოფ.
ლოცვათა შინა ჩემთა მარადის თქუენთჳს ვილოცავ, რაჲთა მეცა წარმემართოს ნებითა ღმრთისაჲთა მისლვად თქუენდა,
რამეთუ მსურის ხილვად თქუენდა, რაჲთა მი-რაჲმე-გცე თქუენ მეცა მადლი სულიერი დასამტკიცებელად თქუენდა.
ხოლო არს ესე თანანუგეშინის-ცემა თქუენ შორის ურთიერთარსი იგი სარწმუნოებაჲ თქუენი და ჩემი.
არა მნებავს უმეცრებაჲ თქუენი, ძმანო, რამეთუ მრავალ-გზის მინდა მისლვად თქუენდა და დავეყენე მოაქადმდე, რაჲთა თქუენ თანაცა ნაყოფ რაჲმე ვპოო, ვითარცა სხუათა მათ შორის თესლთა.
წარმართთა და ბარბაროზთა, ბრძენთა და უგუნურთა თანამდებ ვარ.
ესრჱთ არს გულსმოდგინებაჲ ჩემი, რაჲთა თქუენცა, რომელნი ხართ ჰრომეს შინა, გახარო.
რამეთუ არა მრცხუენის სახარებისა ამისთჳს, რამეთუ ძალი ღმრთისაჲ არს მაცხოვრად ყოვლისა, რომელთა ჰრწამს იგი, ჰურიათა მათ პირველად და მერმე წარმართთა.
რამეთუ სიმართლჱ ღმრთისაჲ მას შინა გამოცხადნების Ms. page: A33R სარწმუნოებითი სარწმუნოებად, ვითარცა წერილ არს: მართალი სარწმუნოებითა ცხოვნდეს (1).
Hab. 2,4
რამეთუ გამოჩინებად არს რისხვაჲ ღმრთისაჲ ზეცით ყოველთა ზედა უღმრთოთა და ცრუთა კაცთა, რომელთა-იგი ჭეშმარიტებაჲ ღმრთისაჲ სიცრუით აქუნდა,
რამეთუ მეცნიერებაჲ იგი ღმრთისაჲ ცხად არს მათ შორის, რამეთუ ღმერთმანვე გამოუცხადა მათ.
რამეთუ2 უხილავი იგი მისი დაბადებითგან სოფლისაჲთ ქმნულთა მათ შინა საცნაურად სახილველ არს, სამარადისოჲ იგი მისი ძალი და საღმრთოჲ, რაჲთა იყვნენ იგინი ვერ სიტყჳსმიმგებელ,
რამეთუ იცოდეს ღმერთი და არა ღმრთეებრ ადიდეს, გინა მადლ-სცემდეს, არამედ ამაო იქმნნეს გულისზრახვითა მათითა, და დაუბნელდა უგულისხმოჲ იგი გული მათი.
იტყოდეს თავთა თჳსთა ბრძენ და განცოფნეს
და ცვალეს დიდებაჲ იგი უხრწნელისა ღმრთისაჲ მსგავსად ხატისა მის განხრწნადისა კაცისა და მფრინველთა და ოთხფერჴთა და ქუეწარმავალთა.
ამისთჳს Ms. page: A33V მისცნა იგინი ღმერთმან გულისთქუმასა გულთა მათთასა არაწმიდებად, რაჲთა გინებულ იყვნენ ჴორცნი მათნი მათ თანა.
რომელთა-იგი ცვალეს ჭეშმარიტებაჲ იგი ღმრთისაჲ სიცრუითა და უმსახურებელ იქმნნეს და ჰმსახურებდეს დაბადებულთა და არა დამბადებელსა, რომელ-იგი არს კურთხეულ უკუნისამდე. ამენ.
ამისთჳს მისცნა იგინი ღმერთმან ვნებასა მას გინებისასა, რამეთუ დედათა მათთა გარდაცვალეს ბუნებისა იგი წესი არაბუნებად.
ეგრეცა მამათა მათთა დაუტევეს ბუნებისა იგი წესი დედათაჲ და განქურდეს გულისთქუმითა მათითა ურთიერთას. მამანი მამათა თანა სარცხჳნელსა იქმოდეს და კუალადსაგებელი იგი, რომელი ჯერ-უჩნ საცთურისა მათისაჲ, ურთიერთას მიიღიან.
და ვითარცა არა გამოცადეს ღმერთი, რაჲთამცა აქუნდა მათ მეცნიერებით, მისცნა იგინი ღმერთმან გამოუცდელსა მას გონებასა საქმედ უჯეროჲსა;
სავსე იყვნეს ყოვლითა სიცრუითა, უკეთურებითა, ბოროტებითა, ანგაჰრებითა, სავსე შურითა, Ms. page: A34R კაცის-კლვითა, ჴდომითა, ზაკუვითა, ბოროტის ჩუეულებითა,
ცუნდრუკებითა, ძჳრისმეტყუელებითა, ღმრთისა შემაწუხებელ, მაგინებელ, ამპარტავან იყვნეს, ლაღ, მომპოვნებელ ბოროტისა, მამა-დედათა ურჩ იყვნეს,
უგულისხმო, უწესო, უყუარულ, უწირავ, უწყალო,
რომელთა სამართალი ღმრთისაჲ იცოდეს, რამეთუ ესევითარისა მოქმედნი ღირს არიან სიკუდილისა; და არა ხოლო ამას იქმოდეს, არამედ სათნოცა-ეყოფოდეს თანამოქმედთა მათ.